„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი“ ერთადერთი ფონდია საქართველოში, რომელიც ზრუნავს სიმსივნით დაავადებული ბავშვების, მოზარდების და მათი ოჯახების რეაბილიტაციაზე, რაც აუცილებელი პირობაა მათ გამოსაჯანმრთელებლად, მათი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

სიმსივნით დაავადებული ბავშვებზე ზრუნვის შვიდი წლის გამოცდილებამ აშკარად დაგვანახა სარეაბილიტაციო სახლის სასიცოცხლო აუცილებლობა. სახლისა, სადაც საშუალება გვექნება რეაბილიტაციის სრული კურსი ჩავუტაროთ ბავშვებს.

ჩვენი მიზანია კავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრის სრული ინფრასტრუქტურით შექმნა სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის. შემოგვიერთდი, იზრუნე ბავშვებზე, ისინი ჩვენი მომავალია!