04 Apr დედა გაიასთვის
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_social-share/templates/social-share.php on line 118
Deprecated: urlencode(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_social-share/templates/social-share.php on line 118
ბერძნულ მითოლოგიაში გაია იყო უპირველესი ქალღმერთი,ნედლი, მატერიალური ენეგიისა. თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ უსაზღვრო ქაოსი, ბუნდოვანი ეთერი, ჰესიოდეს მიხედვით იგი პირველად თავისთავად გამოეყო ქაოსს და შვა ურანოსი, მთები, პლანეტები და ყველა სიცოცლხლის ფორმა რაც დედამიწაზე არსებობს. იგი შემოქმედის ფემინური ასპექტია ჩვენი უნივერსალური დედა რომელიც უპირობოდ ზრუნავს ჩვენზე. იგია გამოხატული ბუნების ყველა ქმნილებაში ყოველ მცენარეში თუ ცხოველში. კაცობრიობის განვითარებამ უდიდესი დისბალანსი შეიტანა სამყაროს ჰარმონიულად არსებობაში, რადგან იგი კოლექტიურად უფრო მასკულინური ხაზით პროგრესირდა.
სამყარო ორი ფუნდამენტური ენერგიისგან შედგება მასკულინური და ფემინური იგივე ინ და იან ერეგიები, როგორც კომპიუტერულ პროგრამირებაში ვიყენებთ 1 და 0 ასევე ‘ინ’ და ‘იან’ ენერგიები წარმოადგენს ჩვენი სამყაროს კოდირების ენას.ეს ძალიან ფაქიზი ენერგიებია და მისი აღქმა ადამიანების ურმრავლესობას უჭირს. ინ ენერგია სუბსტანციაა იანი კი მოძრაობა, მაგალითად ზღვა ინ ენერგია ხოლო ტალღები იანი.ეს ორი განუყოფელი დაამავედროს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთკომფლიქტური ძალები არსებობენ ყველა მოქმედებაში. ისინი სიმბოლიზირებენ ორ საწინააღმდეგო ენერგიას, რომლებიც თავიანთი მონაცვლებლობით და ურთიერმოქმედებით წარმოადგენენ სამყაროს დინამიკას. ეს სიმბოლიკა მეტყველებს, რომ რეალობა შედგება ურთიერთსაწინააღმდეგო ზემოქმედებითა და ურთიერთ საწინააღმდეგო პრინციპებით. „ინი“ და „იანი“ ერთმანეთზე დამოკიდებულნი არიან. ქმნიან რა მუდმივ მოძრაობას, ვიბრირებენ ისე, როგორც ტალღა და ხელს უწყობენ ურთიერთჰარმონიას, როგორც ქალი და მამაკაცი არიან პარტნიორები სიცოცხლესა და სიყვარულში. „ინი“ და „იანი“ არა მარტო საწინააღმდეგონი არიან, არამედ ისინი ჰარმონიულად ავსებენ ერთი მეორეს. „ინი“-სა და „იანი“-ს ურთიერთმოქმედება განიხილება, როგორც უსასრულო სიკვდილის და სიცოცხლის ციკლური პროცესები. ჯამრთელი სხეული დაფუძნებულია სრულყოფილ წონაწორობაზე ინსა და იანის შორის. ხოლო როდესაც ბუნებისგან შექმნილი ეს ბალანსი ირღვევა, ჩნდება ავადმყოფობა.
სწორედ ასე დაავადდა ჩვენი კოლექტიური ცნობიერება რადგან ჩვენ ასწლეულების მანძილზე რეპრესირებას ვუკეთებდით ინ ენერგიებს, მუდმივად ომის რეჟიმში ვიყავით, იდეოლოგიებზე და პროგრესსზე ორიენტირებულები, მუდმივად სამსახურზე და გემებზე კონცენტრირებულები. დაუმორჩილებელი სიხარბიე და კონსუმერიზმი ჩვენი უსაყვარლესი დედამიწის ხარჯზე გადაგვქონდა. დავაზიანეთ ეკოსისტემა, შევარყიეთ კლიმატი რათა ბოლომდე გამოგვეწოვა ბუნებრივი რესურსები. უპასუხისმგებლო სამომხმარებლო პრაქტიკის შედეგად ათასობით არსება ვაზარალეთ. ღარიბი უფრო ღარიბდებდებოდა რადგან კორპორატიული ინტერესები საზოგადოებრივ აზრზე მოქმედებს რათა პოლიტიკის ფორმირება მოახდინოს, რომელსაც სარგებელი მხოლოდ მდიდრებისთვის მოქონდა. ჩვენ გვეზიზღებოდა და გვეშინოდა იმის რაც არ გვესმოდა, ჩვენ ჩვენი უსაშინლესი თვისებების პროექცირებას ვახდენით ჩვენივე ‘მტრებზე’ რათა მათზე ძალადობა გაგვემართლებინა, სხვების ხარჯზე ჩვენი რესურსების მარაგს ვზრდით და ვზრდით, ვაიგნორებთ სხვა ადამიანების ტანჯვას და დაუფიქრებლად ვაგრძელებდით ჩვენი პლანეტის, ქვეყნის და ქალაქების დაბინძურებას. ეს პრობლემა მარტო დასავლეთის ან აღმოსავლეთის არ იყო, ამ პრობლემაში ყველანი ვმონაწილეობდით ჩვენი უმოქმედობით!
დღეს რაც ხდება ჩვენს გარშემო ჩვენი კოლექტიური ცნობიერების ანარეკლია.ჩვენ ჩვენი ინდუსტრიული ზრდით და პოლარული განვითარებით გადავიქეცით დედამიწის სიმსივნედ. ეს ვირუსი კი მისი ანტისხეულებია რომელიც მის განკურნებას ემსახურება.
ჩვენ ემოციებზე წინ ინტელექტი დავაყენეთ, სხეულზე წინ გონება, თანამშრომლობაზე წინ იერარქია, უპირობო სიყვარულზე წინ თაყვანისცემა, სიბრძნეზე წინ იდეოლოგია, ბუნებაზე წინ სოციალური სტრუქტურები, ეკოლოგიაზე წინ ეკონომიკა, ერთიანობაზე წინ იზოლაცია და რეალურზე წინ იდეალური..
ამ სამყაროში კანონზომიერება უპირველესია, ვინც კოსმოლოგიას და ციკლებს შეისწავლის მისთვის ეს მოვლენები სურპრიზრს არ წარმოადგენს. 10 იანვარს უდიდესი სტელიუმი შედეგა თხის რქის თანავარსკვლავედში რომელიც უდიდესი რყევების მომტანი იყო მაშინ ჩემ ამ სტატაიაში დავწერე კიდეც კაცობრიობას კარმა დაუბრუნდებათქო. პლუტონის და სატურნის შეერთება ყოველთვის უდიდესი ტრანსფორმაციების და ცვლილებების მომტანი იყო და მაგალითებიც მაქვს მოყვანილი.
თუკი დროზე არ გამოვფხიზლდებით და არ გავიაზრებთ რასაც უკვე ასე უმკაცრესად გვაჩვენებს სამყარო როგორც კიბოს ისე მოგვკვეთავს ბუნების ძალები დედამიწას. სატურნი ჩვენი დიდი მასწავლებელი გვიწესებს სოციალურ შეზღუდვას რათა კოლექტიურად ინ(ფემინური) ენერგიების ინტეგრაცია მოვახდინოთ. იგი პირველ რიგში გვასწავლის შეჩერებას, დაფიქრებას, თანაგრძნობას, მოთმინებას, გვასწავლის ბუნების დაფასებას და მასთნ ჰარმონიულად ცხოვრებას, გვასწავლის გონების გაჩერებას და გულის მოსმენას, ინტუიციის განვითარებას და უმთავრესად სამყაროს სულის amina mundi-ის შეცნობას და პატივისცემას.
თბილისის დროით ეს ხდება 5 აპრილს, დილის 6:45. არ გავუშვათ ეს შანსი ხელიდან და შევუერთდეთ გლობალურ მედიტაციას მსოფლიო მაშტაბით. ამ დროს მილიონამდე ადამიანი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ერთდროულად იმედიტირებს დედამიწისთვის.მნიშვნელობა არა აქვს, მედიტირებ თუ არა. თუ პირველად აკეთებ, შეგიძლია გიდირებული მედიტაციას მიჰყვე: https://www.youtube.com/watch?v=zG2MmmiUJ-Y
სასწაული არის დედამიწა, სასწაული არის მისი ბუნება, მისი არსი, სასწაულები ვართ ჩვენ და შეგვიძლია მასობრივი საწაული მოვახდინოთ.
მედიტაციის დეტალები:
გთხოვ ხელი შეუწყო ამ ინფორმაციის გავრცელებას, გააზიარე, მოიწვიეთ მეგობრები, გაუგზავნე პირად შეტყობინებებში, თუ გაქვთ ბლოგი ან იუთუბ ჩენელი დაწერე ან ჩაწერე ვიდეო.
სიყვარულით.
მოუსმინოთ გაიას, მოვეფეროთ და გული გავუღოთ ჩვენს უნივერსალურ დედას.
ძალიან სიმბოლურია და არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო რომ დღეს დედაჩემის დაბადების დღეა, გილოცავ დედა, შენ ჩემთვის ყოველთვის უდიდესი ინსპირაცია იყავი ნამდვილი ქალურობის, შენ მასწავლე უპირობო სიყვარული, თავმდაბლობა და მოთმინება ❤️
No Comments