17 Oct ოთხი შეთანხმება. ტოლტეკური სიბრძნის წიგნი. თავი II
[sc_embed_player fileurl = http://shen.com.ge/wp-content/uploads/2018/10/shamanM.mp3 ]
პირველი შეთანხმება
შენი სიტყვა უნდა იყოს უნაკლო
პირველი შეთანხმება უმნიშვნელოვანესია, ამიტომ სხვა დანარჩენზე უფრო რთული შესასრულებელია. ის იმდენად მნიშვნელოვანია, ყოფიერების შემდეგ საფეხურზე არსებობის შესაძლებლობას იძლევა, რომელსაც დედემიწის სამოთხეს ვუწოდებ.
პირველი შეთანხმება შემდეგში მდგომარეობს – შენი სიტყვა უნდა იყოს უნაკლო.
ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ ის წარმოუდგენლად ძლიერია.
სიტყვა ძალაა, რომელსაც თვად ქმნით. თქვენი სიტყვა უშუალოდ ღმერთისგან გამომავალი საჩუქარია. იოანეს სახარება სამყაროს შექმნის შესახებ: „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან. ღმერთი იყო სიტყვა“. სიტყვის მეშვეობით შემოქმედებით ენერგიას გამოხატავთ. სამყაროს ყოფიერება სიტყვის მონაწილეობით ხდება. რომელ ენაზეც არ უნდა საუბრობდეთ, თქვენი აზრები სიტყვით გამოიხატება. ყველაფერი, რასაც სიზმრებში ხედავთ, გრძნობთ, ის რასაც სინამდვილეში წარმოადგენთ – გამოიხატება სიტყვებში.
სიტყვა, არა მხოლოდ ბგერა ან გრაფიკული სიმბოლოა, არამედ – ძალაც. ასევე ადამიანის თვითგამოხატვის, ფიქრის და ურთიერთობის შესაძლებლობა. ამგვარად ვქმნით საკუთარი ცხოვრების სახეს.
ადამიანებს შეუძლიათ ილაპარაკონ. დედამიწაზე არც ერთ სხვა ცხოველს ეს არ შეუძლია. სიტყვა ადამიანის უძლიერესი იარაღი და მაგიური ინსტრუმენტია. მაგრამ ორმხრივად ბასრი ხმალივით, მას როგორც ულამაზესი სიზმრის შექმნა, ასევე გარშემო ყველაფრის განადგურება შეუძლია. ერთი მხარეა სიტყვის ბოროტად გამოყენება, რასაც ნამდვილი ჯოჯოხეთის მოწყობა შეუძლია, ხოლო მეორე – მისი ჩვევა, შექმნას სილამაზე, სიყვარული და სამოთხე დედამიწაზე. გამოყენების მიხედვით, სიტყვას შეუძლია გათავისუფლება ან დამონება. რთულია მისი მთელი ძალაუფლების წარმოდგენა.
ყველანაირი ჯადოქრობა და მაგია სიტყვას ეყრდნობა. ის თავისთავად ჯადოსნურია, მაგრამ სიტყვის ბოროტად გამოყენება – შავი მაგიაა.
სიტყვას უსაზღვრო ძალა გააჩნია, რომელსაც მილიონობით ადამიანის ცხოვრების შეცვლა ან მისი განადგურება შეუძლია. ოდესღაც გერმანიაში, ერთი ადამიანი, დიდი რაოდენობის მოსახლეობაზე სწორედ სიტყვის ძალით ახდენდა გავლენას და მანიპულირებდა. საკუთარი გამოსვლების ხარჯზე მან ქვეყანა მსოფლიო ომში ჩარია. ადამიანები დაარწმუნა და დიდი სისასტიკის ჩადენისკენ უბიძგა. სიტყვით იწვევდა ადამიანებში შიშს. ამ პერიოდში ომმა და მკვლელობებმა მოიცვა მსოფლიო. ადამიანები ანადგურებდნენ ადამიანებს, რადგან ერთამენთის ეშინოდათ. არაერთი ასწლეული ემახსოვრება ისტორიას ადოლფ ჰიტლერის სიტყვა, რომელიც შიშით წარმოქმნილ რწმენებზსა და შეთანხმებებზე იყო დაყრდნობილი.
ადამიანის გონება, ნაყოფიერი ნიადაგია. აზრი, იდეა, გაგება კი – მარცვლეული. თქვენ აგდებთ მარცვალს მიწაში, ის კი იზრდება. სიტყვა მარცვლის მსგავსია, ხოლო გონება წარმოუდგენლად ნაყოფიერი! ერთადერთ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ მას ხშირად შიშის მარცვლეულის დასათესად იყენებენ.
ნებისმიერი ადამიანის გონება ნაყოფიერია, მაგრამ მხოლოდ იმ მარცვლისთვის, რომლის მისაღებადაც ის მზადაა. ამიტომ მნიშვნელოვანია იმის დანახვა თუ რა სახის მარცვლისთვის მუშავდება ჩვენი გონების ნიადაგი და მოვამზადოთ ის სიყვარულისთვის.
ჰიტლერმა შიში დათესა; მისი მოსავალი კატასტროფული შედეგების მიზეზი გახდა. როდესაც სიტყვის დამანგრეველი ძალის შესახებ ვიცით, არ შეიძლება ვერ ვაცნობიერებდეთ მის კოლოსალურ ძალას. თავში წარმოქმნილმა შიშმა ან ეჭვმა, შესაძლოა მთელი რიგი დრამატული მოვლენები გამოიწვიოს. სიტყვა გარკვეულწილად ჯადოქრობას წააგავს, ადამიანები კი მას შავი მაგებივით იყნებენ და დაუფიქრებლად ახდენენ ერთმანეთზე ზემოქმედებას. ყოველ ადამიანს გააჩნია შესაძლებლობები, რომლის დახმარებითაც მაგიის ზემოქმედების მოხსნა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ განაჩენების და საკუთარი შეხედულებების გამოხატვით, ხშირად სწორედ მსგავს ხერხებს მივმართავთ.
მაგალითად, ერთ ერთ მეგობართან შეხვედრისას, ხმამაღლა წარმოვთქვამ აზრს, რომელმაც იმ წამს გამიელვა თავში: „სახის ფერი, პოტენციური ონკოლოგიური ავადმყოფისას მიგიგავს.“ თუ ის ჩემ საუბარს სერიოზულად მიიღებს და დამეთანხმება, ძალიან დიდი შანსია მომავალში დაავადდეს. ასეთია სიტყვის ძალაუფლება.
„მოშინაურების“ პროცესში, მშობლები და და-ძმა ძალიან ხშირად საუბრობდნენ თქვენზე სრულიად დაუფიქრებლად. თქვენც ითვალისწინებდით მათ აზრებს და შიშები თანდათან უფრო მეტად გძლევდათ: მე ხომ ცუდად ვცურავ, უვარგისი სპორტსმენი ვარ, უშნოდ ვწერ.
ვიღაც, საკუთარი აზრების გაზიარებას გადაწყვეტს და ამბობს: „ნახეთ, ესგოგონა უბრალოდ მახინჯია!“. გოგონა მოისმენს სხვის აზრს და დაიჯერებს, რომ ეს სიმართლეა. ამ მომენტში არანაირი მნიშვნელობა არ ექნება თუ რამდენად ლამაზია ის – ვიდრე გოგონა მის შესახებ წარმოთქმულ აზრს ეთანხმება, ეგონება რომ ნამდვილად მახინჯია. ასეთია სიტყვის მაგიური ძალა.
ყურადღების მიპყრობისას, სიტყვა გონებაში აღწევს და წყობას უკეთესი ან უარესი მიმართულებით ცვლის.
კიდევ ერთი მაგალითი: თქვენ დაიჯერეთ, რომ სულელი ხართ და ეს აზრი საკმაოდ დიდი ხანია თავში გიტრიალებთ. ეს თანხმობა დიდ სირთულეს წარმოადგენს, რადგან მრავალი გზა არსებობს იმისთვის, რომ საკუთარი სისულელე დაიჯეროთ. რაიმეს კეთებისას ხშირად გიფიქრიათ: „რა თქმა უნდა მინდა ვიყო ჭკვიანი, მაგრამ სულელი ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებდი.“ თავში მრავალი აზრი ტრიალებს, მაგრამ რატომღაც ამ მომენტში მხოლოდ ერთი გვაწუხებს – საკუთარ სისულელეში დარმუნებული მდგომარეობა. დღეების მანძლიზე ვართ ამით დაკავებული.
მაგრამ, ერთხელად ვინმე მიიქცევს თქვენ ყურადღებას და აგიხსნით, რომ საკმაოდ ჭკვიანი ხართ. თქვენ ენდობით ამ ადამიანს და ახალ შეთანხმებას შექმნით. საბოლოო ჯამში აღარც აზრი იარსებებს საკუთარ სისულელეზე და სულელური ქმედებებიც გაქრება. სიტყვის ძალით, ერთგვარი ჯადოც მოიხსნება. მაგრამ შესაძლოა საპირისპირო მოხდეს – იმ შემთხვევაში თუ საკუთარ სისულელეს დაიჯერებთ. თქვენ ყურადღებას მიიპყრობენ და გეტყვიან: „რა თქმა უნდა, შენზე სულელი ჯერ არშემხვედრია.“ – შეთანხმება განმტკიცდება და მეტ ძალას შეიძენს.
დროა გავერკვეთ თუ რას გულისხმობს სიტყვის სიზუსტე. იგულისხმება მისი უნაკლობა, „უცოდველობა“ – ინგლისურად impeccability. Impeccable – წარმოშობილია ლათინური სიტყვიდან pecatus, რაც „ცოდვას“ ნიშნავს. ხოლო im ნაწილაკი, რაიმეს გარეშე ყოფნას გამოხატავს ანუ impeccable – „ცოდვის გარეშე.“
მრავალი რელიგია ქადაგებს ცოდვის და ცოდვილების შესახებ, მაგრამ მოდით გავერკვეთ თუ რას ნიშნავს სინამდვილეში ცოდვის ჩადენა. ცოდვა არის ის, რასაც საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ აკეთებთ. რასაც გრძნობთ, რისიც გჯერათ და რასაც ამბობთ საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ. თქვენივე პიროვნების განსჯის ან დასჯისას თქვენ მას ეწინააღმდეგებით. იყოთ უნაკლო – სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა – ეს ნიშნავს არ შეეწინააღმდეგოთ საკუთარ თავს. როდესაც თქვენ უნაკლო ხართ, საკუთარ ქმედებებზე აგებთ პასუხს მაგრამ არასოდეს განსჯით და არასოდეს გრცხვენიათ თქვენი თავის. ცოდვა, საკუთარი თავის უარყოფიდან იწყება. თვითუარყოფა, ყველაზე მძიმე „ცოდვაა“. თუ რელიგიურ ტერმონოლოგიას გამოვიყენებთ, თვითუარყოფა მომაკვდინებელი ცოდვაა, ანუ ქმედება, რომელსაც სიკვდილამდე მიყავს, ხოლო მის საპირისპირო ცნება, უნაკლო ანუ უცოდველი მდგომარეობა, სიცოცხლის გზაა.
იყოთ საუბარში უნაკლო, ნიშნავს არ გამოიყენოთ სიტყვები თქვენივე წინააღმდეგ. თუ ჩვენ ქუჩაში ერთმანეთს შევხვდებით და მე სულელეს გიწოდებთ, ნიშნავს, რომ სიტყვას თქვენს წინააღმდეგ გამოვიყენებ. სინამდვილეში კი ეს საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, რადგან ამ ქმედების გამო უსიამოვნო გრძნობას გამოვიწვევ, რომელიც დადებითს არაფერს მომიტანს. გამომდინარე აქედან, ბრაზის შემთხვევაში გამოყენებული ნებისმიერი სახის სიტყვის ძალა, ისევ ჩემივე თავის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
თუ საკუთარი თავი მიყვარს, ამ სიყვარულს გარშემომყოფების მიმართაც გამოვავლენ და ამასთან, სიტყვებში ვიქნები ბევრად ზუსტი, რადგან მათი ზემოქმედება, ყოველთვის ადეკვატურ რეაქციას იწვევს. თუ მიყვარს, მეც შემიყვარებენ. თუ შეურაცხვყოფ, ასევე შეურაცხყოფას მივიღებ. ვიქნები გულწრფელი – გულწრფელობას მივიღებ, ხოლო ეგოისტური ქცევის შემთხვევაში, ეგოიზმით მიპასუხებენ. თუ სიტყვის ძალას გამოვიყენებ, იმავე სიტყვის ძალას მომართავენ ჩამ წინააღმდეგ.
უნაკლო სიტყვა – ენერგიის სწორი გამოყენების ტოლფასია. უნაკლო ნიშნავს საკუთარი თავს მიმართ, სიყვარულის და ჭეშმარიტების ენერგიის გამოყენებას. იმ შემთხვევაში თუ საკუთარ თავს მიიღებთ, ჭეშმარიტება გაწმენდს თქვენში არსებულ შინაგან საწამლავს. მსგავსი შეთანხმების მიღება მეტად რთულია, რადგან ადამიანი საპირისპიროს არის მიჩვეული. სხვებთან ურთიერთობისას, ასევე საკუთარ თავთან მიმართებაში, რაც ბევრად მნიშვნელოვანია, მიჩვეული ვართ ტყუილს. ჩვენ არ ვართ სიტყვებში უნაკლო.
ჯოჯოხეთში ცუდად იყენებენ სიტყვის ძალას – წყევლიან, საყვედურობენ, განსჯიან, ანადგურებენ. რა თქმა უნდა საპირისპიროც ხდება, მაგრამ შედარებით იშვიათად. უმთავრესად სიტყვას საწამლავის გასავრცელებლად ვიყენებთ – საუბარია ბრაზის გამოხატვაზე, ეჭვიანობაზე, შურზე და ზიზღზე. სიტყვა, თეთრი მაგიაა, რომელიც ადამიანის უმნიშვნელოვანეს ნიჭს და შესაძლებლობას წარმოადგენს, მაგრამ სამწუხაროდ მას საკუთარი თავის წინააღმდეგ ვიყენებთ.
ადამიანი გეგმავს შურიძიებას. სიტყვებით ის ამ დროს ქაოსს ქმნის. იყენებს სიტყვის ძალას, რათა რასებს, ოჯახებს, ერებს და სხვადასხვა ადამიანებს შორის მტრული განწყობის პროვოცირება მოახდინოს. ამგვარად იქმნება ჯოჯოხეთური სიზმარი. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის მიერ წარმოთქმული სიტყვა მაგიის ტოლფასია, მისი ბოროტად გამოყენება, შავი მაგიით დაკავებას უდრის. სამწუხაროდ ამ უკანასკნელს ხშირად მივმართავთ, სიტყვების გაუცნობიერებელი წარმოთქმისას.
ერთი კეთილ და დადებითი თვისებების მქონე ქალბატონს ძალიან უყვარდა შვილი. ერთხელაც, უიღბლო სამუშაო დღის შემდეგ დაღლილს, თავის ტკივილი აწუხებდა და უბრალოდ სიმშვიდე უნდოდა, მხიარულ განწყობაზე მყოფი შვილი კი ამ დროს მღეროდა და ხტუნაობდა. გოგონას არ ესმოდა თუ რას გრძნობდა დედა და საკუთარ სამყაროში არსებობას განაგრძობდა – თავს მხიარულად გრძნობდა და სიყვარულის მდგომარეობას ხმამაღალი სიმღერით გამოხატავდა. სიტუაციამ დედა წყობიდან გამოიყვანა, კონტროლი დააკარგინა და ბავშვს უთხრა: „საშინელი ხმა გაქვს. ახლავე გაჩუმდი!“.
სიმართლე ის არის, რომ დედას უბრალოდ ხმაურის ატანა არ შეეძლო და ბავშვის ხმა ამ სიტუაციაში არაფერ შუაშია. გოგონამ კი დაუჯერა დედას და მიიღო მიწოდებული შეთანხმება, რის შემდეგაც აღარასოდეს უმღერია. როდესაც სკოლაში სიმღერას სთხოვდნენ ბავშვი მორცხვობდა, რამაც მომავალში მისი გარშემო მყოფებთან მისი ურთიერთობის გაუარესება გამოიწვია. ამ შეთანხმებიდან გამოწვეულმა კომპლექსებმა. საბოლოოდ შეცვალა ბავშვის ცხოვრება. გოგონამ დაიჯერა, იმისათვის რომ გარშემომყოფებს ის მიეღოთ და ჰყვარებოდათ, საჭირო იყო ჩაეხშო ემოციები.
ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანი ვინმეს აზრს ისმენს და უბრალოდ იჯერებს, ადგენს შეთანხმებას, რომელიც მისი რწმენების სისტემის ნაწილი ხდება.
ლამაზი ხმის მქონე გოგონა ისე გაიზარდა, აღარასოდეს უმღერია. ერთი სიტყვა, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მას კომპლექსები გაჩენოდა. ამაში დამნაშავე უახლოესი ადამიანი იყო – მისივე დედა. ქალს არ მიუქცევია ყურადღება თუ რა შედეგები გამოიღო მისმა სიტყვამ. ვერ შეამჩნია საკუთარ შვილზე, მისივე სიტყვის შავი მაგიის ზემოქმედება. საქმე იმაშია, რომ გოგონას დედა სიტყვის მთლიან ძალას ვერ აცნობიერებდა და იმეორებდა იმას, რასაც ოდესღაც მისი მშობლები აკეთებდნენ – ბოროტად იყენებდა სიტყვის ძალაუფლებას.
რამდენჯერ ვაკეთებთ ამ ყველაფერს ყოველდღიურ ცხოვრებაში? ვაფრქვევთ ბავშვებზე მსგავს განაჩენებს, ისინი კი მთელი ცხოვრება სიტყვის მაგიის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ხშირად ვართ შავი მაგიის მსხვერპლი სწორედ მათი მხრიდან, ვისაც ძალიან ვუყვარვართ. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მათი პატიება, რადგან არ იციან თუ რას აკეთებენ – მათი ქმედებები გაუცნობიერებელია.
მეორე მაგალითი: დილით ბედნიერი, მშვენიერ ხასიათზე იღვიძებთ, თავს შესანიშნავად გრძნობთ, ჯდებით სარკის წინ და თავს იწესრიგებთ. ერთ ერთი საუკეთესო მეგობარი კი გეუბნებათ: „რა გჭირს? ძალიან ცუდად გამოიყურები. ამ კაბაში სასაცილო ხარ.“ ხშირად ეს საკმარისია, რომ ადამიანი მომენტალურად ჯოჯოხეთში აღმოჩნდეს. მეგობარს შესაძლოა უბრალოდ ბოროტი ხუმრობა ჰქონდა აზრად, რაც გამოუვიდა კიდეც, მაგრამ ამ ყველაფრის უკან სამწუხაროდ სიტყვის მთელი ძალა იდგა. თუ თქვენ მსგავს სიტუაციაში წარმოთქმულ აზრს მიენდობით და დაიჯერებთ, შეეგუებით შეთანხმებაც, რომელიც საბოლოოდ შავი მაგიის ტოლფასია და საგრძნობლად შეცვლის თქვენ ცხოვრებას. „ჯადოს“ მოხსნა რთულია. ერთადერთი რასაც მისი გაბათილება შეუძლია, ახალი შეთანხმებაა, რომელიც სიმართლეზეა დაყრდნობილი. სიმართლე, უნაკლო სიტყვის უმთავრესი ნაწილია. ხმლის ერთ მხარეს ტყუილია, რომელიც შავ მაგიას წარმოქმნის, ხოლო მეორე მხარეს – სიმართლე, რომელიც ნეგატიური ძალის ზემოქმედებას გვაშორებს და გვათავისუფლებს.
დააკვირდით ადამიანების ყოველდღიურ ურთიერთობას და მიაქციეთ ყურადღება თუ რამდენჯერ წყევლიან ისინი ერთმანეთს. დროთაგანმავლობაში, მსგავსი ურთიერთდამოკიდებულება შავ მაგიად ყალიბდება, რომელის ჭორების სახელით არის ცნობილი.
ჭორი, პირდაპირ საწამლავს წარმოადგენს და გამომდინარე აქედან, შავი მაგიის ერთ ერთი ყველაზე ცუდი სახეობაა. ჯერ კიდევ ბავშვობაში გვესმოდა, თუ როგორ ჭორაობდნენ უფროსები სხვებზე, აქედან გამომდინარე ჩვენც ვისწავლეთ შეთანხმებების მიხედვით ჭორაობა. ამ გზით, ადამიანები, ერთმანეთს ემოციურ საწამლავს გადავცემთ, მაგრამ სამწუხაროდ ზედმეტად მივეჩვიეთ ურთიერთობის ამ ფორმას.
ჭორაობის სახით ურთიერთობა აახლოებს ადამიანებს. არავის უნდა ჯოჯოხეთში მარტოობაში იტანჯებოდეს. შიში და ტანჯვა – მსოფლიო სიზმრის უმთავრესი შემადგენელი ნაწილებია; მათი მეშვეობით ხდება ჩვენზე ზეწოლა.
თუ ადამიანის გონებას კომპიუტერთან გავაიგივებთ, ჭორები შეიძლება ვირუსს შევადაროთ. კომპიუტერული ვირუსიც, ანალოგიური დანიშნულებით, შექმნილია გამიზნულად ზიანის მიყენებისთვის. მას შემდეგ რაც ვირუსი პროგრამული ურზუნველყოფის სისტემას შეერევა, არაკორექტული მოქმედებით ცდილობს მექანიზმი წყობიდან გამოიყვანოს. ასევეა ადამიანური ჭორები. დავუშვად, დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, სასურველი პედაგოგის კურსზე დასწრებას აპირებთ, მაგრამ მანმადე შეგხვდათ ნაცნობი, რომელიც გეუბნებათ: „საშინელი მასწავლებელია! თვითონ არ იცის რას ლაპარაკობს.“ ამის შემდეგ, წარმოთქმული სიტყვა და ემოციური მუხტი, მაშინვე ჩაიბეჭდება ჩვენ გონებაში, მიუხედავად იმისა, იცით თუ არა რა მიზნით იყო ზემოთხსენებული აზრი წარმოთქმული. შესაძლებელია თქვენმა ნაცნობმა ვერ შეძლო გამოცდის ჩაბარება ან სულაც საკუთარი შიშების და ნაადრევი დასკვნების გამო არასწორი შეფასება გაკეთა, მაგრამ თქვენ მიჩვეული ხართ ინფორმაციის ბავშვურად ათვისებას, რის გამოც ჭორის სახით შემოსულმა შინაგანმა საწამლავმა იმოქმედა და ეჭვები გაგიჩნდათ. ამის შემდეგ, თქვენც გაუზიარებთ თანაკურსელებს მცდარ ინფორმაციას და აუდიტორიის დიდი ნაწილი, ლექტორს სრულიად სხვა თვალით შეხედავს. აღნიშნული მასწავლებლის ლექცია აღარ დაგაინტერესებთ და კურსის დატოვებას გადაწყვეტთ. თქვენ ადანაშაულებთ მასწავლებელს, მხოლოდ და მხოლოდ ჭორების გამო.
ყველანაირი გაუგებრობა, შესაძლოა მხოლოდ ერთმა კომპიუტერულმა ვირუსმა გამოიწვიოს. ერთ მცირე დეზინფორმაციას შეუძლია ნებისმიერი ურთიერთობა დაანგრიოს და მოწამლოს ყველა, ვისაც კი ის ეხება. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენამდე ჭორი მოაღწევს, თქვენს გონებაში შეჰყავთ საღად აზროვნებისთვის ხელისშემშლელი ვირუსი, რის შემდეგაც აზრების დალაგების და მომწამლავი ინფორმაციის შემცირების მიზნით, გადაიქცევით ასევე ჭორის გამავრცელებლად და ვირუსს სხვას გადასცემთ.
ახლა კი ამ სქემის უსასრულო რეჟიმში გამეორება წარმოიდგინეთ – ეს სწორედ ის ფართოდ გავრცელებული ვირუსია, რომელიც დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების ინფორმაციულ ქსელს აერთიანებს.
გაგახსენებთ, რომ ცნობიერებაში ჟღერად ამ ქაოტურ შეუსაბამობას ტოლტეკებმა მიტოტე უწოდეს.
ვირუსის გამიზნულად გამავრცელებელი შავი მაგები ანუ „კომპიუტერული ჰაკერები“, კიდევ უფრო მეტი ხიფათს წარმოადგენენ. გაიხსენეთ საკუთარი თავი ანდაც ნებისმიერი სხვა, მაშინ როდესაც შურისძიების წყურვილი იჩენს თავს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამ მიზეზით ადამიანისთვის ისეთი რამ გითქვამთ, რაც მას საკუთარ თავზე ცუდს აფიქრებინებდა. ბავშვობაში ამ ყველაფერს დაუფიქრებლად ვაკეთებთ, მოგვიანებით კი მსგავს შურისძიებას გათვლილი სახე ეძლევა და მხოლოდ თავს ვატყუებთ, როდესაც ვაცხადებთ რომ ამა თუ იმ ადამიანმა დამსახურებისამებრ მიიღო ჩქვენი ქმედება.
თუ სამყაროს ვირუსის პრიზმიდან შევხედავთ, ნებსმიერი დაუნდობელი ქმედების გამართლებაა შესაძლებელი. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ სიტყვის ბოროტად გამოყენება, კიდევ უფრო ღრმად გვექაჩება ჯოჯოხეთისკენ.
წლების განმავლობაში, არა მარტო სხვისი სიტყვის მეშვეობით ვიყავით ჭორების მსხვერპლი, არამედ მნიშვნელოვანია თუ როგორ ვიყენებდით მათ საკუთარ თავთან მიმართებაში. ხშირად მივმართავთ საკუთარ თავს შემდეგი სიტყვებით: „გაბრაზებული ვარ და საშინლად გამოვიყურები. ვბერდები. მე სულელი ვარ და არაფერი მესმის. ჩემგან არაფერიგამოვა და ვერასოდეს მივაღწევ სრულყოფილებას.“ ხედავ როგორ მივმართავთ სიტყვას საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ? ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდა მივმხვდარიყავით თუ რას წარმოადგენს სიტყვა და რა ძალაუფლება გააჩნია ჩვენზე.
თუ თქვენ პირველ თანხმობას „თქვენი სიტყვა იყოს უნაკლო“ მიიღებთ, ამას აუცილებლად მოჰყვება ცხოვრებისეული ცვლილებები, პირველ რიგში საკუთარ თავთან მიმართებაში, შემდეგ კი მასთან, ვინც ყველაზე მეტად გიყვართ.
დაფიქრდით, საკუთარი ხედვის გამართლების პოვნის მიზნით, რამდენჯერ გიჭორავიათ თქვენთვის ძვირფას პიროვნებაზე. რამდენჯერ მიგიქცევიათ გარშემომყოფების ყურადღება და გისაუბრიათ საყვარელადამიანებზე, რათა საკუთარი წარმოდგენები გაგემართლებინათ? თქვენი აზრი მხოლოდ თქვენი ხედვაა და არ წარმოადგენსაუცილებლად სიმართლეს, არამედ თქვენ რწმენებზე, ეგოზე და სიზმარზეა დაყრდნობილი. ჩვენ ვქმნით და ვავრცელებთ საწამლავს, მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი თვალთახედვა გავამართლოთ.
თუ პირველ შეთანხმებას მიიღებთ, გონებიდან ნებისმიერი სახის საწამლავი გაქრება და მისი ზუსტად შესრულება დაგიცავთ უცხოების შავი მაგიისგან. ნეგატიური აზრები მხოლოდ მაშინ წარმოიქმნება, როდესაც გონება მათ ნაყოფიერ ნიადაგს აწვდის. თუ იქნებით ზუსტი, შავი მაგიისთვის მსგავსი ნიადაგი არ მოიძებნება. მეტიც – ეს სიყვარულისთვის მომზადებული ნიადაგი იქნება. თქვენი სიტყვის სიზუსტე და უნაკლობა საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის მდგომარეობით შეიძლება გაიზომოს. საკუთარი თავის სიყვარულის ხარისხი და მისი გრძნობა, სიტყვის მთლიანობის ხარისხის პროპორციულია. თუ სიტყვა უნაკლოა, თავს კარგად გრძნობთ, ბედნიერი და მშვიდი ხართ. სიტყვის სრულყოფილების შეთანხმებით, ჯოჯოხეთური სიზმრის თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ამ მომენტში მე სწორედ ამდაგვარ თესლს ვთესავ თქვენ გონებაში, ხოლო მის მიერ ნაყოფის გამოღება, დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენს ეს თესლი სიყვარულის მარცვლებისთვის.
თქვენ თავადვე წყვეტთ დადოთ თუ არა შეთანხმება „ჩემი სიტყვა იქნება უნაკლო.“
გაზარდეთ ეს მარცვალი გონებაში და ზრდის შესაბამისად, სიყვარულის კიდევ ბევრ მარცვალს წარმოშობს შიშის მარცვლების ნაცვლად. პირველი შეთანხმების მეშვეობით, მარცვლეულის სახეობა შეიცვლება, რომლისთვისაც თქვენი გონება ნაყოფიერი ნიადაგია. თუ გნებავთ იყოთ ბედნიერი და ჯოჯოხეთური ყოფა თავიდან აიცილოთ, აუცილებელია მიაღწიოთ პირველ შეთანხმებას.
სიტყვას უდიდესი ძალა აქვს, ამიტომ სწორად გამოიყენეთ ის. გამოიყენეთ სიტყვა რათა სიყვარული გაინაწილოთ. მოჰკიდეთ ხელი თეთრ მაგიას, რომელიც პირველ რიგში თქვენიდან იწყება. უთხარით საკუთარ თავს, რამდენად კარგი და დიდებული ხართ, რამდენად გიყვართ ის. გამოიყენეთ სიტყვა და გაანადგურეთ მოზარდობის პერიოდში შექმნილი პატარ პატარა შეთანხმებები, რომლებსაც მხოლოდ ტანჯვა მოაქვთ.
ეს შესაძლებელია! შესაძლებელია, რადგან მე ეს შევძელი. მე კი არაფრით ვარ თქვენზე უკეთესი. თქვენ იგივენაირი გონება და სხეული გაქვთ – ჩვენ ხომ ადამიანები ვართ. მე თუ ძველი შეთანხმებების ახლებით ჩანაცვლება შევძელი, თქვენც აუცილებლად შეძლებთ. ამ ერთ შეთანხმებასაც კი შეუძლია თქვენი ცხოვრების შეცვლა. სიტყვის სიზუსტეს შეუძლია პირადი თავისუფლება მოგიტანოთ, ხოლო შიშს, სიხარული და სიყვარული ჩაანაცვლებს. უნაკლო სიტყვით კოშმარულ სიზმარს გადალახავთ და სრულიად სხვა ცხოვრებით იცხოვრებთ. შესაძლოა, ჯოჯოხეთში მცხოვრები ათასობით ადამიანის გვერდით, იცხოვროთ სამოთხეში, მაგრამ თქვენ იმუნიტეტი გექნებათ. ამ ყველაფერს მიაღწევთ შეთანხმებით: თქვენი სიტყვა უნდა იყოს უნაკლო.
გაგრძელება იქნება …
ავტორი: მიგელ რუისი
თრგმანი: მანგალა
No Comments