';
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_portfolio-list/templates/parts/lightbox.php on line 9
zoom

Editorial

კვანტური ველი და დნმ-ის მოდიფიკაცია

კვანტური ველი და დნმ-ის მოდიფიკაცია

კოსმოსი კვანტური ვაკუუმია, სინათლე – კვანტური ოკეანე. ელექტრონებს შორის ვაკუუმური ველი კვანტურია. ადამიანთა ფიზიკურ სხეულებს მიღმა კვანტურ-მექანიკური სხეულია. რეალობა, რომელიც ჩვენს აზრებსა და ემოციებს მიღმაა კვანტურია. ერთიანი ინფორმაციულ-ენერგეტიკული ველი აკავშირებს ერთმანეთთან ხილულსა და უხილავს. მისი წყალობით,სამყარო გიგანტური ჰოლოგრამაა, სადაც ყველაფერი ურთიერთქმედებს ერთმანეთზე: ადამიანები შორეულ გალაქტიკებზე და პირიქით. სამყაროს მოწესრიგებული სტრუქტურების უკან ეს ველი იმალება. ის, რაც კაცობრიობას ელის უახლოეს მომავალში, კვანტური ნახტომია, ანუ ცნობიერების გადასვლა ერთი დონიდან მეორეზე, რის შემდეგაც აქტივირებული იქნება ყოფიერების ახალი მოდელი, რომელიც სამყაროს მთლიანობის აღქმაზეა დამყარებული. მომავალში ადამიანები თავად შექმნიან საკუთარ რეალობას.

კვანტური ველი – შეუზღუდავი შესაძლებლობების ველია, ნულოვანი ენერგიაა, კოლექტიური ცნობიერება და ენერგიების რეზერვუარია, რომელთან კავშირითაც ადამიანი იღებს შესაძლებლობის მაქსიმუმს.

კვანტური ფიზიკის კანონების მიხედვით, მოვლენები, რომლებიც ფიზიკურ სამყაროში ვითარდება ერთი სცენარით, პარალელურ სამყაროში სრულიად განსხვავებული სცენარით წარიმართება. ადამიანი ერთდროულად ორ სამყაროში არსებობს. მატერია, კვანტური თეორიით, არ არის მყარი. ის ატომის დონეზე ფლობს ინფორმაციას და ფიზიკურ დონეზე სიახლოვის გაწყვეტის შემთხვევაშიც ინარჩუნებს ენერგეტიკულ კავშირს. კვანტური ველი ობობას ქსელივითაა. რეზონანსული ენერგიების ვიბრირებისას კვანტური სამყაროს საიდუმლო საგანძურები იხსნება და ადამიანი იღებს მის საუნჯეს. სივრცეთაშორის არსებული ამ ატრიბუტის წყალობით,სამყარო ერთიანია და მას ერთი ცნობიერება აქვს. კვანტური ველის წყალობით,რომელიც მზის სისტემას აკავშირებს ერთმანეთთან, მზის სინათლის მეშვეობით, პლანეტის ერთ წერტილში მომხდარი მოვლენა გავლენას ახდენს სხვა პლანეტაზე. ერთი ადამიანის აზრებსაც კი შეუძლიათ სხვა კონტინენტზე გამოიწვიონ ცვლილებები.

კვანტური ველი დაკავშირებულია ადამიანის დნმ-თან, ანუ ადამიანის ეთერულ ტვინთან. დნმ ანტენაა, რომელიც კვანტურ სინათლეს იღებს. ადამიანის დნმ-ის 64 კოდიდან მხოლოდ მესამედია აქტიური. ის ინახავს ჩვენი მომავლის პროექტს, მაგრამ მისი შეცვლაც შეიძლება, რადგან გენებიც ევოლუციონირებენ. დნმ-ის ‘აკაშის ქრონიკებში’ ჩვენი წარსულის შესახებ ყველაფერი ჩაწერილია: ჩვენი სულიერი სახელი,სულიერი ტყუპისცალის ვინაობა, წინა ინკარნაციები და ა.შ. მასშია ჩვენი სულის დიზაინი და ჩვენი მომავლის ალგორითმები. ის მატრიცაა, რომლის 12 სპირალიდან მხოლოდ ორია აქტიური. მასში ჩადებული ინფორმაციით, ადამიანს შეუძლია რამდენიმე ასეული წელი იცოცხლოს.  დნმ ადამიანისა და ღმერთის გადაკვეთის ადგილია. ის იღებს კოსმოსიდან ენერგიების მარაგს და შეუძლია მიძინებული კოდების გამოღვიძებაც.

დნმ მზადაა მიიღოს ახალი ინსტრუქციები და გარეგნული ფაქტორების გავლენით შეცვალოს, გარდაქმნას ჯერ სინათლის სხეულის გეომეტრია, შემდეგ კი მთლიანად მატერია. მასში არსებობს რეპროდუქციული მექანიზმები, რომლებიც ცვლიან უჯრედებს. როდესაც დნმ-ს აწვდიან ახალ პროგრამას, ის იცვლება ქიმიურად, ვიბრაციულად და ხდება გენეტიკური კოდის მოდიფიკაცია. 40 დღის განმავლობაში გარკვეული მეთოდიკით შესაძლებელია ცვლილებების მიღწევა, რაც გარდაქმნის ადამიანის სულიერ-ფიზიკურ სხეულებს. ეს უფრო მეტია, ვიდრე კარმა, ასტროლოგია, მედიცინა და ა.შ.

სიჩუმეში, დუმილში, მოდუნებულ მდგომარეობაში შესვლა შინაგან სამყაროში, შინაგან ‘მე’-სა და გულზე კონცენტრაციით, არის გზა სხეულის კვანტური ეკვივალენტისკენ, ამიტომ მედიტაციები კვანტურია. ფერები, მუსიკა, ბგერები კვანტური ბუნებისაა. პოზიტიური მოთხოვნით, ხმით საუბარი საკუთარ უჯრედოვან სისტემასთან, თვითშთაგონება ან ხმით ლოცვა კვანტურ გარდაქმნებს იწვევს. სიზმრები –კვანტურ ველთან კავშირია და სიზმრების კორექციით რეალობის კორექციაც შეიძლება. აწმყოში, ახლა და აქ, საკუთარი თავის დაფიქსირება, აზრებსა და ემოციებს მიღმა გადასვლა, ანალიზის გარეშე საკუთარ სხეულზე, მოვლენებზე დაკვირვება, გამიჯვნა მათგან, რწმენა და მოტივირებული, სუფთა განზრახვა, სიყვარული, საკუთარ თავზე წარმოდგენის უკეთესობისკენ შეცვლა, თვითრეალიზება და პასუხისმგებლობის აღება, საკუთარი თავის იდენტიფიკაცია წარსულის ინკარნაციებთან ან რომელიმე პერსონაჟთან 1,5 საათის განმავლობაში, წარსულის ნეგატივებისაგან და მოძველებული შეხედულებებისაგან განთავისუფლება, სურვილების დაკმაყოფილება, ვიზუალიზაცია და აფირმაცია, ღრმა სუნთქვა და გულზე კონცენტრირება, პატიება, მშვენიერების ჭვრეტა, იმედი, მზის სინათლესთან, ცეცხლთან და რიტმთან ერთად იწვევს კვანტურ გარდაქმნებს. კვანტურ ნულოვან დონეზე მოვლენები უნივერსალური გონის ნებას ემორჩილება.

 

ავტორი: თამარ არაგველი

admin
admin@shen.ge
No Comments

Post A Comment