';
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_portfolio-list/templates/parts/lightbox.php on line 9
zoom

Editorial

ასტეროიდების არქეტიპული წყვილები

ასტეროიდების არქეტიპული წყვილები

როგორც მუსიკაში ოქტავა წარმოადგენს მანძილს ორ ნოტს შორის, რომელთაც იდენტური ჰარმონიული სტრუქტურა აქვთ, მაგრამ ტონის სიმაღლის მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, კონკრეტული ნოტი კი წამში გარკვეული რაოდენობის ვიბრაციებისგან შედგება, უფრო მაღალი ოქტავა [მაგ.„მაღალი დო“] ზუსტად ორმაგი რაოდენობის ვიბრაციებს შეიცავს, ხოლო უფრო დაბალი ოქტავამის ზუსტად ნახევარს – ანალოგიურად, ასტროლოგია – ციურ სხეულთა მუსიკის სისტემური შემსწავლელი დისციპლინა – მოიცავს ოქტავის პრინციპის მისეულ ვერსიას.

პლანეტარულ წყვილებსმერკურიურანს, ვენერანეპტუნსა და მარსიპლუტონსენერგიის მსგავსი სტრუქტურები აქვთ, თუმცა განსხვავებულ დონეზე გამოხატული. უფრო დაბალი ოქტავის პლანეტებიმერკური, ვენერა და მარსიპიროვნული ზრდისა და ცოდნის მამოძრევებელ ძალებს წარმოადგენენ. რაც შეეხება უფრო მაღალი ოქტავის პლანეტებს, – ურანს, ნეპტუნსა და პლუტონს, – ისინი უფრო სწრაფ, კეთილხმოვან ვიბრაციებსა და იმგვარ კოსმოსურ ენერგიას განასახიერებენ, რომელიც მთელ კაცობრიობაზე ზემოქმედებს. მათი მთავარი არსი მზის სისტემის ევოლუციური პროცესის აჩქარებაა.

ასტეროიდები, რომელთაც, პირველ ყოვლისა, მარსსა და იუპიტერს შორის არსებული სივრცე უკავიათ, ქმნიან მაკავშირებელ ხიდს უფრო დაბალი და უფრო მაღალი ოქტავის პლანეტებს შორის.

 

 

ასტეროიდები სიმბოლური გარდამქმნელები არიან ენერგიის ამ ორ სისტემას შორის და იმ ტექნიკებზე მიუთითებენ, რომლებითაც უფრო დაბალი ოქტავის ვიბრაციები, შესაძლოა, შესაბამის მაღალ ოქტავებს მიუახლოვდნენ. ასტროლოგიაში ასტეროიდების გამოყენების დაწყება ისტორიის ამ ეტაპზე ნათლად წარმოაჩენს იმ ინდივიდთა მზარდ რიცხვს, რომლებიც კოლექტიურად რეაგირებენ პლანეტარული ცნობიერებისა და ერთიანობის კოლექტიურ თემაზე.

 

 

ცხრილში 12-2 დეტალურადაა ნაჩვენები, თუ როგორ ასრულებს თითოეული ასტეროიდი ხიდის როლს უფრო დაბალი და უფრო მაღალი ოქტავის ფუნქციათა შორის.

 

ცხრილი 12-2

 

 

როგორც ქვემოთ მოტანილი ცხრილიდან ჩანს, ასტეროიდის ყოველი წყვილი მასკულინურ და ფემინურ სხეულებს აერთიანებს, თითოეული მათგანი კი ბიპოლარული პრინციპის ერთ პოლუსს გამოხატავს.

ცხრილი 12-3

 

 

მოდით, ახლა ტრანსფორმაციის ეს აგენტები უფრო დეტალურად განვიხილოთ.

 

ცხრილი 12-4

შეყვარებულები: ეროსი და ფსიქეა

 

ფსიქეა

 

ასტეროიდი ფსიქეა სხვა ადამიანთან ფსიქიკური შეწყობისა და კავშირის პრინციპს წარმოადგენს. ხშირად ქალწულ პეპელად წარმოჩენილი, ფსიქეა ლამაზ მოკვდავად დაიბადა, ხოლო თავის საყვარელთან, ეროსთან, ერთობის დამყარების ძიებაში გმირულ საქმეებში დაოსტატდა, რომელსაც მას მრისხანე აფროდიტე ავალებდა. ყოველი ამ დავალების შესრულებებისას, ფსიქეა თავისი შინაგანი ტელეპათიური არხების სენსიტიზირებას ახდენდა. ფსიქეამ, რომელიც სულის მოგზაურობას გამოხატავს მოკვდავი ცხოვრებიდან ღვთაებრივ ცხოვრებამდე, წარმატებით გარდაქმნა თავისი მიწიერი ბუნება ღვთაებრივად ისე, რომ შეძლო და გახდა ეროსისეროტიკული სიყვარულის ღმერთისზეციური ცოლი. მათ ქალიშვილი ეყოლათ სახელად – ვოლუპია, იგივე ნეტარება. ფსიქეასა და ეროსის სიყვარული სულიერი ერთობის სიმბოლოდ იქცა.

ლილითისა და იუნონას ურთიერთობის პროგრესიის სრულქმნის გზით, ფსიქეა, როგორც პარტნიორი, ფემინურობის განვითარების სრულყოფილ ფაზას წარმოადგენს. ასტროლოგიურად, ის ვენერას მაღალი ოქტავაა და გამოხატავს დახვეწრილ პიროვნულ სიყვარულსა და სხვა ადამიანთან ფსიქიკურ ჰარმონიას. ფსიქეს გზით სიარული ცნობიერ სიყვარულს ნიშნავს, რომელიც სულიერ გასხივოსნებას უხსნის გზას.   

პირად რუკაში, ფსიქეს წინა პლანზე ყოფნა სხვა ადამიანის გონებისა და გრძნობისადმი ფსიქიკურ მგრძნობიარობას მოასწავებს. ასეთმა გაძლიერებულმა სენსიტიურობამ, შესაძლოა, მისტიკური, სულიერი კავშირის წადილში იჩინოს თავი. ფსიქეს სტრესული განლაგება შეიძლება სხვებისადმი სრულ უგრძნობლობაზე მიანიშნებდეს, ბლოკირებულ ფსიქიკურ ცნობიერებასა თუ პირადი ურთიერთობების დამყარების უუნარობაზე. ფსიქეინდივიდები ღრმა, ინტუიციურ კომუნიკაციას ესწრაფვიან და, ამიტომ, ხშირ შემთხვევებში, შეიძლება უარი თქვან ზედაპირულ ან მოკლევადიან ურთიერთობებზე. ასე რომ, შესაძლოა, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდეთ, მაგრამ, ფაქტობრივად, მარტო ამჯობინებდნენ ყოფნას.

შესაბამისი ელემენტის მიხედვით თუ გავაანალიზებთ, ჰაერის ნიშანში არსებული ფსიქე მენტალურ ტელეპათიას ასახავს; წყლის ნიშანში ის ემპათიად გვევლინება; ცეცხლშიენერგოდინებათა კონტროლისა და მართვის უნარად; ხოლო მიწის ნიშანში ფიზიკურად გამოხატულ მიღწევებში იჩენს თავს

ფსიქეს ასპექტები პლანეტის საზრისს გამძაფრებულ მგრძნობიარობასთან აკავშირებს. მაგალითად, ფსიქეურანი წინარეშემეცნებას აღნიშნავს, ფსიქექირონიფსიქიკური განკურნვის უნარებს, ფსიქეცერერას კი შეუძლია ბავშვებთან ან მცენარეთა სამყაროსთან კომუნიკაციის უნარებს დაეუფლოს.

სინასტრიაში – კავშირები ფსიქესთან გარკვეულ ინტუიციურ ცოდნას განასახიერებს და პიროვნებათშორისი ურთიერთობების წვდომას (ან კი მის სრულ დეფიციტს). ფსიქეეროსის კავშირები სულიერი ერთობის პოტენციალზე მეტყველებს.

 

ეროსი

 

ეროსიეროტიკული სიყვარულის ღმერთივნებიანი წადილის პრინციპს განასახიარებს. მითოლოგიურად, ეროსი პირველყოფილი, ფალოსური ღმერთი იყო, რომელიც ქაოსმა (სიცარიელემ) შვა სამყაროს დასაბამის ჟამს. ეს მასკულინური სექსუალობის განსხეულება, გენერაციული მასკულინური ძალის როლს ასრულებდა, რამაც სამყაროს შექმნა გახადა შესაძლებელი. ამდენად, მოგვიანებით, ოლიმპოს პანთეონში, ის მარსისა და ვენერას ვაჟად მოგვევლინა.

ასტროლოგიური თვალსზარისით, ეროსი მარსის მაღალი ოქტავის სახით მოქმედებს. ეროსმა შეძლო და დახვეწა საკუთარი არაცნობიერი, ინსტინქტური სექსუალური ლტოლვა და ის ეროტიკულ სიყვარულად აქცია; ეს იყო გზა სულიერი გასხივოსნებისკენ ფსიქესთან რომანის მეშვეობით. კლასიკურ საბერძნეთში, ეროსი ჰომოსექსუალური სიყვარულის მფარველად მოგვევლინა და შეიძლება სექსუალური გემოვნების ერთ ინდიკატორად იქნეს მიჩნეული. სექსუალობის მიღმა, ეროსის ვნება განცდილია უბრალოდ, როგორც ნებისმიერი რამ, ,,რაც აღგაგზნებს,“ ჟინს ან სურვილს გიჩენს. ეროსი, ასევე, ძლევამოსილი ემოციური ძალაა, რომელიც ყოვლისმომცველი ლტოლვებისა და ხედვებისკენ გვიბიძგებს.

პირად რუკაში, ეროსი ადამიანის ვნების, სექსუალური მიზიდულობის, სექსუალური გემოვნებისა და სასიცოცხლო ენერგიის მაჩვენებელია. ეროსის მქონე პიროვნებას მუდმივად სჭირდება, განიახლოს შეყვარებისა და სიყვარულის სასიამოვნო მღელვარება. აქედან გამომდინარე, ეროსი, ტრანზიტული თვალსაზრისით, სექსუალური აქტივობის ,,წამზომია.“ 

სინასტრიაში, ეროსის ასპექტები სექსუალურ თავსებადობასა და და ორმხრივ ვნებაზე მიუთითებს.

 

 

ავტორი: დემეტრა ჯორჯი “ასტეროიდი ქალღმერთები”

SHEN ©

 

 

 

 

 

admin
admin@shen.ge
No Comments

Post A Comment