21 Feb მითოსის მნიშვნელობა ასტროლოგიაში
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_social-share/templates/social-share.php on line 118
Deprecated: urlencode(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_social-share/templates/social-share.php on line 118
კარლ იუნგი მითებს ,,კაცობრიობის დიდ სიზმრებს“ და ,,კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპებს“ უწოდებდა. არქეტიპები აზროვნების ფუნდამენტური, უნივერსალური ფორმებია, რომლებიც ადამიანის ცნობიერებისთვის ნებისმიერ დროს არის ხელმისაწვდომი. პლანეტებსა და ასტეროიდებს სწორედ ამ პირველყოფილი ძალების შესატყვის ღვთაებათა სახელები ჰქვიათ. რომ გავიგოთ, როგორ მოქმედებენ ასტეროიდები, საჭიროა, მათთან ასოცირებული მითები განვიხილოთ.
მითის მნიშვნელობის ინტერპრეტირება რამდენიმე დონეზეა შესაძლებელი. გარეგან დონეზე, მითები ზეპირ თქმულებებს წარმოადგენენ ჩვენი წარმომავლობისა და ისტორიის შესახებ, ვინაიდან მათი გადმოცემა თაობიდან თაობაზე ხდებოდა. დამწერლობამდე და, ცხადია, ბეჭდური პრესის გამოგონებამდე, მითი და ზეპირი სწავლებები დაგროვილი ცოდნის შენახვის მთავარი საშუალება იყო. მითის განვითარებისა და ცვლილებისთვის თვალის მიდევნება ანტიკურ ისტორიულ ეპოქებთან დაკავშირებით ბევრ რამეს ხდის ფარდას. კულტურაში მიმდინარე ზრდისა და ცვლილებათა პერიოდების გამო, ერთი და იმავე მითის სხვადასხვა ვერსია გვხვდება. მართალია, მკვლევრები ჩაიკარგნენ უსასრულო დებატებში, თუ მითის რომელი ვერსიაა სარწმუნო, მაგრამ ფაქტია, რომ, ხშირ შემთხვევაში, ყველა თქმულება ჭეშმარიტია და არც ერთი არის ექსკლუზიური.
იმ მითის განვითარების პროცესი, რომელიც მოცემული ეპოქის მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება, გვაჩვენებს, რომ ამ მითის ყოველი ხელახალი მოყოლა კაცობრიობის ცნობიერების პროგრესულ განვითარებას ასახავს დროის შესაბამის მონაკვეთებში. ღვთაებათა განვითარებადი ბუნების კრიტიკული ცვლილებები ადამიანური პოტენციალის გამოხატვის მნიშვნელოვან განვითარებაზე მეტყველებს. ასე, მაგალითად, ერთ–ერთ თხზულებაში, აღწერილია ქალღმერთი პალას ათენას სიბრძნე, რომელიც მამამისის, იუპიტერის გვირგვინის ჩაკრადან აღმოცენდება. ეს მითი გვიამბობს, რომ ფემინური პრინციპის გამოხატვა, იმხანად, ცვლილებას განიცდიდა: თუ ნაყოფიერების ქალღმერთის ღვთაებრივი შემოქმედებითი ენერგია მხოლოდ გენიტალიების საშუალებით ვლინდებოდა და პროკრეაციული ფუნქცია ჰქონდა, ახლა ფემინური ენერგიის გამოხატვა თავის მეშვეობითაც ხდებოდა. ამ ცვლილებამ განხორციელება ჰპოვა ფემინური ენერგიის ახალ შესაძლებლობაში, რომელიც შემოქმედებითი ინტელექტის გამოხატვასა და იდეათა დაბადებაში მდგომარეობს.
მითის დამახინჯება
ისტორიულად, რადგანაც მითოლოგიური ღვთაებები ყოველი მომდევნო პოლიტიკური ან რელიგიური დინასტიის ყალიბს ერგებოდნენ, ისინი შესაბამისადვე იცვლებოდნენ და შესაბამასიდავე იყვნენ წარმოჩენილნი კაცობრიობის თვალში. მათი ადრეული მახასიათებლები ან დავიწყებას ეძლეოდა, ან კი განზრახ ხდებოდა მათი უგულვებელყოფა, მით უფრო, თუ იმჟამინდელი წესრიგისთვის რაიმე საფრთხეს წარმოადგენდნენ. ერთია, როცა არქეტიპული ენერგია ნორმალური ევოლუციური განვითარების ჭრილში განიცდის ცვლილებას, მაგრამ სულ სხვაა, როცა ცვლილებას კონიუნქტურის დამახინჯება განსაზღვრავს. ამგვარი დამახინჯების მაგალითს წარმოადგენს კუროს პრეცესიული ეპოქიდან ვერძისაზე ტრანზიცია. ამ პერიოდში, მთვარეზე დაფუძნებული (მთვარე კუროშია გამოხატული) მატრიარქალური, სასოფლო–სამეურნეო საზოგადოებები მზეზე დაფუძნებული (მზე ვერძშია გამოხატული) პატრიარქალური და მომთაბარე საზოგადოებებით ჩანაცვლდა. დედამიწის ქალღმერთის დომინაციამ ცის ღმერთის დომინაციას დაუთმო გზა. ქალღმერთთა ძალაუფლების შემცირების კვალდაკვალ, მათი ფუნქციებიცა და აქტივობებიც შემცირდა. როცა ქრისტეშობამდე დაახლოებით 1100 წელს ოლიმპოს მითოლოგია აღმოცენდა და იუპეტერი ზეციური სამყაროს უზენაეს ღმერთად მოგვევლინა, ქალღმერთები უწინდელი დიდების მკრთალ აჩრდილებად იქცნენ. ბევრ შემთხვევაში, მათი როლები მათი საწყისი ბუნების საპირისპიროდ იქნა განსაზღვრული. მაგალითად, ანტიკური შუმერის ქალწულმა ქურუმებმა, რომლებიც რიტუალურ სექსუალობას რელიგიური ღვთისმოსაობის სახით ასხამდნენ ხორცს, პატრიარქალური კულტურის მეშვეობით მუტაცია განიცადეს, რომაულ ვესტალ ქალწულებად იქცნენ და ქორწინებისგან თავშეკავების აღთქმა დადეს.
სამწუხაროდ, ფემინური ღვთაებების ეს დამახინჯებული იმიჯები თანამედროვე ფსიქიკაში ჩაიბეჭდა. შესაბამისად, თავდაპირველი არქეტიპის გამოხატვა დაითრგუნა და დამახინჯდა. ამ პათოლოგიამ თავი იჩინა ფრუსტრაციაში, უბედურებასა და დაავადებებში, რომლებიც თანამედროვე ფსიქიკაში არსებობს, განსაკუთრებით, როცა საქმე ფემინურ ბუნებას ეხება. მაგალითად, ასტეროიდი ვესტა პიროვნებაში, შესაძლოა, სექსუალური შიშის, გულგრილობის და გაუცხოების სახით გამოვლინდეს. ეს შიში ახსნადია, როცა აღმოვაჩენთ, რომ ერთი პერიოდი, ტაძრის ქალწულ ქურუმებს ეკრძალებოდათ სექსუალური მისწრაფებები, აღთქმის დარღვევის შემთხვევაში კი მათ ცოცხლად მარხავდნენ.
მართალია, თავდაპირველი ქალღმერთის ბუნების ადრეული ვერსიები ღრმადაა ჩაფლული ისტორიული მიწის ფენებში და, ასე თუ ისე, მიუწვდომელია ცნობიერი გონებისთვის, ისინი მაინც აგრძელებენ არსებობას კოლექტიურ არაცნობიერში.
„არაცნობიერი, შეიძლება, ითქვას, ორ შრეს აერთიანებს: პიროვნულსა და კოლექტიურს. პიროვნული შრე ბავშვობის პირველ მოგონებებში სრულდება, მაგრამ კოლექტიური შრე მოიცავს ბავშვობამდელ პერიოდს, სხვა სიტყვებით – წინაპართა ცხოვრების ნარჩენებს. მაშინ, როცა პიროვნული არაცნობიერის მოგონება–ხატები ერთგვარად შევსებულია იმის გამო, რომ ისინი ინდივიდის მიერ პიროვნულად განცდილ იმიჯებს წარმოადგენს, კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპები არაა შევსებული, ვინაიდან ეს ფორმები არ არის პიროვნულად განცდილი. მეორე მხრივ, როცა ფსიქიკური ენერგიის რეგრესს აქვს ადგილი, – თვით ადრეული ბავშვობის მიღმა რომ მიდის და წინაპართა ცხოვრების მემკვიდრეობაში იჭრება, – მაშინ მითოლოგიური იმიჯები ცოცხლდებიან: სწორედ ისინი წარმოადგენენ არქეტიპებს.“
ეს იმას როდი ნიშნავს, რომ იმას ვუბრუნდებით, რაც იყო. რეგრესი არა მხოლოდ შეუძლებელი, არამედ არასასურველიცაა. მიუხედავად ამისა, არქეტიპული იმიჯის სუფთა ან საწყისი არსის მკაფიო დანახვას შეუძლია, გამოაცოცხლოს მიმდინარე ტრანსფორმაციული პროცესის სულიერი მუშაობა ამ ტრანზიტულ ხანაში.
მითის ფუნქცია თერაპევტულ პროცესში
მითის უფრო ღრმა ან ,,საიდუმლო“ მნიშვნელობის ძიება არქეტიპულ მოდელთა დინამიკის ილუსტრირებას წარმოადგენს – მოდელებისა, რომლებიც არაცნობიერად მართავენ ადამიანთა ცხოვრების დრამებს. მითები ცხოვრების ფუნდამენტურ სცენარებს განასახიერებენ, რომლებიც საკუთარ თავს გამოხატავენ და სწორედ ამ გზით არიან კაცობრიობისთვის ხელმისაწვდომნი. რამდენადაც ინდივიდები ამ მითებს სიცოცხლეში ახორციელებენ, მათ არქეტიპთა არაცნობიერი ენერგიები ინდივიდთა ცნობიერებამდე მიჰყავთ. იუნგი ამ პროცესს ინდივიდუაციად მოიხსენიებდა, ხოლო ძველ ხალხში ის ,,ინციაციის“ სახელით იყო ცნობილი. აქედან გამომდინარე, ნატალურ რუკაში არსებული პლანეტარული თემების ცოდნით მიღებული ინფორმაცია ინდივიდის პიროვნული მითოლოგიის შესახებ ამ ინდივიდს დაეხმარება, უფრო ცნობიერად გაიროს საკუთარი ბედისწერის გზა.
მაგალითად, ცერერას მითში მოთხრობილია მისი ქალიშვილის, პერსეფონეს დაკარგვისა და შემდგომ ამ უკანასკნელის პლუტონთან ნაწილობრივი გაზიარების შესახებ. ამდენად, ცერერა–პლუტონის ასპექტები პიროვნულ რუკაში ხშირად ცხოვრების იმ გაკვეთილებს მიუთითებს, რომელიც შვილების დაკარგვასა და მათ სხვებთან გაზიარებას უკავშირდება. პროგრესის ტრანზიტის მეშვეობით ამ თემის გააქტიურება, შესაძლოა, ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს მიგვანიშნებდეს. აქ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მითის კრიტიკული მომენტი შეესატყვისება ინდივიდის ცხოვრების იმ მომენტებს, რომლებიც საჭიროს ხდის გადაწყვეტილების მიღებასა თუ მოქმედების დაწყებას.
მიუხედავად ამისა, ხშირ შემთხვევებში, ინდივიდმა, შესაძლოა, ფიქსირება განიცადოს მითოლოგიური პროცესის კონკრეტულ მომენტზე და ქცევის ჩვეული მოდელების გამეორებას მიჰყოს ხელი, რომლებიც უარყოფითი ან არაპროდუქტიულია. ყოველ ჯერზე, როცა ცნობიერი გადაწყვეტილებისთვის გვერდის ავლა ხდება, ინსტინქტური არაცნობიერი მოდელები ღრმავდება. ,,გარდაქმნის ციკლების“ ავტორის, ალექსანდერ რუპერტის სიტყვებით, ,,ის, რაც ბავშვობაში უბრალო ჩვევა იყო, მოგვიანებით მახედ იქცევა, ბოლოს კი საფლავად.“
მაგალითად, შეგვიძლია, დავაკვირდეთ ფემინურობის განვითარებას პარტნიორის ან მეუღლის როლში. საწყისი ფაზაზე ‘ლილითმა’ (მცირე ფემინურმა ასტეროიდმა) ურთიერთობა წამოიწყო, შეეჩხა პრობლემებს და დატოვა ეს ურთიერთობა. შუამავალ ფაზაში ‘იუნონამაც’ წამოიწყო ურთიერთობა, ისისც წააწყდა პრობლემებს, მაგრამ გააგრძელა ურთიერთობაში ყოფნა. სრულყოფილი ფაზაში კი ‘ფსიქემაც’ დაიწყო ურთიერთობა მაგრამ ტრანსფორმაციული პროცესის მეშვეობით, სრულქმნა სულიერი კავშირის ფორმა. ხშირად, ბლოკი ამ პროცესში, ‘ლილითის’ სტადიაზე ხდება. ამ ფაზაში, ურთიერთობის კონფლიქტებთან გამკლავებას ინდივიდი გაქცევით არიდებს თავს. ამგვარი თავის ამრიდებლური ქცევა ხელს უშლის მოძრაობას, შემდგომი ეტაპების გავლასა და საბოლოო გამოხატულების პოვნას ფსიქეას ფაზაში.
ამდენად, მითოლოგიის ცოდნით, თერაპევტს, ასტროლოგსა თუ კონსულტანტს შეუძლია არქეტიპული ფიქსაციების ამოცნობა და განთავისუფლებისკენ მიმავალი გზის გამონახვა. თუ თერაპევტი გზამკვლევად პლანეტარულ მითებს გამოიყენებს, ის შეძლებს კლიენტის ბლოკთა ბუნების აღმოჩენას, განკურნვის პროცესის ხელშეწყობასა და ამ პროცესის მიყვანას მის ბუნებრივ და ჰარმონიულ ფინალამდე. აქედან გამომდინარე, პირადი ნატალური რუკა უზრუნველყოფს დიაგნოზს, მითსა და განკურნებას.
ბოლო ოთხი–ხუთი ათასი წლის განმავლობაში, ქალღმერთის ძალაუფლება ღრმა ძილის მდგომარეობაშია. ასტეროიდების აღმოჩენასთან ერთად, ფემინური ენერგია, სულ მცირე, გააქტიურდა და გამონთავისუფლდა ჩვენს ცნობიერში. ასტეროიდების შესწავლით, მათთან მუშაობის გზით და ჭეშმარიტი არქეტიპული სახე–ხატების აღდგენით, ასტროლოგებს შეუძლიათ, დაეხმარონ კაცობრიობას ორივე სქესში არსებული ფემინური და მასკულინური პრინციპების შინაგანი ბალანსის აღდგენაში.
No Comments