15 Oct მეწამე
[sc_embed_player fileurl = http://shen.com.ge/wp-content/uploads/2018/10/Arcade-Fire-Song-on-the-Beach.mp3 ]
რამოდენიმე ხნის წინ ჩემმა მეგობარმა მითხრა – ‘წამის ხამი’ ხარო : ) ‘მეწამეო..’ მომავალზე არ ფიქრობო..
ხოდა მერე მაგაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი..
ადამიანების უმრავლესობა ხომ გამუდმებით ან წარსულზე ფიქრშია ან მომავალზე ნერვიულობს. როდესაც მხოლოდ ფიქრებში ვართ და ცხოვრებას რეალურად არ შევიგრძნობთ წარმოიქმნება შიში, მთელი ჩვენი ენერგია მიმართულია მომავლისკენ და გვეშინია იმის რაც არ მომხდარა და არც მოხდება..
ჩვენ გვეშინია არარსებულის..
ხოლო რასაც ვეძახით წარსულს არის ჩვენივე შთაბჭდილებები ცხოვრების ნებისმიერ დღეს, რომელიც ჩვენვე შევქმენით ჩვენს გონებაში, ჩვენვე დავასათაურედ კარგ ან ცუდ მოგონებად, რომელიც მხოლოდ ჩვენთვის არსებობს და არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან.
‘Remember that there is only one important time and it is Now. The present moment is the only time over which we have dominion.’
– Leo Tolstoy
ამ არარსებულ ტალღებზე სერფინგით იმხელა ენერგია გვეხარჯება რომ, არსებულ მომენტში სადაც რეალურად შეგვიძლია რაიმე შევქმნად ან გამოვასწოროდ, გამოცარიელებულები და უკმაყოფილოები ვართ და დღის ბოლოს თავს იმით ვიიმედებთ რომ ხვალიდან ან ორშაბათიდან ყველაფერს რაღაცნაირად მოვაგვარებთ.
“Real generosity toward the future lies in giving all to the present.”
– Camus
ჩემს ცხოვრებას რომ დავაკვირდი, არც მანქანის დაზღვევა,არც ჯანმრთელობის, არც რაიმე დანაზოგი.. Fiona Apple-ის ერთერთი სიმღერის ტექსტი გამახსენდა’I keep livin’ this day like the next will never come’ : )
ხოდა მივხვდი რომ მართლა არ ვფიქრობდი მომავალზე იმიტომ რომ ‘მეწამე’ ვარ.. რადგან ‘მე’ მხოლოდ წამში ვარ, ყოველ მომდევნო წამში სხვა ვარ, ხოლო ყოველ გასულ წამში აღარ ვარსებობ..
No Comments