16 Nov თუ არის სასჯელი – არსებობს დანაშაული
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_social-share/templates/social-share.php on line 118
Deprecated: urlencode(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_social-share/templates/social-share.php on line 118
არ გიფიქრიათ რატომ უშვებს ადამიანი შეცდომებს? რატომ აკეთებს სიბოროტეს? რატომ უხვევს თითქოს ბუნებრივი – სიყვარულის და სიკეთის გზიდან?
დანაშაულის ჩადენის მთავარი მიზეზი არცოდნაა. ადამიანმა რომ იცოდეს, ის არ შეცდებოდა მაშინ…!
როდესაც ადამიანი იბადება მან ბავშვობაში არაფერი იცის, ძალიან ცოტა რამ ცხოვრებაზე და რაცარუნდა მორალი უკითხონ მშობლებმა ბავშვს, მან თავის გზა უნდა გაიაროს, თავის შეცდომები დაუშვას, რომლის შედეგადაც ბევრი რამ ეტკინება, მაგრამ მთავარია ამ გზაზე ისწავლის.
თუ ვინმე დიდ სიბოროტეს აკეთებს, ეს ნიშნავს რომ ეს ადამიანი უცოდინარია, ზედმეტად ზედაპირულია და ადამიანურობა მასში არაა განვითარებული. ეს ნიშნავს რომ მან უნდა ისწავლოს თავისი სიბოროტის შედეგებზე და ამით გააცნობიეროს რა არის სწორი და არასწორი.
მაგრამ ადამიანები, რომლებიც არ არიან თავადაც მიჩვეულები ტკივილის ატანას, ხშირად სხვებსაც ხელს უშლიან ამ გზაზე განვითარებასა და გაწმენდაში. მხოლოდ დამნაშავე ვერ იზამს იმას, რომ ისწავლოს თავის სასჯელის წყალობით, სოციუმიც, საზოგადოება, გარემოც მას სწორად უნდა მიუდგეს, არ უნდა წაახალისოს მისი ქცევა და დათური სამსახური არ გაუწიოს. კი ცხოვრებამ მან მოუვლინა ტანჯვა, მაგრამ ვითომ მისმა კეთილისმსურველმა უვიცმა ადამიანებმა, ის გამოიყვანეს ამ ტანჯვისგან და აარიდეს ის, რასაც რეალურად უნდა ესწავლებინა ამ ადამიანისთვის.
შესაბამისად, მშობლების არასწორი ქცევა ბავშვის მიმართ, ადამიანების უმეტესობას ახალისებს ბოროტებაზე და ისინი ადგებიან ბნელ გზებს და ჰგონიათ ეს შერჩებათ, არ იციან რომ სამყარო არავის არაფერს არ პატიობს, რადგან მას თანასწორად უყვარს ყველა და სიყვარულის საწყისს სურს გაასიყვარულოს ადამიანები. მაგრამ ამ დროს მშობელმა უნდა გააცნობიეროს, რომ კი შენ გიყვარს შენი პატარა, მაგრამ სამყაროს უფრო ჭეშმარიტი სიყვარულით უყვარს ის, შენი სიყვარული კი ეგოისტურია. ამიტომაც, ის აუცილებლად მოუვლენს მას უამრავ ტკივილს, რომ ისწავლოს და გაიზარდოს მათი საშუალებით.
ბევრ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, რომ ისინი მიუხედავად ყველაფრისა ყველას მაინც სიყვარულით ექცევიან და ამას ისე ამბობენ, თითქოს კარგ რამეს აკეთებენ იმდენად სულგრძელები და დიდებულები არიან. ამპარტავნების წვრილ ძაფზე სიარულს არავის ვურჩევდი. რეალურად კი, როდესაც ადამიანი აშკარად არასწორად მოიქცა, ტკენს სხვას, ტკენს საკუთარ თავს – თესავს ბოროტს, არ შეიძლება მისი დაიგნორება და წახალისება. ზოგს ეშინია სიმართლის თქმის, რადგან ეშინია მეორე ადამიანის რეაქციის. მაგრამ ფაქტია, სამყაროს კანონზომიერებას ვუშლით ხელს, როდესაც სიბნელეს ხელს ვაფარებთ და ბოროტებას ვიცავთ.
კი ყველაში არსებობს სინათლის მარცვალი და შეიძლება განიცადო აბსოლიტური სიყვარული კაცობრიობისადმი, ადამიანისადმი, მაგრამ სწორედ თუ გიყვარს ის ადამიანები, ვერ წაახალისებ მათში ქცევას, რომელიც მათვე ღუპავს და წამლავს მათ გარშემომყოფებსაც. სიმართლის თქმას, სიმართლის ქმნას ძალიან დიდი ძალა სჭირდება, მაგრამ ეს არის სწორი გზა , სხვა გზაზე სიარულით კი თავად დავიმსახურებთ სასჯელებს. კი ყველას აქვს თავისი გასავლელი გზა, მაგრამ როდესაც სხვის ‘დემონებს’ თავზე ხელს ვუსვამთ, ჩვენი სულის სინათლეც კლებულობს ამის შედეგად.
ჩვენი საქმე არაა ვიღაცის განსჯა, მაგრამ ჩვენი საქმეა ხელი შევუწყოთ სიყვარულის გავრცელებას. თუ ადამიანი ყველას ექცევა ბოროტად, მაგრამ ისინი უთმენენ, რატომ დაფიქრდება ეს ადამიანი რომ რაღაც შეცდომას უშვებს? კი სწორია ასეთი ადამიანის გარიყვაც ხშირად, ან იმ სიყვარულზე უარის თქმა რომელსაც იღებდა, რომ დარჩეს საკუთარ თავთან მარტო და გააცნობიეროს რა შეცდომები დაუშვა. არ ვამბობ რომ ადამიანი უნდა ვაწამოთ, ან დავსაჯოთ. ეს ცხოვრების საქმეა, მაგრამ როდესაც თქვენთან დაიწყებს შეცდომის დაშვებას მას სწორად უნდა უპასუხოთ.
თუ ვინმეს სწორი აინტერესებს რა არის, ან სიმართლე ცხოვრებას მოუსმინოს. ცხოვრება ზუსტად პასუხობს ყველა ადამიანს და ზუსტად იცის ვის რა მისცეს, რა ჩამოართვას, რით დასაჯოს, თუ წაახალისოს. როდესაც ჩვენ ადამიანს, რომელსაც ცხოვრება სჯის, იმიტომ რომ მისმა სულმა კათარზისი განიცადოს ხელს ვუშლით ამ სასჯელის მიღებაში, ეს ამპარტავნებაა და არა სიყვარული, ან სიკეთე.
ამიტომაც სულ ვამბობ, რომ ყველანი იქ ვართ სადაც უნდა ვიყოთ, ის კავშირები გვაქვს რომელიც დავიმსახურეთ და ერთადერთი გზა ტკივილის, ტანჯვის დასრულების, არის დავიწყოთ გაცნობიერება და ცხოვრებას, რომელიც გვასწავლის და ცდილობს ჩვენში დაწვას ყველა სიბნელე და სინათლეს გვაზიაროს, გულისყურით მოვუსმინოთ, რომ აღარ მოგვიწიოს ეკალბარდებიან გზებზე სიარული.
ზოგი ამისგამო ვარდება თვითგვემაში, რომ აი რა ცუდია და დაიმსახურა ყველაფერი, მაგრამ ესეც ნარცისიზმის ერთერთი სახეა. რა შუაშია თვითგვემა? სასჯელი იმისთვის არსებობს, რომ შეცდომა გავაცნობიეროთ და აღარ დავუშვათ, და არა დავტკბეთ ტანჯვით და მაზოხისტურად ვისიამოვნოთ ჩვენი დაცემით.
არის ტანჯვა? ტკივილი? არის შეცდომა. ეს ვინმეს არც ცუდ ადამიანად აქცევს, არც ცოდვილად. ეს ნიშნავს, რომ ჯერ ვერ ისწავლე სათანადოდ ცხოვრება და ვერ გაიკვლიე სიმართლის, ჭეშმარიტების გზა. ბევრია ვისაც ჰგონია სხვისგან მომდინარეობს ტკივილები, ტანჯვა. გარედან მომდინარეობს, მაგრამ არა. სადაც არსებობს განსაცდელი, სასჯელი, იქ აუცილებლად არსებობს შეცდომა, უცოდინრობა.
ის ვინც იძირება ტკივილში, იწყებს მისით ტკბობას – ვეღარ სწავლობს იმას, რისთვისაც ტკივილი მოვიდა. სასჯელის სწორად მიღება, ტკივილისთვის თვალის გასწორება არის კათარზისის განცდის ერთადერთი გზა. ყველაზე დიდ შეცდომად სწორედ სამყაროს უნდობლობა და ცხოვრებისადმი ურწმუნო დამოკიდებულება მგონია. ეს იწვევს ყალბი უსამართლობის შეგრძნებას, რომსლიც ილუზიურია. ადამიანი უმხედრდება ცხოვრებას და მას უსამართლოს უწოდებს, როცა რეალობა ყოველთვის ისეთია, როგორიც გვესაჭიროება იმისთვის, რომ ვისწავლოთ და გავიზარდოთ.
ამიტომაც უნდა იყოს ადამიანი ფხიზელი, მომთმენი და თავმდაბალი, რომ მიიღოს ის, რაც ხდება მის ცხოვრებაში, დაიტიოს, გააცნობიეროს, თვალი გაუსწოროს და გაიზარდოს ამის შედეგად. რეალობის მიღება ამიტომ არის წამალი, გინდ შენი, გინდ სხვისი და გინდ კაცობრიობის.
თუ ვინმეს ჰგონია რომ აქ რამე არასწორად და უსამართლოდ ხდება, ნიშნავს რომ აკლია სიღრმე დაინახოს ჭეშმარიტი ციკლი სიცოცხლის და დაინახოს რა არის ამ ყველაფრის მოტივი, მიზეზი და საფუძველი. კი ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს და ამასთან კამათი, უბრალოდ სამზადისია ახალი ტანჯვისთვის, მანამდე სანამ ადამიანი არ დაიღლება თავის მოტყუებისგან, ტანჯვისგან და არ აღიარებს რომ რეალობა ყველაზე დიდი სიმართლე და ჭეშმარიტება იყო, არის და იქნება ყოველთვის.
No Comments