';
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_portfolio-list/templates/parts/lightbox.php on line 9
zoom

Editorial

პითაგორა – ფილოსოფოსი, შეშლილი შამანი თუ მათემატიკოსი

პითაგორა – ფილოსოფოსი, შეშლილი შამანი თუ მათემატიკოსი

ალბათ უმეტესობას პითაგორას სახელის ხსენებაზე მისი თეორემა ( a2 + b2 = c2  ) გვახენდება და ცოტამ თუ იცის რომ ამ ადამიანს კაცობრიობის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ეს იყო ადამიანი რომელმაც ‘უმაღლესი ცოდნა’ მეცნიერულად განსაზღვრა, იგი მიიჩნევა მუსიკის, გეომეტრიის, მათემატიკის და ფილოსოფიის ‘მამად’. მან აღმოაჩინა მუსიკალური ინტერვალები და ჰარმონია, იგი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც გამოიყენა და დანერგა სიტყვა “ფილოსოფია”.

მან ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ასტრონომიის სფეროში. პითაგორა იყო პირველი ცნობილი დასავლელი, რომელიც აცხადებდა, რომ დედამიწა მრგვალია. იგი ამტკიცებდა, რომ დედამიწა იყო სფერო, ეს ეფუძნებოდა ელიფსის ფორმის მიღებამდე მთვარეზე ჩრდილის სარტყელის მრუდობაზე დიდ დაკვირვებას. პითაგორამ აღწერა, რომ დღე და ღამე დედამიწის წრიული ბრუნვის შედეგია. მან ახსნა, რომ მთვარე „ნათელია“, რადგან ირეკლავს მზისგან მომავალ სხივებს. მან სრულიად შეისწავლა მზისა და მთვარის დაბნელება. მან პირველმა დაყო დედამიწა 5 კლიმატურ ზონად, ცივი პოლარულიდან  თბილი ეკვატორის რეგიონებამედე ასევე აღმოაჩინა, რომ სეზონების ცვლილება გამოწვეული იყო მზის მიმართ დედამიწის ღერძის დახრილობის გამო. პითაგორამ პირველმა აღნიშნა, რომ დილის და საღამოს ვარსკვლავი რეალურად ერთი და იგივე პლანეტა – ვენერა იყო <3 

 

მან გამოიგონა ისეთი სიტყვები რომლებიც სამომავლოდ ცოდნის მთელ სფეროებად იქცნენ. მან გამოიგონა სიტყვა ‘კოსმოსი’, რომელიც აღნიშნავს არა მხოლოდ მთელ სამყაროს, არამედ ჰარმონიისა და წესრიგის ზუსტ კანონებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის იყო პირველი ადამიანი ვინც გამოიგონა სიტყვა „ფილოსოფია“, რომელიც ლიტერატურულად ნიშნავს ‘სიბრძნის სიყვარულს’ და აღნიშნავს ცოდნის, რეალობისა და არსებობის ფუნდამენტური ბუნების შესწავლას (ყველა იდეოლოგიის, თეორიის, ცნების, დოქტრინის, პრინციპის, აზრის, შეხედულებებისა და აღმოჩენის ჩათვლით). იგი განიხილება ესენელი მოძრაობის მთავარ დამაარსებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ ესენელები, ქრისტეს დროს ცნობილნი იყვნენ, როგორც ‘ებრაელი პითაგორიანელები’ (500 წლის შემდეგ). 

პითაგორას საიდუმლო სკოლამ ათასობით ინტელექტუალი მიიზიდა. მიღების კრიტერიუმებს ხელი მხოლოდ მაღალი სულიერი განვითარების ადამიანებს მიუწვდებოდათ. სასწავლო გეგმა შემუშავებული იყო ერთი ძირითადი მიზნის ხაზგასმით: კაცისა და ქალის ცხოვრების ღვთაებრივ ჰარმონიაში მოქცევა. მან შეისწავლა იურიდიული სისტემა კრეტასა და სპარტაში, სადაც აითვისა კანონისა და მმართველობის საფუძვლები. მისი ცხოვრების მეორე ნახევარში, სენატი მას მუდმივად ეკითხებოდა რჩევას, საბოლოოდ, ამან დიდი პოლიტიკური და სამთავრობო გავლენა მოახდინა მთელ რეგიონზე. 

ლექციებში იგი  გენდერულ თანასწორობას ასწავლიდა, რაც მისი კულტურის არსს წარმოადგენდა. პითაგორა იყო პირველი ადამიანი, ვინც ქალები დაუშვა ყველა დაწესებულების უმაღლეს ეშელონში (სამთავრობო, სასულიერო და სამეცნიერო).

 

იგი განმარტავდა განსხვავებას ლოგიკას, ანალიზს, აღქმად ძალასა და ინტელექტს შორის. მან უარი თქვა ღვინოსა და ხორცზე, იკვებებოდა მხოლოდ ადვილად მოსანელებელი საჭმლის მოკრძალებული ულუფებით. იგი აღიქვამდა სხეულს, როგორც დროებით მანქანას, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება (სწორი კვებით, დისწიპლინით და ვარჯიშით) რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის განვითარების და ამაღლების პროცესში, რადგან მან შეძლოს და უნიფიკაცია მოახდინოს საკუთარ ღვთიურ არსთან.

პითაგორა ძვ.წ. 569 წელს, საბერძნეთში, კუნძულ სამოსზე, დაიბადა. მამამისი – მნესარქუსი ძვირფასი ქვებით მოვაჭრე გახლდათ, მან ადრეული ასაკიდან ცოდნისადმი შეუდარებელი სწრაფვა გამოავლინა, სწორედ ამიტომ მამამისმა იზრუნა რომ თავის შვილს საუკეთესო განათლება მიეღო. პითაგორა პატარა ასაკიდანვე უდიდეს მოაზროვნეებთან სწავლობდა და მალევე აჯობა კიდეც მათ. იმდროინდელი ბერძენი ახალგზრდობისთვის ცოდნის მარაგის გაზრდის მთავარი საშუალება უცხო ქვეყნებში მიღებული გამოცდილება იყო, ამიტომ პითაგორამ თავის ახალგაზრდობის წლები მოგზაურობაში გაატარა.

პითაგორა იყო პირველი ბერძენი, რომელმაც ეგვიპტურ საიდუმლო სკოლაში მიიღო ინიციაცია. მან საუკეთესოდ შეისწავლა ეგვიპტური ენა და იეროგლიფები, ასევე სრულად აითვისა ყველა მეცნიერება, მათემატიკიდან – მედიცინამდე, ასტრონომიიდან – არქიტექტურამდე. ამავდროულად, ის იყო ერთადერთი ‘აუთსაიდერი’ რომელიც აღიარებულ იქნა საიდუმლო მისტიურ რიტუალებში, მათ შორის სულის ევოლუციის ეტაპებში.

პითაგორას ეგვიპტურ საიდუმლო ტაძრებში ინიციაციას მოჰყვა მისი გაცნობა სხვადასხვა კულტურასთან, მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა ორფეოსის ნაწერებმა და იონის ფილოსოფიური სკოლის გაცნობამ. იგი სწავლობდა მღვდლებისგან, რომლებიც ებრაელ წინაწარმეტყველ ბრძენის მოსეს  მიმდევრები უყვნენ. იგი გათვითცნობიერებული იყო ბიბლისის და ტირეს საიდუმლოებებში, ასევე ბაალისა და აშტარას უფლებებში, მორგოს კულტში. მან იმოგზაურა ბერძნული სამყაროს ორაკულებში, მათ შორის იყო სამოთრაკი, იმბრა, ელეუსი, თებე და ბოლოს დელფი.

პითაგორამ დააახლოვა განსხვავებული იდეები და პრაქტიკები, არა როგორც გარე დამრკვირვებელმა, არამედ როგორც ცოდნის ყველა ფორმის სტუდენტმა, რამაც მყარი საფუძველი მისცა, რომ სწორედ აღექვა და გადმოეცა უზენაესი ცოდნა და სიმართლე. მას შესანიშნავად ჰქონდა გაცნობიერებული რიტუალის პრინციპები, რადგან ეს მის დროში ყველა რელიგიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მისი მიზანი იყო სხვადასხვა შეხედულების მიღება და გაერთიანება.

დადასტურებულია, რომ პითაგორამ 23 წელი გაატარა ეგვიპტური ტაძრების შესწავლაში. პირველად იგი სწავლობდა მღვდელ ნილთან. ბოლოსკენ კი იგი გაემგზავვრა თებეს ტაძარში, რომელიც აღიარებულია როგორც ერთ-ერთი უპირველესი ცენტრთაგანი, რომელსაც მთელი ისტორიის განმავლობაში დაგროვებული ყველა სამეცნიერო და სასულიერო ცოდნა ჰქონდა შენარჩუნებული. იმის გამო, რომ პითაგორა ‘უცხოელი’ იყო, მღვდლებმა ექსტრემალურად მკაცრი დისციპლინა დაუწესეს. სწავლების კომპლექსური პროგრამების, ასკეტური სირთულეების, დამქანცველი ამოცანებისა და ინტენსიური მსახურების  მიუხედავათ, მან შეასრულა ყველა დავალება იმდენად შესანიშნავად და იმდენად კარგად, რომ უხუცესთა პატივი დაიმსახურა და გახდა პირველი ბერძენი, რომელიც არა მხოლოდ აღიარეს, არამედ ინიციაცია მისცეს დიაპოლისის ტაძრის სასულიერო წრეში. 

ეგვიპტური სტიპენდიის ასიმილაციიდან 23 წლის შემდეგ, სპარსეთის მეფე შეიჭრა ეგვიპტეში და დაიპყრო იგი. ფარაონი სიკვდილით დასაჯეს, პითაგორა კი შეიპყრეს და როგორც ტყვე, ბაბილონში წაიყვანეს. თუმცა მაგიმ (იმ დროის სპარსეთის მეცნიერებისა და რელიგიის ხელმძღვანელი) პითაგორა გადაარჩინა. მაგმა მალე გააცნობიერა პითაგორას განმანათლებლური თვისება, მისი  სწავლის ზებუნებრივი უნარი და მგრძნობელობა ახალი და ღირებული იდეების გაცვლისადმი.  პითაგორას მისცეს საშუალება გაცნობოდა ქალდეველთა (ცნობილი ასტრონომები და ასტროლოგები) სიბრძნეს. იგი ცოდნას მაგიანებისგანაც (სპარსეთის აკადემიკოსები) იღებდა. ასევე ეცნობოდა სირიის ყველაზე ცნობილ ინტელექტუალებს, და მეცნიერებს და განაგრძობდა ცოდნის შეწოვას, ათვისებას და სინთეზირებას. იგი მონაწილეობას იღებდა გამწმენდი ცერემონიების (ჰალუცინოგენ ჰოამას წვენის, პერსესის საიდუმლო წვენის მოხმარების ჩათვლით) და აჰურა მაზდას წმინდა ცეცხლის შემუშავებაში. სწორედ ამ დროს სრულყო მან მისი ცოდნა რიცხვების, ასტრონომიის და ჰარმონიის შესახებ ასევე შეისწავლა მომავლის პროგნოზირება ციური მოვლენების საშუალებით.

12 წლის შემდეგ პითაგორას ბაბილონიდან წამოსვლის მიზეზი სპარსეთის მეფის სიკვდილი გახლდათ. იგი საბოლოოდ დაუბრუნდა მშობლიურ კუნძულს- სამოსს, მაგრამ მალევე აღმოაჩინა რომ სამოსი დიქტატორ პოლიკრატეს ხელში იყო. პოლიკრატემ ხელისუფლება განამტკიცა სპარსელებთან კავშირზე დაყრდნობით. ერთის შეხედვით ისე ჩანდა თითქოს კუნძული აყვავდა და გაიფურჩქნა პოლიტიკურ გადატრიალებათა რთული წლების შემდეგ, ვაჭართა წრიდან გამოსული პოლიკრატე ახალისებდა ხელოსნებს და ხელოვანებს. ყველგან იგებოდა ბრწყინვალე დიდი შენობები. მმართველის კარზე თავშესაფარს პოულობდნენ გამოჩენილი პოეტები და მხატვრები, მაგრამ პითაგორამ მალევე დაინახა ამ ოქროს გალიის ფასი. ხელისუფლების მზრუნველობა მძიმე ტვირთი აღმოჩნდა თავისუფალი აზრისთვის. პორფირის თქმით ფილოსოფოსი ხედავდა რომ ტირანია მეტისმეტად ძლიერია და თავისუფალ ადამიანს უჭირდა ზედამხედველობის და დესპოტიზმის ღირსეულად გადატანა. პითაგორამ ვეღარ აიტანა სამოსის რეჟიმი და გადაწყვიტა სამშობლოდან სამუდამოდ წასულიყო. პითაგორას ერთ-ერთი ძველი ბიოგრაფიის გამომცემ ოვიდიუსის თქმით პითაგორას მთელი სულით სძულდა ტირანია და მან დევნილობა არჩია.

იგი იყო 56 წლის როდესაც მის ცოლთან თეანოსთან ერთად გაემზავრა იტალიაში, ქალაქ კროტონში სადაც  ატმოსფერო ბევრად უფრო თავისუფალი იყო ვიდრე სამოსზე. ძნელი სათქმელია თუ სად ჩამოყალიბდა საბოლოოდ პითაგორას მსოფლმხედველობა და სად იგრძნო მან საკუთარ თავში სულიერი მოძღვრის მოწოდება, მაგრამ სწორედ კროტონში დაიწყო მან თავისი დოქტრინის გადმოცემა და დააარსა თავისი საკუთარი მოძრაობა (საძმო). აღსანიშნავია რომ მისი მოღვაწეობა დაიწყო ბუდას და კონფუცის პერიოდში.

პითაგორას ცოლი თეანო დაიბადა კუნძულ კრეტაზე, მისი მამა სახელად ბრონტიუსი გახლდათ ოსირისის კულტის წარმომადგენელი . თეანო და ბრონტიუსი პითაგორას მოსწავლეები გახდნენ და მალევე ოჯახის წევრებიც, თეანოს და პითაგორას 5 შვილი შეეძინათ, მას ძალზედ გაუმართლა, რომ დაქორწინდა ქალზე, რომელიც გამოირჩეოდა უჩვეულო ინტელექტით და განსაკუთრებული უნარ-ჩვევებით, იგი ქმარზე ბევრად ახალგაზრდა და ენერგიული იყო სწორედ იგი დაეხმარა მას სკოლის დაარსებაში. ისინი მათემატიკის, გეომეტრიის, კოსმოლოგიისა და სხვა მეცნიერული სწავლებების გარდა თავის ადეპტებს ასევე გადასცემდნენ სულიერ ცოდნას და პრაქტიკებს: მედიტაციას, თვით დაკვირვებას, თვით კონტროლს და საკუთარი თავის მართვის სხვადასხვა ტექნიკებს.

ადეპტის სკოლაში მიღებამდე, ისინი მკაცრ ტესტირებას და ანალიზს გადიოდნენ. მათი კრიტერიუმები ძალიან მკაცრი იყო, მიიღებოდა მხოლოდ სულიერად მაღალ განვითრების დონეზე  მყოფი ადამიანები.  თავდაპირველად პითაგორა ეკითხებიდა მათ მშობლებთან და ოჯახთან ურთიერთობის შესახებ, იგი აკვირდებოდა მათი საუბრის ტონს და სიცილნარევ ხმას. ასევე ინტერესდებოდა მათი მეგობრებისა და სურვილების შესახებ, თავისუფალ დროს საქმიანობით და იმ მოვლენების ხასიათით, რომლებიც სიხარულსა თუ მწუხარებას ანიჭებდათ მათ. იგი აკვირდებოდა მათ პოზას, ჟესტებსა და მოძრაობებს (მათი სულის დონის ხილულ მახასიათებლებს). 

ამ ფრთხილი დათვალიერების შემდეგ, თუ პითაგორა მიიჩნევდა მათ ღირსეულად, მათ საშუალება ეძლეოდათ შეერთებოდნენ საზოგადოებას, მაგრამ 5 წლის მანძილზე ექნებოდათ‘ მსმენელნის’ სტატუსი რაც იმას  ნიშნავდა რომ მათ მხოლოდ ლექციების მოსმენა შეეძლოთ მაგრამ არ შეეძლოთ მასთან პირადათ საუბარი ან დიალოგში ჩაბმა.

ამ პერიოდის განმავლობაში, პითაგორა ფრთხილად აკვირდებოდა მათ ხასიათს და ჩვევებს, მათ სურვილებს და ვნებებს, მათ შორის იმას, თუ როგორ მოქმედებდნენ კონფლიქტისა და იმედგაცრუების შემთხვევაში. იგი ამოწმებდა მატერიალურ ნივთებთან ან დიდებასთან მათი კავშირის დონეს. მისი უმთავრესი ღირებულებები იყო სიკეთე, თავდაჭერილობა და მოკრძალება.  

პითაგორა ყველაზე დიდ გამოწვევად საკუთარ ენაზე კონტროლის დაოსტატებას მიიჩნევდა. მსმენელები იძულებულნი იყვნენ 5 წლის მანძილზე შეენარჩუნებინათ მკაცრი დუმილი. საბოლოოდ, 5 წლიანი დუმილის შემდეგ, მათ შეეძლოთ პითაგორას მოწაფეები გამხდარიყვნენ, საზოგადოებას ტოვებდნენ ისინი ვინც რომელიმე საკითხში იჭრებოდა, ხოლო ისინი ვინც ამ გამოცდებს წარმატებით გადიოდნენ მაღალი დისციპლინით გამოირჩეოდნენ. ყველაზე მაღალ დონეზე იყვნენ ‘მათემატიკოსები’. მათ  ნება დართული ჰქონდათ პირადათ ეხილათ პითაგორა და დასწრებოდნენ მის ლექციებს, რომლებსაც იგი ყოველ საღამოს კითხულობდა. 

პითაგორელთა კავშირმა კროტონში გარკვეული დროით მოიპოვა პოლიტიკური პოპულარობა. პითაგორელები ხელისუფლების სათავეშიც აღმოჩნდნენ და მათ თავისი ძალაუფლება მეზობელ ქალაქებზეც გაავრცელეს. ძველთა მოწმობით ჰარმონიის მქადაგებლები კარგი მმართველები იყვნენ,მაგრამ პოლიტიკა და სიბრძნე იშვიათად ეთანხმება ერთმანეთს. კავშირის წარმატებებს მოყვა წარუმატებლობები და ბოლოს მოხდა მისი სრული კატასტროფა.

510 წელს კროტონის ჩრდილოეთით არსებულ ქალაქ სიბარისში მოხდა დემოსის აჯანყება. მმართველი ევპატრიდები გააძევეს. ზოგმა მათგანმა თავშესაფარი სთხოვა კროტონელებს. მათი მიღება კი ნიშნავდა უფრო ძლიერი მეზობლის გამოწვევას.

სახალხო კრების დროს კროტონელები ემხრობოდნენ ლტოლვილთა გაცემას, მაგრამ პითაგორამ ურჩია მათთვის მფარველობის გაწევა. პითაგორა არ იწონებდა დემოკრატიას რომელშიც ალბათ ხედავდა ქაოტურ საწყისს. ქალაქებს შორის ატყდა ომი. სამჯერ უფრო სუსტმა კროტონელებმა სასტიკ ბრძოლაში დაამარცხეს სიბარისი,მაგრამ ამან ვერ გააჩერა საზოგადოებრივი გარდაქმნები. მთელ საბერძნეთში და მის კოლონიებში ამხობდნენ არისტოკრატიის ხელისუფლებას. დადგა კროტონის ჯერიც.

ამასობაში პითაგორელთა კავშირის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მერყევი ხდებოდა. მისი ხელმძღვანელები ხელს უშლიდნენ კროტონში ხალხის მმართველობის დამყარებას. ამან პითაგორელთა კავშირის წინააღმდეგ განაწყო მოქალაქეთა უმეტესობა. ერთმა მდიდარმა კროტონელმა კილონმა მოაწყო პითაგორელთა ნამდვილი დევნა. (ოდესღაც თვითონ მას უნდოდა პითაგორელთა კავშირის წევრად გახდომა, მაგრამ ის არ მიიღეს.) ახლა კი იგი დაუნდობლად იძიებდა შურს. იგი ავრცელებდა ყველაზე საზიზღარ ჭორებს. ბოლოს მან მიაღწია მიზანს, პითაგორელთა ხელისუფლების სრულ დამხობას.  ბრძოლა ტრაგიკულად დამთავრდა. სახალხო მღელვარების დროს პითაგორელთა კავშირის უხუცესები საჩქაროდ შეიკრიბნენ ერთი მდიდარი მოქალაქის სახლში. სახლს კი ცეცხლი წაუკიდეს მივარდნილმა გააფთრებულ-გაგიჟებულმა ბრბომ. შეკრებილთაგან გადარჩა მხოლოდ ორი კაცი. დადგა პითაგორელთა დევნის და მათი დოქტრინის მასხრად აგდების ხანა. პითაგორელებს აცხადებდნენ სამშობლოს მტრებად.

ამის შემყურე მოხუცი (თითქმის 100 წლის) პითაგორა წავიდა ქალაქიდან. მან თავი შეაფარა მუზას ტაძარს, სადაც მას წმინდა კანონის საშუალებით იცავდნენ. იგი იქ აგრძელებდა მედიტაციას.  ერთ დღესაც გადაწვიტა შეეწყვიტა ჭამა. მეორმოცე დღეს მისი სხეული შიმშილით გარდაიცვალა. 

მიუხედავად ყველაფრისა პითაგორას გაფანტულმა მოწაფეებმა დაიცვეს მისი მოძღვრება. ამ მოძღვრებას არ გამოუწვევია რაიმე რელიგიური რეფორმა, მაგრამ მან აღზარდა ნიჭიერ ფილოსოფოსთა და მეცნიერთა მთელი პლეადა. პითაგორას იდეებმა ერთიანის, ჰარმონიის, სამყაროს მარადიული საფუძვლების, სულის უკვდავების შესახებ ნაყოფიერი გავლენა მოახდინა ანტიკური ფილოსოფიის და მეცნიერების განვითარებაზე.

  

ავტორი: ნინო ტოგონიძე

admin
admin@shen.ge
No Comments

Post A Comment