02 Nov ოთხი შეთანხმება. ტოლტეკური სიბრძნის წიგნი. თავი IV
[sc_embed_player fileurl = http://shen.com.ge/wp-content/uploads/2018/10/shamanM.mp3 ]
მესამე შეთანხმება
ნუ გააკეთებ ვარაუდებს
ჩვევა გვაქვს – ყველაფრის თაობაზე გამოვთქვათ ვარაუდები. ჩვენი რწმენის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ წარმოშობილი ვარაუდების ჭეშმარიტებაში დარწმუნებული ვართ. იმისდა მიხედვით თუ რას აკეთებს ან რას ფიქრობს ესა თუ ის ადამიანი (ამ ყველაფერს კი საკუთარ თავზე ვღებულობთ), გამოვთქვამთ ვარაუდებს, შემდეგ ვადანაშაულებთ სხვებს და ვაგზავნით ემოციურ საწამლავს. სწორედ ამიტომ, ყოველ ჯერზე, როდესაც ვმარჩიელობთ, ვაკეთებთ სიტუაციის არასწორ ინტერპრეტაციას და საკუთარ თავზე ვიღებთ მას. ამ ქმედებით, არაფრისგან დიდ უსიამოვნებებს წარმოვქმნით.
ცხოვრებისეული ტანჯვა და დრამა, შექმნილი ვარაუდების და ყველაფრის საკუთარ თავზე მიღების შედეგებია. სწორედ ამაზეა აგებული ჯოჯოხეთური სიზმარი.
ვარაუდებითა და სიტუაციის საკუთარ თავზე მიღებით, დიდი რაოდენობით ემოციურ საწამლავს წარმოვქმნით, შემდეგ კი საკუთარ ჰიპოთეზებს განვსჯით კიდეც. გახსოვდეთ, რომ ჭორები ჯოჯოხეთურ სიზმარში ურთიერთობის და შხამის ერთმანეთისთვის გადაცემის საშუალებაა. ჩვენ გვეშინია ვითხოვოთ აგვიხსნან იმ მომენტში ჩვენთვის გაუგებარი რამ, ამიტომ ვაკეთებთ დასკვნებს, ამის გვჯერა და ვამტკიცებთ ვინმეს დანაშაულს. ყოველთვის უმჯობესია დავსვათ შეკითხვა, რადგან მცდარ დასკვნებს ტანჯვა მოაქვს.
ცნობიერებაში არსებული დიდი მოტოტე სრულ ქაოსს წარმოქმნის, რომელიც ადამიანს გარემოს შეცნობაში უშლის ხელს. ვხედავთ და გვესმის მხოლოდ ის, რის დანახვა და გაგებაც გვსურს. არ აღვიქვამთ ყველაფერს ისე, როგორც არის, ვწყდებით სინამდვილეს და ვიძირებით სიზმრებში. საკუთარ წარმოსახვაში ვქმნით ფაქტიურად ყველაფერს. თუ რაიმეს ვერ ვიგებთ, ვქმნით მცდარ წარმოდგენებს და გამოგვაქვს დასკვნები, ხოლო როდესაც სიმართლე გამოაშკარავდება, სიზმრის ერთ ერთი ბუშტი სკდება და ვრწმუნდებით, რომ სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად იყო.
მაგალითად, სავაჭრო ცენტრში გხვდებათ გოგონა, რომელიც მოგეწონათ. ის ხელს გიქნევთ და გიღიმით, რის საფუძველზეც მრავალი ვარაუდის წარმოქმნა შეგიძლიათ. თქვენ ნამდვილად გჯერათ თქვენი წარმოსახვითი ფანტაზიის და გსურთ მის რეალობაში გარდაქმნა. ვარაუდების ხარჯზე წარმოიქმნება მთელი სიზმარი, რომელსაც შესაძლებელია დაუჯეროთ კიდეც: „დიახ, მე მას მოვწონვარ“. თქვენ წარმოსახვაში, ამ პიროვნებასთან კავშირიც კი წარმოიქმნება. შესაძლოა ფანტაზიაში იქორწინოთ კიდეც მასზე. მაგრამ ფანტაზია მხოლოდ თქვენ თავში, თქვენ სიზმრებში არსებობს.
სინამდვილეში, ადამიანების ურთიერთობაში არსებული პრობლემები სწორედ ვარაუდების გამო წარმოიქმნება. ხშირად გვგონია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა იციან თუ რაზე ვფიქრობთ და არ არის საჭირო ვუთხრათ მათ თუ რა გვსურს. ასევე ხშირად გვგონია, რომ ისინი აუცილებლად დააკმაყოფილებენ ჩვენ სურვილებს და იმედგაცრუების შემთხვევაში ვეუბნებით: „უნდა გცოდნოდა“.
კიდევ ერთი მაგალითი: გადაწყვიტეთ დაქორწინება და ფიქრობთ, რომ პარტნიორს სწორედ ის წარმოდგენა აქვს ქორწინებაზე როგორც თქვენ, მაგრამ ერთად ცხოვრებისას აღმოჩნდება, რომ შეცდით. წარმოიქმნება სერიოზული კონფლიქტი, მაგრამ სიტუაციაში გარკვევას არც ცდილობთ. ქმარი ბრუნდება სამსახურიდან, ცოლი კი სკანდალს აწყობს. ქმარი ვერ ხვდება მიზეზს. ეს ყველაფერი ვარაუდების გამო ხდება. ცოლი არ ამბობს თუ რა სურს, მაგრამ გონია, რომ ქმარი მას იმდენად კარგად იცნობს, რომ უთქმელად უნდა ხვდებოდეს ყველაფერს, თითქოს აზრების კითხვა უნდა შეეძლოს. ცოლი განრისხებულია, რადგან მეუღლემ იმედები ვერ გაამართლა. ვარაუდები, ურთიერთობაში კამათს, სირთულეებს და გაუგებრობას ბადებს.
ნებისმიერი ურთიერთობისას შეგვიძლია ავაგოთ ვარაუდები, თითქოს სხვები ვალდებული არიან ჩვენი სურვილები უთქმელად ამოიცნონ, მაგრამ როგორც კი თავს მოტყუებულად ვიგრძნობთ, გვწყინს და ვამბობთ: „როგორ შეგეძლო? ეს უნდა გცოდნოდა“. მსგავსი ვარაუდების ნიადაგზე წარმოიქმნება დრამატული სიტუაცია, ჩვენ კი არაფერს ვცვლით და იგივეს ვაგრძელებთ.
ჩვენ ცნობიერებას ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია – იმისთვის რომ თავი დაცულად იგრძნოს, ადამიანი მზად არის გაიგოს, გაამართლოს და ახსნას ნებისმიერი რამ. ჩვენ მილიონობით კითხვა გაგვაჩნია, რომლის ახსნის შესაძლებლობაც გონებას არ გააჩნია, მაგრამ მიუხედავად იმისა, მართალია თუ არა პასუხი – ნებისმიერი მათგანი უსაფრთხოების გრძნობას იძლევა. სწორედ აქედან ჩნდება ვარაუდები.
როდესაც რამეს გვეუბნებიან, მაშინვე ვარაუდებს გამოვთქვამთ და ეს ხდება მაშინაც კი, თუ საკითხი რაიმე ჩვენთვის გაურკვეველს ეხება – გამოვთქვამთ ვარაუდებს და შემდეგ გვჯერა მათი. ეს ხდება ელემენტარული მიზეზის გამო – ვერ ვბედავთ შეკითხვას.
ჩენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი სხვა ადამიანი, ცხოვრებას აღიქვამს ისევე, როგორც ჩვენ. იგივეს ფიქრობს, იგივეს გრძნობს, ანალოგიურად განსჯის და იგივე შეცდომებს უშვებს. ეს ერთ ერთი უმთავრესი ვარაუდია, რომელიც ადამიანს გააჩნიათ. სწორედ ამიტომ ეშინია უმრავლესობას საზოგადოებაში იყოს ის, რაც სინამდვილეშია რადგან თვლიან, რომ განსჯიან, შეურაცხყოფენ და ბრალს დასდებენ. ჩვენ ხომ სწორედ ასე ვიქცევით. საკუთარ თავს გავრიყავთ მანამდე, ვიდრე ამას სხვები გააკეთებენ.
ამგვარად მუშაობს ადმაიანის გონება.
ჩვენი ვარაუდები, შინაგან კონფლიქტს წარმოქმნიან. „მე მგონია, რომ ამის გაკეთებას შევძლებ“. მსგავსი ვარაუდისას შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ შევცდით და საკუთარი თავი არასათანადოდ შევაფასეთ, ამიტომ აუცილებელია დავსვათ შეკითხვები და გავცეთ მათ პასუხები. ეს საშუალებას მოგვცემს სიტუაციაში უკედ გავერკვეთ და შევწყვიტოთ თავის მოტყუება.
ხშირად, თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობისას, იძულებული ხართ ვარაუდებით გაამართლოთ თქვენი მათ მიმართ სიმპატია. ხედავთ იმას, რის დანახვაც გვსურთ და უარყოფთ ადამიანების თვენთვის მიუღებელ თვისებებს. ატყუებთ თავს, რათა მართალი გამოჩნდეთ, რის შემდეგაც აგებთ ვარაუდს: „ჩემი სიყვარული გარდაქმნის ამ ადამიანს“.
რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. ადამიანები საკუთარი სურვილისამებრ იცვლებიან და არა იმიტომ, რომ თქვენ მათზე გავლენის მოხდენა შეგიძლიათ.
შემდეგ თქვენს შორის რაღაც ხდება და თავს ნაწყენად გრძნობთ. უცებ ამჩნევთ ყველაფერს, რის დანახვაც მანამდე არ გსურდათ, მაგრამ ამჯერად თქვენივე ემოციური საწამლავით მორთულს. ამიტომ, ტკივილის გასამართლებლად აუციებელია საკუთარი არჩევანის გამო სხვას დავდოთ ბრალი.
სიყვარულს არ ესაჭიროება გამართლება – ის ან არის, ან არა. ნამდვილი სიყვარულის შემთხვევაში, ჩვენს გარემოცვაში მყოფებს აღვიქვამთ ისეთებად, როგორებიც არიან და არ ვცდილობთ მათ შეცვლას.
როდესაც ვინმეს შეცვლას ვცდილობთ, ესეიგი ის არ მოგვწონს. რა თქმა უნდა, როდესაც ვინმესთან ერთად ცხოვრებას გადავწყეტთ, ამით ერთგვარ შეთანხმებას ვდებთ, გამომდინარე აქედან, უმჯობესია თუ ამას იმ ადამიანთან გავაკეთებთ, ვისი წარმოდგენებიც ჩვენსას ემთხვევა. იპოვნეთს ის, ვისი შეცვლაც არ დაგჭირდებათ. ბევრად ადვილია ვიპოვნოთ ასეთი ადამიანი, ვიდრე ვინმეს შეცვლა ვცადოთ. ეს ადამიანი შეგიყვარებთ ისეთს, როგორიც ხართ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი რამის გადაკეთება მოუწევს. თუ ვინმეს თქვენი შეცვლის სურვილი უჩნდება, გამოდის მას არ უყვარხართ ის, რაც სინამდვილეში ხართ. რა მიზეზით ვიცხოვროთ ადამიანთან, რომლის წარმოდგენებიც თქვენსას არ შეესაბამება?
აუცილებელია დავრჩეთ ის რასაც სინამდვილეში წარმოვადგენთ, რათა საკუთარ თავზე მცდარი წარმოდგენები არ შევიქმათ. „თუ შემიყვარებთ ისეთს, როგორიც ვარ – ძალიან კარგი, თუ არა – კარგად ბრძანდებოდეთ. უმჯობესია ვინმე სხვა მოძებნოთ“- ეს ერთი შეხედვით მკაცრი მოპყრობა ჩვენი შეთანხმებების სიმტკიცესა და სიზუსტეზე მეტყველებს.
წარმოიდგინეთ დღე, როდესაც შეწყვეტთ თქვენი პარტნიორის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის თაობაზე ვარაუდების შექმნას. თქვენი ხასიათი სრულიად შეიცვლება და ურთიერთობები აღარ იქნება მცდარი წარმოდგენების გამო წარმოქმნილი კონფლიქტებით სავსე.
იმისთვის, რომ მცდარი წარმოდგენები არ შეიქმნათ, დასვით შეკითხვები. ნუ იქნება ურთიერთობაში გაურკვევლობა – თუ ვერ იგებთ, იკითხეთ. მოიკრიბეთ გამბედაობა და დასვით კითხვები, ვიდრე ყველაფერი თავის ადგილზე არ დადგება და ამის მერეც ნუ შეიქმნით წარმოდგენას, თითქოს თქვენთვის, სიტუაციის გარშემო უკვე ყველაფერი ცნობილია. პასუხის მიღების შემთხვევაში, გეცოდინებათ სიმართლე და აღარ იქნება ვარაუდების არსებობის აუცილებლობა.
იკითხეთ რაც გაინტერესებთ. მოპასუხეს უფლება აქვს გითხრათ „კი“ ან „არა“, მაგრამ შეკითხვის უფლება ყოველთვის გაქვთ. ანალოგიურად, ნებისმიერს აქვს უფლება შეგეკითხოთ, თქვენი კი შეგიძლიათ უპასუხოთ „კი“ ან „არა“.
თუ რომელიმე სიტუაციაში ვერ გაერკვიეთ, უმჯობესია თუ წარმოდგენების შექმნამდე ხელმეორედ იკითხავთ. იმ დღეს, როდესაც მცდარი წარმოდგენების შექმნას შეწყვეტთ, ურთიერთობა სუფთა, გარკვეული და ემოციურ შხამს მოკლებული გახდება. ვარაუდების არქონის შემთხვევაში, თქვენი სიტყვა იქნება უნაკლო.
ეს დამოკიდებულება შეცვლის თქვენ ურთიერთობას ახლობლებთან და საზოგადოებასთან. აღარ გახდება საჭირო წარმოდგენების წინასწარ შექმნა, რადგან ყველაფერი ცხადი იქნება. ურთიერთობის მსგავს წრეში წარმოთქმული სიტყვა არის უნაკლო. თუ ადამიანები ზუსტად წარმოთქმული სიტყვის მეშვეობით იკონტაქტებდნენ, აღარ იქნებოდა ძალადობა, გაუგებრობა და ომები. ადამიანებს შორის დაპირისპირება შესაძლებელია მხოლოდ დალაგებული და ღია ურთიერთობით გაქრეს.
ასე რომ, მესამე შეთანხმება შემდეგში მდგომარეობს: ნუ გააკეთებ წინასწარ ვარაუდებს.
ხშირ შემთხვევაში სწორედ საპირისპიროდ ვიქცევით, რადგან საკუთარ ჩვევებს და მიჯაჭვულობებს არ ვიცნობთ, ამიტომ აუცილებელია სწორად გავაცნობიეროთ მესამე შეთანხმების არსი და გადავდგათ პირველი ნაბიჯები მის შესასრულებლად.
მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ინფორმაცია, მხოლოდ ცნობიერების თესლია. აუცილებელია რეალური ქმედებები. მრავალჯერ გადადგმული ნაბიჯი თქვენ სურვილს გააძლიერებს და უბრალოდ თესლისგან, ახალი ჩვევები წარმოიქმნება. დროთა განმავლობაში, როდესაც ახალი შეთანხმებები თქვენი ცხოვრების ნაწილი გახდება, შეამჩნევთ როგორ გარდაგქმნით სიტყვის მაგია შავიდან თეთრ მაგად.
თეთრი მაგი იყენებს სიტყვას რათა შექმნას, გასცეს, გაუნაწილოს, უყვარდეს. თუნდაც ეს ერთი შეთანხმება რადიკალურად შეცვლის თქვენ ცხოვრებას. მაშინ როდესაც სრულად გარდაქმნით სიზმარს, თქვენ ცხოვრებაში ხდება სასწაული.
ყველაფერი, რასაც მოისურვებთ, ძალიან მარტივად ხდება. ბარიერებს მიზანსწრაფვით, სულიერებით, სიყვარულით და მადლიერებით გადალახავთ.
ეს არის ტოლტეკის გზა.
ეს არის პირადი თავისუფლებისკენ მიმავალი გზა.
ავტორი: მიგელ რუისი
თრგმანი: მანგალა
No Comments