';
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_portfolio-list/templates/parts/lightbox.php on line 9
zoom

Editorial

თმის იდუმალი ძალა

თმის იდუმალი ძალა

ჩვენ გვაქვს უნიკალური სხეული რომლის შესაძლებლობის ალბათ 10%-საც ვერ ვიყენებთ რადგან ძალიან ზედაპირული ცოდნა გვაქვს მის შესახებ. რატომღაც საზოგადოებაში ისეთი ცრურწმენა ჩამოყალიბდა რომ რაღაც ასაკამდე უნდა ისწავლო და ადამიანები ვინც მუდმივად ნვითარდებიან და სწავლობენ ირონიული დამოკიდებულებაც კი უჩნედებათ მათ მიმართ – ‘რა არის მარად მწვანე სტუდენტი ხარ?’ / ‘ყველაფერი უნდა ისწავლო?’…

არადა სწორედაც რომ სწავლისთვის ვართ ამ სამყაროში მოსულები და არ არსებობს ერთი დღე რომელიც სწავლის გარეშე უნდა გავატაროთ.

ყველა სწავლების თუ მეცნიერებას შორის თვითშემეცნება უმაღლესია რადგან, სანამ ზუსტად არ იცი რისგან შედგები, რისგან შედგება შენი ენერგეტუკული სხეული, როგორ მუშაობს შენი ფსიქიკა და ზოგადად, ვინ ხარ და რა გინდა, შენს გარშემო მუდმივად ქაოსი იქნება.

ჩვენი სხეულის შესწავლა თვითშემეცნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანია, რომელსაც როგორც უძვირფასეს ინსტრუმენტს ისე უნდა მოვუაროთ, ყოველდღიური პრაქტიკის გარეშე არ არსებობს ჯანმრთელი სხეული. როგორც ყოველი დაკვრის წინ ვაწყობთ გიტარას ასევე ყოველი დღის დასაწყისში უნდა ვაწყობდეთ ჩვენს სხეულს. ჩვენ იმდენად გაუხეშებული გვაქვს ნერვული სისტემა და ისე ზედაპირულად შევიგრძნობთ სამყაროს, რომ ვერც კი ვამჩნევთ, როგორი აშლილები დავდივართ მთელი ცხოვრება და მერე გვიკვირს, რომ 25 წლის ასაკიდან რატომ გამოდის არაეთი ორგანო მწყობრდან.

იდინიელი მსახიობი, რიკ მორა

დღეს მინდა მოგიყვეთ  ჩვენი სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის – თმის ფიზიკური და მეტაფიზიკური დანიშნულების შესახებ. ჩვენი შეზღუდული ცოდნის გამო უმეტეს ჩვენთაგანისთვის თმას უბრალოდ  ესთეტიური დატვირთვა აქვს  და ვიყენებთ როგორც მოდის აქსესუარს. 

თმის 3% წყალია, ხოლო 97% ცილა. ცილა – კერატინი, გამდიდრებულია გოგირდითა და მიკროელემენტებით (რკინა, სპილენძი, თუთია, ქრომი, მარგანეცი) აგრეთვე ვიტამინებით A, B, P, C, T. თმა ცოცხალი სუბსტანციაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოჭრის, მოგლეჯის, ან რაიმე სხვა სახის დაზიანების დროს ადამიანი ვერ გრძნობს ტკივილს.

თმა არ მარაგდება სისხლით, არ არის დაკავშირებული კუნთებთან და ნერვულ ბოჭკოებთან, თუმცა მას თვითწარმოქმნის უნარი გააჩნია იმ ცოცხალი უჯრედების ხარჯზე, რომელიც მდებარეობს თმის ძირში – ღრმა დერმაში გაზრდილი, ჯანსაღი თმა, ჩვეულებრივ მტკიცე და მკვრივია. თმის გაწელვა მისი სიგრძის 1/5-ითაა შესაძლებელი, რის შემდეგაც იგი უბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას. სიმტკიცით თმა ალუმინს უტოლდება და მის ერთ ღერს შეუძლია გაუძლოს 100-დან 200 გრ-მდე დატვირთვას.

გარდა იმისა რომ თმა თავს იცავს მზის, სიცივის ზემოქმედებისგან და გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს იგი ჩვენი ნერვული სისტემის გაგრძელებაა და როგორც უაღრესად განვითარებული ტიპის ანტენა იგი გადასცემს დიდი ოდენების ინფორმაციას ტვინის ლიმბურ სისტემას და ნეოკორტექსს.

მეცნიერულად დამტკიცებულია რომ ადამიანები ვინც გრძელ თმას ატარებენ ენერგიულები და ნაკლებად დეპრესიულები არიან. მოკლე თმის შემთხვევაში ორგანიზმი უდიდეს ენერგიას ხარჯავს. ვინც თმას რეგულარულად იჭრის მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი სხეული იძულებულია 22 მეტრის სიგრძის თმა წარმოქმნას. 

თმა უდიდეს როლს ასრულებს ჩვენ სხეულში ელექტრომაგნიტური ენეგრიის გავრცელებაში. ბავშვობაში დაგიშლიათ რადიო და გინახავთ სპილენძის დახვეული მავთული? : ) სულ მაინტერესებდა რატომ იყო ასე ლამაზად დახვეული.  ეს რადიოს მნიშვნელოვანი ნაწილი – ინდუქტორია. ინდუქტორი აღძრავს ელექტრომანგნიტური დენის მიღებას და რადგან ენერგია სპირალურად მოძრაობს, როდესაც სპილენძის მავთულს ვახვევთ სიგნალი უფრო ძლიერდება. ასევეა ჩვენი თმა, იგი ერთგვარ ანტენას წარმოადგენს და რაც უფრო დიდი ენერგია გადის უფრო ხვეულია. სამურაები და იოგები ტყუილად კი არ ატარებენ დახვეულ ‘კოსას’ ბინდუს ენერგეტიკულ წერტილზე. ; )

ინფორმაციის გადაცემის და მიღების გარდა თმას ასვე ენერგიის ემანაციის უნარი აქვს, იგი ასხივებს სხვადასხვა ენერგეტიკულ პატერნებს, რომლის დანახვა კირილიანის ფოტოგრაფიის დახმარებით შესაძლებელია.

 

Our hair fashions might be just a trend, but if we investigate, we may find that we have been depriving ourselves of one of the most valuable sources of energy for human vitality… When the hair on your head is allowed to attain its full, mature length, then phosphorous, calcium, and vitamin D are all produced, and enter the lymphatic fluid, and eventually the spinal fluid through the two ducts on the top of the brain. This ionic change creates more efficient memory and leads to greater physical energy, improved stamina, and patience… 

Yogi Bhajan 

 

მკვიდრი ამერიკელი ინდიელები, ქალებიც და მამაკაცებიც უდიდეს პატივს სცემდნენ თმას. მათ სჯეროდათ რომ თმა მათი აზრების და განზრახვების გამაძლიერებელი იყო. ის თუ როგორ ვარცხნილობა ჰქონდათ, გამოხატავდა მათი აზროვნების მდგომარეობას. დაწნული (აზროვნების ერთიანობა), შეკრული (ფიქრებისგან დაცვა), ფერი (განზრახვის სიმყარე). დამპყობელების მრიდან თმის მოჭრა წარმოადგენდა უდიდეს დამარცხებას და დამცირებას.

ასევე ადამიანის თმაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნათლად აისახება. თუკი თმას ზრდის საშულაებას მივცემთ და არ შევიჭრით ის კონკრეტულ სიგრძემდე გაიზრდება და შემდგომ შეწყვეტს ზრდას. თითოეულ სხეულს ინდივიდულური სიგრძე ესაჭიროება.

ვიეტნამის ომის დროს ამერიკის მთავრობამ დაიქირავა მკვიდრი ინდიელები, მათი ზემგძნობელობის და ინტუიციური შესაძლებლობების გამო, მაგრამ როდესაც თმა გადაპარსეს და ვიეტნამის ჯუნგლებში გაუშვეს მათ ის უნარები აღარ გააჩნდათ. 

შეიქმნა ტესტირებების მეცნიერული ჯგუფი, რათა გამოეკვლიათ ‘მტრის მზვერავი’ ინდიელების უნარები თმის შეჭრამდე და თმის გადაპარსვის მერე  და დარწმუნდენ, რომ თმა მათი ზეუნარების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რის შემდეგაც ინდიელი მზვერავებისთვის ნებადართული გახდა გრძელი თმით ომში მსახურება.

 

ავტორი: ნინო ტოგონიძე

admin
admin@shen.ge
No Comments

Post A Comment