პლანეტარული მენტალური ველის ევოლუცია

პლანეტარული მენტალური ველის ევოლუცია

ჩვენ დროს ციკლურად აღვიქვავთ. საათი, რომელიც მოძრაობს 12-ობრივი ფრაქტალური პრინციპით (12 საათი დღეში და 12 საათი ღამეში). წელიწადის დრო ასევე წარმოადგენს 12-ობრივი ფრაქტალურ პრინციპს (12 თვე). ეს არის განმეორებადი ციკლები. თითოეულ ციკლურ წრებრუნვას თავისი ცენტრი, თავისი „მზე“ აქვს. დღის და ღამის 12 საათიანი ციკლის ცენტრი დედამიწის გულია (ღერძი), წელიწადის 12 თვის ციკლის ცენტრი თქვენი მზის სისტემის ცენტრი, ანუ მზეა. არსებობს სხვადასხვა სახის მცირე და დიდი ციკლები. არსებობს ციკლები რომლებიც უმჯობესია არა 12-ობრივ, არამედ სხვა რიცხობრივ ფრაქტალში განიხილოთ. მაგალითად კვირები და მთვარის ციკლი. თითოეულ ციკლს თავისი მისია აქვს. ანუ თითოეული ციკლის დროს ერთგვარი დაბადება-განვითარება-მომწიფება-დასრულების მოქმედება უნდა შესრულდეს. მაგალითად წელიწადის ციკლს ემორჩილება ისეთი ბუნების კანონები, როგორიცაა მცენარეების, ცხოველების და ადამიანების სასიცოცხლო განვითარების ციკლები, რომლის დროსაც, მაგალითად ადამიანმა უნდა მოასწროს დათესოს, მოიყვანოს და აიღოს მოსავალი. თუ ეს მოქმედება არ/ვერ ჩაჯდა წელიწადის 12-ობრივ ციკლში (მაგალითად დაგვიანდა დათესვა, ან ვერ მოესწრო მოსავლის აღება), მაშინ მოსავალი არ მიიღება და ადამიანი იშიმშილებს. თუ გადამფრენმა ფრინველმა ვერ მოასწრო შემოდგომაზე დროულად სამხრეთში გაფრენა, მას სიცივით და შიმშილით სიკვდილი ემუქრება. დღე-ღამის 12-ობრივ ციკლში, თუ ადამიანმა დღის განმავლობაში ვერ მოასწრო მუშაობა, ხოლო ღამით დასვენება, მისი ბიოლოგიური რიტმი, რომელიც ამ დღე-ღამის ციკლთანაა შეჭიდული, დაირღვევა და ის დასნეულდება.

გამოვლენილი სამყაროების მატრიცის ყველა ცოცხალი და არაცოცხალი ექვემდებარება ციკლების „პრინციპებს“. გარდა მზის გარშემო ციკლური ბრუნვისა, რომელიც თქვენი მცირე დრო/სივრცის ფარგლებში მცხოვრებთათვის მარტივად აღქმადია, არსებობს უფრო დიდი ციკლებიც, რომლებსაც თავის „მისია“ და თავისი ცენტრი (მზე) აქვთ. თქვენი მზის სისტემა თვითონ ბრუნავს თავისი ცენტრის, თავისი ე. წ. „ცენტრალური მზის“ გარშემო და ეს ციკლიც 12-ობრივი ფრაქტალში შეიძლება მოიაზრო. ეს წრე-ბრუნვა თავის მხრივ თვითონაც ტრიალებს საკუთარი ცენტრის გარშემო, უფრო დიდი ფრაქტალური 12-ობრივი ციკლის მიხედვით და ასე შემდეგ… როგორც თქვენი მზის გარშემო პლანეტის შემობრუნებისას, ადამიანმა უნდა მოასწროს დათესოს, მოიყვანოს, აიღოს და გამოიყენოს მოსავალი (12-ში მყოფი 4-ობრივი ფრაქტალი), ასევე თქვენი მზის სისტემის ცენტრალური მზის გარშემო სრული შემობრუნებისას კაცობრიობამ უნდა მოასწროს „დათესოს“, „მოიყვანოს“, „აიღოს“ და „გამოიყენოს“… მაგრამ რა? ეს არ არის ფიზიკური საზრდო! ეს სულიერი საზრდოა – ცნობიერების დონე!

დიდი, ცენტრალური მზის ციკლის დასრულებისას კაცობრიობის ცნობიერება შემდეგ საფეხურზე უნდა გადავიდეს, ცნობიერების შკალის 7-ობრივი ფრაქტალის მიხედვით მე-4 განზომილებიდან (დონიდან) მე-5-ზე! როგორც ფიზიკური საზრდოს მომწიფება/განვითარებას განაგებს მზის სხივები, ასევე ცნობიერების „აწევას“ განაგებს ცენტრალური მზის გამოსხივება. მაღალი სიხშირის დასხივებისას ადამიანი ან რეზონანსში მოვა ამ სიხშირესთან ან ამოვარდება. სწორედ ეს არის „Великая жатва“, რომელიც ბიბლიაშია აღწერილი… Великая жатва душ! როგორც მზის გარშემო დედამიწის ბრუნვისას მზესთან დაახლოების დროს ზაფხული დგება, რომელსაც თავისი ფუნქცია აქვს ცოცხალი არსებების სასიცოცხლო ციკლებში, ხოლო მზესთან დაშორებას, ანუ ზამთარს თავისი, ასევე ცენტრალურ მზესთან დაახლოება მისი სხივების ინტენსივობის ზეგავლენით კაცობრიობის ცნობიერების აწევას იწვევს, ხოლო მისგან დაშორება ცნობიერების დაწევას. მზის გარშემო პლანეტის ბრუნვებში, პლანეტა გადის თავისი „ბავშვობის“, „ყმაწვილობის“, „ზრდასრულობისა“ და „მოხუცებულობის“ ციკლს ანუ იგივე გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარის დროებს (4-ობრივი ფრაქტალი, რომელიც თავისმხრივ ასევე 12-ობრივად შეიძლება დიფერენცირდეს)! ამ დროს მოდის და მიდის მოსავალი, რომელიც ადამიანს კვებავს… გადის წლები და ადამიანი იზრდება. ის გადის ბავშვობა, ყმაწვილობა, ზრდასრულობა, მოხუცებულობის 4-ობრივ ციკლს და ასრულებს ერთ სიცოცხლეს. შემდეგ ხელახლა იბადება. პლანეტის მზის გარშემო შემობრუნებისას მისი სიცოცხლის ერთი წელი გადის, ხოლო თავისი სასიცოცხლო ციკლის შემობრუნებისას ერთი ცხოვრება. მზის სისტემის ცენტრალური მზის გარშემო შემობრუნებისას კაცობრიობა მთლიანად, როგორც ერთიანი ორგანიზმი (რადგან აქ უკვე უფრო დიდი „მაკროკოსმულ“ ფრაქტალთან გვაქვს საქმე) თავისი „ბავშვობის“, „ყმაწვილობის“, „ზრდასრულობისა“ და „მოხუცებულობის“ (იგივე გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი!) ციკლს გადის, რომლის შემდეგ „კვდება“ და ხელახლა „იბადება“ განახლებული, უფრო ამაღლებული და მეტი და ახალი პოტენციალებითა და შესაძლებლობით! ეს არის სწორედ ის „აღდგომა“ ბოლო ჟამის მერე, რომელსაც ქრისტიანულ ტრადიციაში ელოდებიან! ეხლა სწორედ ეს გარდამტეხი მომენტია, თუმცა ეს მომენტი წლების განმავლობაში გაიწელება, მაგრამ ახლაა მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მეტი სული მოხდეს ცენტრალურ მზესთან რეზონანსში. 

ამჟამად მიმდინარეობს კაცობრიობის ცნობიერების ველების წამოწევა ცენტრალური მზის სხივების ზემოქმედებით, მაგრამ ეს „წამოწევა“ არაჰომოგენურია. იმისთვის რომ კაცობრიობის კოლექტიური ცნობიერება შემდეგ (მე-5) საფეხურზე გადავიდეს და იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ადამიანს არ შეუძლია ცნობიერების ამაღლება, საჭიროა რომ კრიტიკული რაოდენობის ადამიანმა აიმაღლოს ცნობიერება ბოლო, მე-7 საფეხურამდე, რომ სხვების „ჩამორჩენილობა“ თავისი „წინ წასულობით“ გადაფაროს და ესე ვთქვათ სხვებიც „გადაათრიოს“ მე-5 საფეხურის ცნობიერებაზე. თუ ეს კრიტიკული რაოდენობა შედგა, მაშინ რეალობა „შესაძლებლობათა კორიდორში“ ოპტიმალური სცენარით წარიმართება, ხოლო თუ ვერ შედგა, მაშინ რეალობა წარიმართება „კატასტროფების“ სცენარით.
პლანეტარული კარმა, რომელიც კაცობრიობის კარმას წარმოადგენს ასევე ილექება „ზევიდან ქვევით“ ანუ მენტალური ველიდან ასტრალური და ენერგეტიკული ველის გავლით ფიზიკურ სხეულზე (ანუ პლანეტის ფიზიკურ განზომილებაზე). ენერგეტიკულ ანუ ეთერულ ველზე ჩამოსვლისას ის იწვევს სტიქიების დისბალანსს, რომლებიც თავის მხრივ მატერიაზე ზემოქმედებენ. თითოეული სტიქიის ენერგია დაკავშირებულია მის ფიზიკურ მატარებელთან, მაგალითად წყლის სტიქია მატერიალურ განზომილებაში გამოვლენილია მდინარეების, ზღვების, ოკეანეებისა და სხვ. სახით; მიწის სტიქია ნიადაგის, მთებისა და კლდეების სახით; ჰაერის ქარების ხოლო ცეცხლის ვულკანების, ელვებისა და სხვა მსგავსი ცეცხლოვანი გამოვლინებების სახით. პლანეტარულ ენერგეტიკულ ველში არსებულ სტიქიებზე უშუალო ზეგავლენას ახდენს ზედა სამი ფენიდან დალექილი ბნელი ენერგიები. როდესაც პლანეტის ეთერულ (ენერგეტიკულ) სხეულში დისბალანსი ჩნდება, ეთერის დაბინძურების (შავი კარმული ენერგიის დალექვის) გამო ირღვევა სტიქიების მოძრაობა და მათი დისბალანსი ჩნდება, რაც მატერიალურ განზომილებაში ვულკანების, წყალდიდობებისა და ქარიშხლების სცენარით ვლინდება. თქვენ ამას გლობალურ კლიმატურ ცვლილებებს ეძახით, მაგრამ ამ მოვლენების წინაპირობა სულიერ სფეროებშია. (სულიერ სფეროებში და კოსმოსურ ციკლურობაში, მაგრამ კოსმოსურ ციკლურობაზე მერე ვისაუბრებთ.) თუ კაცობრიობის ცნობიერება ბუნებრივად ამაღლდა, სულიერი თვალის ახელისას, ადამიანები თვითონვე დაალაგებენ სულიერი ველების დისბალანსს და სტიქიათა მართვას ისწავლიან, თუნდაც საკუთარი კოლექტიური ემოციური და მენტალური სისუფთავის დაცვით. თუ არა და, სტიქიათა დისბალანსი, რომელიც ეხლა დიდი ძალისხმევით ამაღლებულ არსებებს „უჭირავთ“, მოვა მოძრაობაში და კატაკლიზმებს გამოიწვევს, რომელიც თავისით გადაფილტრავს დაბალი ცნობიერების ადამიანებს. ნაკლები პოპულაციის და მაღალი ფონური პლანეტარული სიხშირეების პირობებში დაიბადებიან მხოლოდ შესაბამისი დამსახურების ამაღლებული სულები და კაცობრიობის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყება! ახლა ნამდვილად ბოლო ჟამია. არა როგორც დასასრული, არამედ როგორც გარდამავალი პერიოდი და დრო არამც თუ ცოტაა, უკვე სულ აღარ არის! 
 
ამჟამად, კაცობრიობის ანუ საშუალო სტატისტიკური ადამიანის მენტალური დონე შეესაბამება მე-3 („ვნებების და სურვილების“ მენტალური დონე) და მე-4 („ინტელექტუალური მენტალური დონე“) დონეებს. ამიტომაა, რომ თუ ადამიანს რაღაც მიზეზის (ნარკოტიკი, ალკოჰოლი, დაავადება და ას. შ) გამო მე-3 თვალი აეხილა, მისი ხედვა ძირითადად მე-3, ანუ ასტრალურ ველზე გადის. განსაკუთრებით თუ ის არასუფთა ადგილას, მაგალითად, დიდ ქალაქში იმყოფება. ისევე როგორც ცოცხალი არსებების თქვენთვის ასე ნაცნობი სასიცოცხლო ციკლები დედამიწის წრებრუნვებთან ანუ სხვა სიტყვებით კოსმოსურ ციკლებთან არის დაკავშირებული, ასევე კოსმოსურ ციკლებთანაა დაკავშირებული კაცობრიობის მენტალური სხეულის ევოლუცია. ახლა კაცობრიობა სწორედ იმ ფაზაში შედის, როდესაც ადამიანის მენტალური ველი მე-5 (და ნაწილობრივ მე-6) დონემდე ანუ „სულიერ მენტალურ დონემდე“ უნდა ამაღლდეს. ამ დონეს ზოგიერთი „ბრძენ გულს“ უწოდებს. მაგრამ როგორც მოსავალს, რომელმაც რაღაც მიზეზით ვერ მოასწრო ზრდა-განვითარების დასრულება და მოსავლის აღების პერიოდისთვის მოუმწიფებელი აღმოჩნდა მეორე შანსი არ მიეცემა, რადგან მისი დრო წავიდა, ასევე ის ინდივიდები, რომელიც ახალ კოსმოსურ პირობებს არ შეესაბამებიან, ვერ გააგრძელებენ ევოლუციას. ეს არ არის სრულიად სამყაროს დასასრული, არამედ ახალ სტადიაზე, ახალ ეპოქაზე გადასვლაა, მაგრამ ყოველ გადასავლას წინ უძღვის ძველის განადგურება, უდიდესი დაძაბულობები და ამ სირთულეების ფონზე ახლის დაბადება. დედამიწა დიდხანს ვერ იარსებებს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა, რადგან ყველა მისი ენერგეტიკული ველი წონასწორობიდანაა გამოსული. ნებისმიერი გადახრა წონასწორობიდან კი აღძრავს შესაბამის ძალებს, რომ სისტემა ახალ წონასწორობაში დააბრუნოს. ეს უნივერსალური კანონია, რომელიც როგორც დიდ ასევე მცირე ფრაქტალურ სტრუქტურებზე ვრცელდება!
ავტორი: imma imma
წყარო – გნოზისი