კაკაოს ცერემონია ერთ-ერთი უძველესი სარიტუალო პრაქტიკაა, რომელსაც ფესვები მაიას და აცტეკების კულტურებში აქვს. იქ, სადაც კაკაოს მცენარეს “ღვთის საჩუქარს” უწოდებდნენ, მისი მოხმარება მხოლოდ რიტუალური მიზნებისთვის ხდებოდა
უმაღლესი განზომილებებისკენ დასაკავშირებლად, ინტუიციის გასაღრმავებლად და გულთან დასაკავშირებლად. კაკაოს სვამდნენ რწმენით, რომ ის გაძლევს წვდომას საკუთარ სიღრმეებთან და აძლიერებს უნარს, განიცადო სიყვარული — როგორც საკუთარი თავი, ისე სხვების.
“შენ სივრცეში” კაკაოს ცერემონია ტარდება თვეში ორჯერ.გამოიყენება სპეციალურად მომზადებული, ცერემონიული ხარისხის კაკაო, რომელიც მოდის გუატემალადან და პერუდან — სადაც იგი დღემდე იზრდება სიყვარულით, წინაპრების დალოცვით და ცოცხალი მიწის პატივისცემით. ცერემონია მიმდინარეობს რბილი მუსიკისა და მედიტაციური განწყობის ფონზე. ეს არის დრო, როცა ფიქრი ქრება და ადგილი რჩება მხოლოდ გულისთვის.
ცერემონიის შემდგომ, როცა გული უკვე გახსნილია და სხეული მზად არის გამოხატვისთვის, იწყება 5 რიტმის ცეკვა თავისუფალი მოძრაობის პრაქტიკა, რომელიც გვეხმარება დავუბრუნდეთ საკუთარ სხეულს, ვიმოძრაოთ ემოციების გავლით და გამოვხატოთ ის, რაც სიტყვებით ხშირად არ გამოითქმის.
5 რიტმი მოიცავს ფაზებს: დინება – სტაკატო – ქაოსი – ლირიკა – სიჩუმე და ქმნის ბუნებრივ, ინტუიციურ გზას ენერგიის გათავისუფლებისა და დაბალანსებისთვის.
შემოგვიერთდი 27 აპრილს, 20:00 საათზე