October 27, 2023
გინდა მედიტაციის სწავლა, მაგრამ არ იცი რა არის ეს და საიდან დაიწყო?
მოდი მარტივად აგიხსნი:
თუ ამ ტექსტს კითხულობ, ალბათ შენც გრძნობ, რომ გარშემო დაძაბულობა იზრდება, მატულობს შფოთვის შეგრძნება და თითქოს საკუთარ თავზე კონტროლს კარგავ. ეს ნორმალურია — ჩვენი ცხოვრება ძალიან აჩქარდა: მოსახლეობა მატულობს არანორმალური სიჩქარით, ინტერნეტი და ტექნოლოგიები ყოველდღე უფრო და უფრო აკავებენ ჩვენს ტვინს.
სწორედ ამ თითქოს და ქაოსში ჩნდება მედიტაციისადმი ინტერესი —
ეს არ არის რაღაც იდუმალი რიტუალი —
მედიტაცია ეს არის ინსტრუმენტი, ტვინის სავარჯიშო, რაც გვეხმარება რომ ვიყოთ “აქ და ახლა”.
როცა გარეთ ვეღარ ვპოულობთ პასუხებს, იწყება მოგზაურობა საკუთარ თავში.
და სწორედ აქ ვიხსენებთ ჩვენს საბაზისო მდგომარეობას: სიმშვიდეს.
ჩემს კურსზე „ნათელ-ბნელი“ ერთად გავივლით ამ გზას — მარტივად და ეტაპობრივად შენს ტემპში გავივლით მედიტაციის პრინციპებს, სხვადასხვა ტექნიკებს და ერთად ამოვხსნით თუ როგორ გამოიყურება ეს ინსტრუმენტი.
მედიტაცია იმაზე მარტივია და ამავდროულად ეფექტური ვიდრე გგონია.
გახსოვდეს: შენ ხარ სიმშვიდე, რომელშიც ხმაური იბადება.
განრიგი: კვირაში 3-ჯერ, 20:00-21:00 მდე.
ხანგრძლივობა: 1 თვე
ხელმძღვანელი: ჯარა მამალაძე