';
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_portfolio-list/templates/parts/lightbox.php on line 9
zoom

Editorial

მონადა და ტყუპი სულები

მონადა და ტყუპი სულები

თავდაპირველად, უზენაესმა შემოქმედმა საკუთარი თავისგან უსასრულო რაოდენობის ინდივიდუალური ნაპერწკალი, სახელად მონადა, გააჩინა. ეს არის ძლევამოსილი მონადა ასევე ცნობილი როგორც „მე ვარ თანდასწრება”. 
 
ქმნილების ეს ასპექტი ჩვენს საწყის ძირითად ინტელექტსა და ჩვენს პირველ ინდივიდუალურ იდენტობას გამოხატვს. მაგრამ იმისათვის, რომ უფრო მასიურ რეალობებში შეგვძლებოდა არსებობების განცდა, ყოველმა მონადამ – 12 სული, ყოველმა სულმა კი სულის 12 განშტოება ანუ პერსონა შექმნა. ამდენად, ყოველი „მე ვარ“- განცდა თუ ღვთაებრივი ნაპერწკალი, ჯამში, 144 ინდივიდუალურ პიროვნებას აერთინებს. სულის პიროვნების სახელით ცნობილი სულის თორმეტი განშტოების ყოველი წყვილი იდენტურ და უნიკალურ სიხშირულ ინტონაციას მოიცავს ☯︎
 
რათა უფრო დაბალ ფიზიკურ განზომილებებში მეტი შრეები განგვეცადა, საბოლოო და ძალიან მტკივნეული განცალკევების პროცესში ამ წყვილების დიფერენცირებაც მოხდა. წყვილების ერთ-ერთი წევრი შემოქმედის მასკულინურ ანუ იანის თვისებებს ატარებს, მეორე კი ფემინურ ანუ ინის თვისებებს. ერთად ისინი ტყუპ სულს ან ტყუპ ალს ქმნიან, იგივეა თქვენს შემთხვევაშიც: თქვენ და თქვენი ტყუპის ცალი, ერთობლივად, ამ წყვილებიდან ერთ-ერთს წარმოადგენთ თქვენი სულის დანარჩენ ათ მთავარ ჯგუფში – სულიერ ოჯახში და რამდენადაც ყოველი „მე ვარ“-განცდა თუ მონადა, ჯამში, 144 ინდივიდს მოიცავს, დანარჩენი 132 თქვენი სულის ჯგუფში თქვენი მონადური ჯგუფის ან სოულმეითის სახელით არის ცნობილი ✨
 
ამიტომაა, რომ ჩვენს ფიზიკურ სხეულებში და სხვადასხვა ვიბრაციის მქონე ბევრ სხვა პლანეტაზე, ჩვენი მრავალი სხვადასხვა ასპექტი არსებობს და მაინც, დანარჩენები, შესაძლოა, ამ ეტაპზე უსხეულოები იყვნენ და ჩვენთან ერთად უფრო მაღალი სივრცეებიდან მუშაობდნენ და იქიდან ახორციელებდნენ ჩვენს გზამკვლევთა როლს. ჩვენ ყველანი ღრმად და სიყვარულით ვართ დაკავშირებულნი და როცა საბურველს ჩამოვიხსნით და სრულ ცნობიერებას მივაღწევთ, უკვე ღიად, ტელეპატიურად შევძლებთ ერთმანეთთან კომუნიკაციას 👁

ამ მომენტისთვის, ექვსი ათასი მილიონი მონადა მუშაობს ჩვენი პლანეტარული სისტემის მეშვეობით. ამდენად, ამ რიცხვს 144-ზე თუ გავამრავლებთ, მივიღებთ იმ ადამიანთა ჯამურ რიცხვს, რომლებიც ამ სკოლის საშუალებით მუშაობენ. ერთი კოსმოსური დღის ბოლოს, რომელიცბრაჰმას ამოსუნთქვისსახელით არის ცნობილი, ხდება დაბადების ყველა უმდაბლესი შრეების შთანთქმა და მისი უკან გახმობა დიდი შემოქმედის არსებობაში. ამასბრაჰმას შესუნთქვამოჰყვება  კოსმუსურ ღამეს, ვიდრე კიდევ ერთი კოსმოსური დღის შექმნის ბიძგი გაჩნდება კიდევ ერთხელ. ჩვენ ახლა ამ კოსმოსური ციკლის შესუნთქვის შუა წერტილში ვართ. მისი დადგომის ზუსტი, მაგრამ ხანმოკლე მომენტი, ქრისტეს ცნობიერების დაბრუნებითა და მაიას კალენდრის დასრულებით იყო გამოხატული. სივრცისა და დროის ამ მომენტში, ბევრი ჩვენგანი საკუთარი ამაღლების მომსწრენი გავხდით და ვიწყებთ ხანგრძლივ მოგზაურობას იერარქიის ზედა კიბეებისკენ, რათა დიდ შემოქმედს დავუბრუნდეთ. ეს პროცესი ჩვენს ტყუპ სულთან ხელახალი, სიხარულის მომტანი შეხვედრით იწყება. და როცა კვლავ შევხვდებით ჩვენი სულის პირველადი ჯგუფის 10 წევრსა და შემდეგ მონადური ჯგუფის 132 წევრს, ჩვენ ყველანი ზედა განზომილებებისკენ გადავინაცვლებთ და ეს პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ კვლავ ყველაფრის პირველწყაროსთან, უზენაეს შემოქმედთან არ აღმოვჩნდებით

ტყუპი სულები სათავეს იმ სულიდან იღებენ, რომელიც მამა/დედა ღმერთმა უპირობო სიყვარულისა და არსებობის უზარმაზარი ველიდან შექმნა. ამ ერთმა არსმა საკუთარი თავი ორ თანაბარ და საპირისპირო ნაწილად დაჰყო, რათა ფორმის განცდა გამხდარიყო შესაძლებელი. დასაწყისში, ტყუპი ალი სრულიად ერთიანი იყო და არსებობდა, როგორც პირველწყაროს სამებადქმნილი გამოხატულება. მაგრამ მესამე განზომილების განცდის გამოვლენის კვალდაკვალ, ტყუპი სულები დუალობის სისტემაში განცალკევდნენ და ორ განსხვავებულ ფორმად იქცნენ, სადაც ერთი შემოქმედის მასკულინურ (იანის) თვისებებს ატარებს, მეორე კი ფემინურს (იანს). ამრიგად, ისინი ერთი სულია, გამოხატული ორ სხვადასხვა სხეულშიზუსტად თანაბარნი და ზუსტად საპირისპირონი სიხშირულ ინტონაციაში. რაგდან ამაღლების პროცესი უკვე დაწყებულია ტყუპი სულები კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, რათა ღვთიური ერთობია აღადგინონ, დუალობის ცნობიერების ანულირებითა და აღმოფხვრით.    

ტყუპი სულების ერთობა სცდება ყოველგვარი კაცური/ქალურის ურთიერთობას ამ პლანეტაზე. მესამე განზომილების სიყვარული ჩვენს ყურადღებასა და ემოციებს, ტრადიციულად, მეორე ადამიანისკენ მიმართავს და დაფუძნებულია სექსუალურ ან პიროვნულ დონეზე, რის გამოც, პარტნიორობამ რომ იმუშავოს, ხშირად საჭირო ხდება მუმდივი კომპრომისი. ნუ მოახდენთ ტყუპი სულების კონცეფციის რომანტიზებას და იდეალიზებას, ტყუილად ნუ იფანტაზიორებთ რომ ეს ურთიერთობა სანთლის შუქზე რომანიულ სადილებს ან შოკოლადებს და ყვავილებს მოგიტანთ. ასეთი რაღაცეები ტყუპი სულების მიზანს არ წარმოადგენს. ამ ურთიერთობას პრაქტიკული ფუნქცია აქვს და იმიტომ არსებობს, რომ მიგვაღწევინოს სრულყოფილებას: პლანეტარულ, კოსმიურ და უნივერსალურ დონეზე და მისი ერთადერთ და რეალური მიზანი ღვთაებრივი გეგმის აბსოლუტურ სამსახურში ყოფნაა.

     

ტყუპი სულების კავშირი გვევლინება უწყვეტ გაერთიანებულ ველად, რომელიც შესაძლებელს ხდის ავტომატურ წვდომას უფრო მაღალ სიხშირეებზე და რამდენადაც ის ხიდის ფუნქციას ასრულებს ერთობის უფრო მაღალ-განზომილებრივ სიხშირეებთან, ის ერთიანი ცნობიერების სახით მუშაობს. ის ერთი ან მეორე პარტნიორის ნიჭებსა თუ უნარებზე არ არის დამოკიდებული, ეს ურთიერთობა ინდივიდუალურ გამოხატულებას როდი წარმოადგენს – ეს არის ერთეული, რომლის მისიაა მსახურებაში ყოფნა.
 
ასეა თუ ისე, ვიდრე ჩვენს ტყუპ სულს შევხვდებოდეთ და გაერთიანების პროცესს დავიწყებდეთ, ბევრი ცნობიერი სამუშაოა გვაქვს ჩასატარებელი, რათა მოხდეს გამონთავისუფლება, განკურნება და ინტეგრაციის მეშვეობით შინაგანად გამთლიანება, ეს კი, პირველ რიგში, საკუთარ მე-ში მიიღწევა, მწუხარების, ტკივილისა და დანაკარგის მტანჯველი განცდებით, ამავე დროს ჩვენ უნდა გამოვიაროთ არაერთი კარმული ურთიერთობა, გული ძლიერი და მედეგი უნდა გახდეს, რადგან მოგვეცეს საშუალება და სულის მეორე ნახევართან ყოფნის ინტენსივობას თვალი გავუსწოროთ.
ტყუპი სულების სასიყვარულო ურთიერთობა ვერ იარსებებს პარტნიორზე ჭარბი დამოკიდებულებით გაჯერებულ ან ეგოზე დაფუძნებულ ურთიერთობაში, როდესაც მეორე ადამიანისგან ველოდებით გამთლიანებას და შევსებას.
 
პირველ ეტაპზე, ვიდრე ტყუპი სულები გაერთიანდებიან, ორივე ნახევარმა უნდა დააბალნსოს თავისი შინაგანი მამრობითი და მდედრობითი ენერგიები. მხოლოდ ამის შემდეგ ტყუპი ალების სულიერი კავშირი გარდაიქცევა ღვთაერბივი სამებად სადაც – + ენერგიებს გააერთიანებს მესამე შემათანხმებელი ენერგია – სიყვარული ანუ ღმერთი.
როცა საკუთარ აუთენტური სულის სიხშირეზე ვიწყებთ ვიბრირებას იქმნება მძლავრი რეზონანსულ მაგნიტური ველი, რომელიც ტყუპ სულებს ერთმანეთისკენ იზიდავს, ამ ორ ადამიანს შორის ტოტალური, უპირობო სიყვარულის ენერგიები კი მათ პიროვნებას და ცხოვრებას რადიკალურად ცვლის.

თქვენ ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა თუ როგორ იპოვოთ თქვენი სულიერი ტყუპისცალი?  – ამ კითხვას ბევრი სვამს, მაგრამ აქ ყველაფერი სხვაგვარად მუშაობს, ამ სიტუაციაში დაწყვილების სამსახურები, ინტერნეტის საიტები და ჩატის ოთახები ნამდვილად არაფერში დაგვეხმარება. როდესაც ჩვენ და ჩვენი მეორე ნახევარი ბალანსის ერთსა და იმავე დონეს მიაღწევს და ორივე შეძლებს რეზონირებას ქრისტეს ცნობიერების იდენტურ ვიბრაციასთან, სწორედ მაშინ გამოჩნდება ჩვენი ტყუპი სული. თქვენს კავშირს მაშინ ექნება ადგილი, როცა სათანადო ასტროლოგიური კონფიგურაციები ეგრედ წოდებული “ღვთაებრივი დრო” დადგება, როცა ორივე თქვენგანი მზად იქნებით ამ გამოცდილებისთვის. ამ კავშირისკენ გზას ხშირად საინტერესო სინქრონულობები გაკაფავს.        

თუ თქვენ და თქვენი ტყუპი სული მაშინ შეხვდით, როცა რომელიმე თქვენგანი სხვა ურთიერთობაში ან ქორწინებაში ხართ, ამ მიმდინარე კავშირის დარღვევა არ იქნება ჭკვიანური. ვიდრე ტყუპი სულები თავისუფლად შეძლებენ გაერთიანებას, საჭიროა, რომ ჯერ ეს ენერგიები დაიშალოს და დაბალანსდეს. ჩვენს სულის კონტრაქტში არჩეული გაკვეთილები სრულად უნდა რეალიზდესგულწრფელობითა და სიყვარულით. თქვენ და თქვენი ტყუპი სული დააფასებთ ერთმანეთის სულიერ გაკვეთილებას, რადგან თქვენ ერთად გაიზრდებით და გაივლით უპირობო სიყვარულის გამოცდებს. მიუხედავად ამისა, ტყუპი სულებს შორის ენერგეტიკულ დონეზე მუდმივად მიდის მუშაობა. თქვენს ტყუპ სულთან შეხვედრა გეხმარებათ სულიერ ზრდაში, ემოციურ, მენტალურ და ფიზიკურ განკურნებაში, ეგოსა თუ ნებისმიერი ფიზიკური შეზღუდვის თუ ასაკობრივი სხვაობის მიღმა გახედვაში. თქვენ ორივეს გეძლევათ უდიდესი მოტივაცია, რათა აქ, დედამიწაზე, თქვენი სულის საუკეთესო და უმაღლეს გამოვლინებად იქცეთ

 

 

ბევრი თვლის, რომ კაცობრიობა ცნობიერებაში კვანტური ნახტომის პირასაა. სულიერ გზაზე მყოფი ხალხი ამისათვის თავისებურად ემზადება, აცნობიერებს, რომ დროა, გავაღვიძოთ ჩვენი ფესვები და ჩვენი პოტენციალი, რათა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავებსა და დედამიწაზე. ტყუპი სულები არიან სინათლის მსახურები რომლებიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ ამ საქმეში; მათ ასეთ მრავალრიცხოვან გაერთიანებას ამ პერიოდში თავისი მიზეზი აქვს როგორც ინდივიდუალურ, ისე პლანეტარულ დონეზე. როცა ტყუპი ალები ერთიანდებიან, ისინი ენერგიის გრიგალს ქმნიან, რაც საზოგადოების ცნობიერების წყვდიადში სინათლედ შეიძლება, იქნას დანახული. ერთიმეორის შევსებით, მთელი უფრო დიდი ხდება, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი: ორი ქმნის სამს, სამი კი ყველაზე პოტენტური ძალაასინათლის და სიყვარული ძალა უკიდურესად წმინდა დონეზე.            

ამგვარი ენერგია, რომელიც ორივე ტყუპის გაერთიანებულ ველშია, განსხვავდება ერთად მომუშავე ინდივიდებისა თუ ადამიანთა ჯგუფების ენერგიისგან. ტყუპები ერთმანეთს განსაკუთრებულ ჯილდოს სთავაზობენ და კაცობრიობის სამსახურში იხარჯებიან. რომ წარმოვიდგინობნელი აუდიტორია, რომელიც მზარდი ოდენობის ინდივიდუალური ალებით ნათდება. ყოველი ალი ტყუპ სულს შორის ცნობიერ და ჰარმონიულ ურთიერთობას განასახაიერებს. ბოლოს კი, ტყუპების გამრავლების კვალდაკვალ, იმდენი ალი, იმდენი სინათლე და ისეთი განსაკუთრებული ენერგია იქნება ჩვენს პლანეტაზე, რომ ეს კატალიზატორის სახით იმოქმედებს და დაგვეხმარება, ცნობიერებაში მოსალოდნელი გარღვევა მოხდეს.“  

 

© SHEN

წყარო: “Ascension Manual,” by Joshua David Stone;  

Twin Souls: Finding Your True Spiritual Partner,” by Dr Maurie Pressman and Patricia Joudry.

 

Tags:
admin
admin@shen.ge
No Comments

Post A Comment