';
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_portfolio-list/templates/parts/lightbox.php on line 9
zoom

Editorial

იუნონას არქეტიპი ასტროლოგიაში

იუნონას არქეტიპი ასტროლოგიაში

ყოველთვის განსაკუთრებით მხიბლავდა ივნისის თვე, ჯერ კიდევ რომ არ ცხელა მაგრამ სასიამოვნოდ თბილაბევრი მზე, ფეხშველა სიარული..ბედნიერი მცენარეები : ) მოგვიანებით როცა ასტროლოგია შემიყვარდა აღმოჩნდა რომ ივნისს სახელად იუპიტერის ცოლის ქალღმერთ იუნონას სახელი ერქვა, იგი ერთგულების, ქორწინების და ზოგადათ ყველანაირი პარტნიორობის მფარველია. იუნონა (ჯუნო) ნატალურ რუკაში ჩვენს შინაგან ანიმას განასახიერებს. ჩემი ნატალური იუნონა კირჩხიბში აღმოჩნდა, საკუთარი გამოცდილებაზე დაკვირვებით სოწორედაც რომ ჩემი ანიმას ანუ კირჩხიბის თვისებების ბიჭები მომწონდა მთელი ცხოვრება და თუ ამ ყველაფერს მე-6 არკანსაც დაუმატებთ ივნისი სიყვარულის თვე ყოფილა და ტყუილადაც არ მხიბლავდა თურმე : ))

 

იუნონას მითოლოგია

 

იუნონა, კანონიერ ქორწინებაში მყოფი ორი ქალიდან ერთ-ერთი იყო ოლიმპოზე. მეორე ვენერა AKA აფროდიტე გახლდათ : ) მაგრამ თუ ვენერამ ერთბაშად უგულვებელყო ქორწინების ფიცი, იუნონას, როგორც ზევსის/იუპიტერის ცოლს, ეთაყვანებოდნენ თავისი ლოიალობისა და ერთგულების გამო. იუნონა საბერძნეთში ჰერას სახელით იყო ცნობილი, რაც ლათინური ძირიდან, he raდან მოდის და ,,დედამიწას” ნიშნავს, თუმცა თარგმნილია, ასევე, როგორც ,,ქალბატონი” – ,,გმირის” (“hero”) ფემინური ვერსია. ის წარმოჩენილია, როგორც ლამაზი და დიდებული ქალი, დიადემათი შეკრული თმით (გვირგვინით, რომელიც განასახიერებს Horae-ს – სეზონთა ქალღმერთებს) და თავის უკანა მხრიდან გადმოფენილი ვუალით. ფარშევანგის და, ხშირად, ცისარტყელას თანხლებით, მარცხენა ხელში ბროწეული ეჭირა (რაც მისი, როგორც მიცვალებულთა ერთ-ერთი პირველი ქალღმერთის, იდენტიფიცირებას ახდენს), მარჯვენაში კი გუგულით დაგვირგვინებული სკიპტრა. 

რომაელთა თანახმად, ყოველი კაცი შინაგანად მუდმივ რეპროდუქციულ ძალას ატარებდა, სახელად genius-ს, ხოლო ყოველი ქალი თავის juno-ს (იუნონა) ფლობდა – ბავშვის ჩასახვისა და გაჩენის ძალას. juno-ს (იუნონანას) ღირსებები ქალღმერთ იუნონაში ჩაისახა, ბავშვის გაჩენისა და დედობის მფარველში. Juno Lucretia-ს სახით, ის ციური სინათლის ფემინურ პრინციპად იქცა, ხოლო Juno Lucina-ს სახით, ის დაბადების ქალღმერთს განასახიერებდა, რომელიც ბავშვს სინათლეში მიუძღვის.

მიუხედავად ამისა, იუონანას ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია გათხოვილი ქალების მფარველობაში მდგომარეობდა. იუნონა კანონიერი ქორწინების ყველა რიტუალსა და საორგანიზაციო საკითხს თაოსნობდა. ივნისი, მეექვსე თვე წმინდა იყო მისთვის და დღემდე, არაერთი ქალი თავის კურთხევას ,,ივნისის/იუნონას პატარძლის” რანგში ეძიებს. ამასთან, იუნონა ქალის რეპროდუქციულ ციკლსაც განაგებდა, ხოლო, როგორც კალენდრის ქალღმერთი, მენსტრუალურ ციკლს დროის კანონზომიერი სვლის სიმბოლოდ იყენებდა. შესაბამისად, რომაელი ქალები მას Calends-ის დროს – მთვარის ყოველი თვის პირველ დღეს – სცემდნენ თაყვანს.     

 

იუნონას ასტროლოგია

 

როგორც ის წერტილი მანდალაზე, სადაც ფემინური პრინციპი მასკულინურთან ერთიანდება, იუნონაც ურთიერთდაკავშირებულობის პრინციპს განასახიერებს. ერთგული, სერიოზული ურთიერთობის მეშვეობით, ის ცდილობს სრულქმნილი და დაბალანსებული ერთობის განსხეულებას. ამდენად, იუნონას ძლიერი, მმართველი ხასიათის ასოციაციაციები აქვს სასწორსა და მორიელთან – ქორწინებისა და საქორწინო სქესობრივი აქტის ნიშნებთან. 

ნახევარ-სექსტილის ასპექტი სასწორსა და მორიელს შორის ამ ორ ნიშანს ერთმანეთთან აკავშირებს, თუმცა ეს გარკვეულ კონფლიქტსაც გულისხმობს, რაც მათი განსხვავებული რესურსების გაერთიანებისა და გამოყენების მცდელობაში გამოიხატება. ანალოგიურად, იუნონას მთავარი ფრუსტრაცია მდგომარეობდა მის უუნარობაში, მისი და იუპიტერის ქორწინებაში არსებული პოტენციალის სრული აქტუალიზება მოეხდინა.  

იუნონას ფსიქოლოგიური ფუნქციის უკეთ გაგება მაშინაა შესაძლებელი, თუ მას მის თანამგზავრთან, ვესტასთან კონტრასტში განვიხილავთ. ორივე ქალღმერთი ვენერას სექსუალურ ენერგიას იყენებს, თუმცა ძალიან განსხვავებული მიზნებისთვის. ვესტა, სექსუალური ურთიერთობების შემდეგ, კვლავ თავის იდენტობაში იძირება. ის ქალწულია, საკუთარი თავით სრულქმნილი. მეორე მხრივ, იუნონა, სერიოზული ურთიერთობების მეშვეობით, თავის სექსუალობას პიროვნული იდენტობის ტრანსცენდეტირებისთვის იყენებს. ამრიგად, იუნონა ქალწულის სრულ ქალურ ფაზაში გარდაქმნას განასახიერებს. ის არის ტრანზიცია ქალწულის ,,თვითობიდან” “Hera Telia”-მდე – პატარძლისა და პარტნიორის სრულყოფილ მდგომარეობამდე.

იუნონა სრული მისტიკური კავშირის წადილს განასახიერებს, რომელიც დამაკმაყოფილებელია როგორც ემოციურად, ისე სექსუალურად და ფსიქოლოგიურად. იუნონას ისტორიის ზოგი ვერსიის მიხედვით, ის ძალდატანებით მიათხოვეს იუპიტერს, თუმცა სხვა ვერსიების თანახმად, მან განზრახ თქვა თავის ძალაუფლებაზე უარი, რათა gamos-ის (,,ქორწინების”) სრულყოფილი განხორციელება განეცადა. მაგრამ იუპიტერს მისი იდეალები და მოლოდინები არ გაუმართლებია. იუპიტერმა მიიღო იუნონას ძალაუფლება და სუვერენიტეტი, მერე კი ის მონოგამიაში გამოამწყვდია, აუკრძალა რელიგიური პრაქტიკები, დაეხმარა ქალღმერთის კულტების განადგურებაში, ტრაბახით გამოავლინა ორგულობა და თავისი შვილები მის გარეშე შექმნა. ,,ზევსი აღარაა ტელეიოსი – ,,სრულქმნილების მომტანი” – ჰერასთვის, არამედ უფრო მისი ატელეიოსია – ,,სრულქმნილების დამანგრეველი.” ” იუნონას განსაცდელი მისი ქორწინების ღრმა კავშირის დარღვევაში უნდა ვეძიოთ. შესაბამისად, ის ეჭვიანობის პათოლოგიას გამოხატავს – იმ ჯანმრთელი იუნონას დამახინჯებულ ასპექტს, რომელიც თანამედროვე ფსიქეას გადაეცა.

აქედან გამომდინარე, ასტროლოგიურად, იუნონა განასახიერებს ღრმად ერთგული და სამართლიანი ურთიერთობის მოთხოვნილებას ისევე, როგორც ტანჯვასა და ნევროტულ კომპლექსებს, რაც ამ ურთიერთობის რღვევისა თუ მასზე უარის შემთხვევაში აღმოცენდება.

 

იუნონა, როგორც ურთიერთობის მომასწავებელი

 

ჰოროსკოპში, იუნონა იმ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებს განასახიერებს, რომლებიც საქორწინო კავშირის მოტივაციას აღგვიძრავს. სხვა ფემინური ასპექტები, როგორიცაა ნაყოფიერება, სექსუალობა, ბავშვის გაჩენა და აღზრდა, გაცილებით ნაკლებ მნიშვნელოვანია იუნონასთვის, ვიდრე მისი მოთხოვნილება, მეორე ადამიანს შეერწყას. ამდენად, ის ინდივიდები, – როგორც ქალები, ისე კაცები – რომელთაც რუკებში იუნონა გამოკვეთილი აქვთ, სერიოზული ურთიერთობებისკენ მიმავალი გზისკენ არიან მიდრეკილნი. ისინი ცხოვრებას მუდმივად მეშვიდე სახლის გაკვეთილების გათავისებაში გადიან, რომლებიც მათ სხვა ადამიანებთან თანამშრომლობის, კომპრომისის, გაგებისა და ჰარმონიის განვითარებას ასწავლით.   

იუნონა, ზოგადად, პარტნიორს (ან იმ თვისებებს, რასაც პარტნიორს მივაწერთ) წარმოადგენს, მაგრამ სხვა ფაქტორებისდა მიხედვით, ასტეროიდმა, შესაძლოა, განასახიეროს ნებისმიერი ერთი-ერთზე ახლო ურთიერთობა, როგორიცაა მასწავლებლისა და მოსწავლის, თერაპევტისა და კლიენტის, ბიზნეს-პარტნიორებისა თუ მეგობრების ურთიერთობა. ამასთან, როცა იუნონა ,,მნიშვნელოვან პარტნიორს” გულისხმობს, არ არის აუცილებელი, წყვილი კანონიერ ქორწინებაში იყოს, როგორც ეს მითის შემთხვევაში მოხდა., ცვალებადი სოციალური ადათების დღევანდელ სამყაროში, ნებისმიერი თანაცხოვრება, იქნება ეს ჰეტეროსექსუალური თუ ჰომოსექსუალური, იუნონას ურთიერთობად კვალიფიცირდება. 

ტრანზიტის თვალსაზრისით, იუნონა ურთიერთობათა ჩასახვის ეტაპს განასახიერებს ისევე, როგორც კრიზისისა და განშორების პერიოდებს. ის ფლირტის, ნიშნობის, ქორწინების, ქორწინების იუბილეთა და განქორწინების რიტუალებს განაგებს. სინასტრიაში, იუნონა თავსებადობის და კარმული კავშირის მთავარი ინდიკატორია. ამდენად, იუნონას, როგორც ურთიერთობის მომასწავებლის, გამოყენება ამარტივებს რუკის ანალიზის პროცესს და ძირეულ ინფორმაციას იძლევა, რომელთა მოპოვება ურთიერთობის ტრადიციული მმართველებისგან (ვენერა, მარსი, მზე, მთვარე და მეხუთე, მეშვიდე და მერვე სახლების გადაკვეთები) არ არის შესაძლებელი.

იუნონას და მთვარისა და ვენერას გამოხატულებებში, როგორც ეს რუკის ტრადიციულ ინტერპრეტაციებშია მოცემული, ასტროლოგებმა, შესაძლოა, მსგავსებები დაინახონ. ეს მსგავსებები არსებობს, ვინაიდან მთვარე ფემინური ენერგიის საფუძველია, ვენერა კი მთვარის აქტიურ სექსუალურ გამოხატულებას წარმოადგენს, საიდანაც იუნონა აღმოცენდება. მიუხედავად ამისა, იუნონა მთვარე-ვენერას ენერგიის სპეციფიკურ დიფერენციაციას წარმოადგენს, რაც მისი, როგორც ცოლისა და პარტნიორის, როლით არის გამოვლენილი.

 

იუნონას ერთგულება

 

როგორც მითოლოგიის განყოფილებაშია მოცემული, იუნონა ურთიერთდაკავშირებულობის უნივერსალურ, სამმაგ ციკლს გამოხატავს, რომელიც პარტნიორთან ერთიანობისა და მასთან განშორების თანშობილ რიტმს განასახიერებს. ქალის ცხოვრების სამ ცალკეულ სტადიასთან ერთად, იუნონას სამი ასპექტი – Parthenia (ქალიშვილი), Teleia (პატარძალი) და Chera (ქვრივი) – გულისხმობს იმ ბუნებრივ რიტმს, რომელიც მის ქორწინების მდგომარეობას ახლავს. იუნონა ციკლურად აღიდგენს თავის ქალწულობას პატარძლის აბაზანაში ან წმინდა ნაკადულში, რათა, როგორც პატარძალი, საქორწინო სქესობრივი აქტისთვის მოემზადოს. ეს ციკლი კულმინაციას აღწევს იუპიტერთან კონფლიქტსა და განშორებაში, მერე კი იუნონა იზოლირდება და იმალება. იუნონას განშორებაში უკან დაბრუნებისა და შერიგების იმედია ნაგულისხმევი.   

ფემინურობის, როგორც პარტნიორისა და ცოლის, ფსიქიკური განვითარების სიმბოლოდ შეიძლება, ქალღმერთების, ლილითის, იუნონასა და ფსიქეს თანმიმდევრული სტადიები გამოვიყენოთ. მართალია, ლილითმა ადამთან გადაწყვიტა დაქორწინება, მან, კონფლიქტის აღმოცენებისას, მისი დატოვება ამჯობინა და დაქვემდებარებულ ცხოვრებას იზოლაცია და მარტოობა არჩია. იუნონამ დაიწყო ურთიერთობა და, მართალია, ჭეშმარიტი ბედნიერებისა და კმაყოფილებისთვის არასდროს მიუღწევია, მან აჩვენა მზაობა, კონფლიქტების მოგვარების მიზნით, განშორებიდან უკან დაბრუნებულიყო. ამ ერთგულებამ შეუქმნა საფუძველი ფსიქეას, განეხორციელებინა სულიერი ერთობა თავის საყვარელთან, ეროსთან.  

ამდენად, იუნონა ასტროლოგიურად მოასწავებს სერიოზულ ურთიერთობას, საიმედოობას, ლოიალობას, ერთგულებასა და, განქორწინების და დაბრუნების კონტექსტში, ურთიერთობაში დარჩენის მზაობას. 

 

იუნონას ოკულტური სწავლებანი

 

ოკულტურ დონეზე, იუნონა ერთგულ ქორწინებაში, სექსუალური ენერგიის სპირიტუალურ გამოყენებას გვთავაზობს. საწოლი იუნონას ტაძრის ცენტრში, სიმბოლოა ქორწინების შემდგომი სქესობრივი აქტის რიტუალური განსხეულებისა. იუნონა ფლობს სექსის ტანტრული პრაქტიკებისა და სრულქმნილების მდგომარეობის საიდუმლო სწავლებებს, რომელთა რეალიზებაც ამ გზის გაყოლითაა შესაძლებელი.  

ჭეშმარიტად ოკულტური თვალსაზრისით, ქორწინება ტრანსცენდენტურობის გზაა, რომელიც ეგოს განცალკევებულობის ტრანსფორმაციას ახდენს უფრო დიდ მთელში. საქორწინო ცერემონია წმინდა რიტუალია, რომელიც განცალკევებულ მე-ებს მესამე საზრისში აერთიანებს და ბევრი ქიმიური რეაქციის მსგავსად, ეს პროცესიც შეუქცევადია. იუნონას სპირიტუალური ნიჭი თითოეულ პარტნიორს საშუალებას აძლევს, ქორწინების კავშირი გამოიყენოს პლატფორმად, რითაც ყოველგვარი სიცოცხლის მომცველი ღვთაებრივი სიყვარულის ერთობაში შეაბიჯებს.

 

იუონონას ფსიქოლოგიური თემები

 

ურთიერთდაკავშირებულობის პრინციპი

ურთიერთობა, როგორც თვით-გამოხატვა / თავისუფლება და თანასწორობა / ინტიმურობა და გაზიარება / ორმხრივი ნდობა და გაგება / ურთიერთობათა ახალი ფორმების შექმნა

 

პათოლოგია ურთიერთობაში

ორგულობა / ეჭვიანობა / დაქვემდებარებულობა / ღალატი / ემოციური მიჯაჭვულობა და მესაკუთრეობა / ემოციური და სექსუალური ძალაუფლების თამაშები / პროექცია და რეფლექსია / ძალაუფლების დათმობა / ძალაუფლების აღდგენის მცდელობა / იდენტიფიკაცია პარტნიორის ან შვილების მეშვეობით / უკამყოფილო ქალი / უჩინარი მანიპულაციები / ფემინური ეშმაკობები

 

ოკულტური თემები

ტანტრული სექსუალობა / სულიერი პარტნიორები / ქორწინება, როგორც ალქიმიური ერთობა / სპირიტუალური ურთიერთობები

 

ტრანსფორმაციის თემები

განშორება და დაბრუნება

        

 

ავტორი: დემეტრა ჯორჯი “ასტეროიდი ქალღმერთები”

SHEN ©

 

 

admin
admin@shen.ge
No Comments

Post A Comment