ირა კოხრეიძის ინკლუზიურ თეატრი.

დაარსდა 2015 წელს.

დამფუძნებლები: ირა კოხრეიძე, გიორგი მიქაბერიძე.

დასში გაერთიანებულია 25 ადამიანი, რომელთა შორის 15-მდე მსახიობი სპეციალური საჭიროების მქონე პირია(შშმ). მათი ასაკი 14 დან 30 წლამდეა (დაუნის სინდრომი, აუტისტური სპექტრი, უსინათლო, თალასემია და ..) ასევე დასში გაწევრიანებულია ტიპიური განვითარების მსახიობები და ხელოვანები.

რეპერტუარში უკვე ოთხი სპექტაკლია. რომელთა პრემიერა და დადგმა რუსთაველის თეატრის სცენაზე წარმატებით გაიმართა.

მათი მიზანია გარდატეხის მოხდენა  ინკლუზიურ ხელოვნებასა და პედაგოგიკაში.  ძალზედ მნიშვნელოვანია ინკლუზიური ხელოვნების უმაღლეს ხარისხამდე აყვანა, რაც დაარღვევს გარკვეულ სტერეოტიპებს ამ სფეროში.  მაღალი დონის, ხარისხის, მხატვრული ღირებულების და მაღალი სტანდარტების სახელოვნებო პროდუქტის შექმნა  შშმ პირებისთვის საზოგადოებაში რეალური ინტეგრაციის ღირსეულ მაგალითად იქცევა.   

თეატრის სრულფასოვანი მუშაობის გასაგრძელებლად საჭიროა თქვენი დახმარება და მხარდაჭერა.

ფონდის საბანკო ანგარიში:

თიბისი ბანკი: GE72TB7251336080100007

ფონდი „ნიკე-თანამედროვე ხელოვნების განვითარებისათვის“