';
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_portfolio-list/templates/parts/lightbox.php on line 9
zoom

Editorial

გალაქტიკური ისტორიები – პლეიადები

გალაქტიკური ისტორიები – პლეიადები

პლეიადების ვარსკვლავური სისტემა

 

ასტრონომიაში, პლეიადები ანუ შვიდი და (Messier 45/ M45) ღია თანავასრვკლავედს წარმოადგენს, რომელიც შუახნის ასაკის ცხელ ბ-ტიპის ვარსკვლავებს მოიცავს და კუროს თანავასრვკლავედშია განლაგებული. ის ერთ-ერთია დედამიწასთან ყველაზე ახლო მყოფ თანავარსკვლავედებს შორის, რომლის დანახვა ღამის ცაზე ყველაზე მკაფიოდ შეუიარაღებელი თვალითაც კი შეიძლება. ამ ციურ ერთეულს სხვადასხვა კულტურასა და ტრადიციაში სხვადასხვა მნიშვნელობა გააჩნია.

სახელი პლეიადები ძველი ბერძნულიდან მოდის. მოგვიანებით, ამ სახელის მითოლოგიზირება მოხდა, როგორც შვიდი ღვთაებრივი დისა, რომლის სახელი, როგორც ცნობილია, მათი დედის, პლეიონეს სახელიდან მოდის და, ფაქტობრივად, „პლეიონეს ქალიშვილებს” ნიშნავს.

პლეიადების ცხრა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ბერძნული მითოლოგიის შვიდი დის სახელს ატარებს: სტეროპე, მეროპე, ელექტრა, მაია, ტაიგეტა, ცელენა და ალციონე, მათ მშობლებთნ, ატლას და პლეიონესთან ერთად. ჰაიადები ასვევ იყვნენ ატლასის ქალიშვილები, პლეიადების დები.

პლეიადის თანავარკვლავედები გამორჩეულ სანახაობას ქმნიან ზამთარში, ჩრდილოეთ ჰემისფეროში, მათ შესახებ ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდანაა ცნობილი მთელი მსოფლიოს კულტურებში, მათ შორის, კელტებში, მაორის ტომებში, აბორიგენ ავსტრალიელებში, სპარსებში, არაბებში, ჩინელებში, იაპონელებში, მაიას ტომებში, აცტეკებში, სიუსა და ჩეროკიში.

იაპონიაში, ეს თანავასრკვლავედი მუცურაბოშის („ექვსი დის“) სახელითაა მოხსენიებული მე-8 საუკუნის კოჯიკისა და მანიოსიუს დოკუმენტებში. იაპონიაში, ის სუბარუს (“გაერთიანების“) სახელითაცაა ცნობილი და ავტომობილ Subaru-ს კომპანიის ლოგოც აქედან მოდის

 

პლეიადების ვარსკვლავური რასები და ისტორია

 

ლირანელების ვარსკვლავურ სისტემაში სასტიკი ომების გამო, ლირანელები იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლი. მალევე, ლირას ლტოლვილებმა, რომლებიც დღეს პლეიადელების სახელით არიან ცნობილნი, პლეიადებში იპოვეს სახალი. ლირას ომებიდან მოყოლებული, პლეიადიელები რჩებიან პლანეტა ერაზე და იმ ცოდნას ითვისებენ, რაც მათმა მეგობრებმა, არქტურიანელებმა და ანდრომედიანელებმა, ასწავლეს.

პლეიადიელები ჰუმანოიდთა ძალიან ძველ რასას წარმოადგენენ. მათ დიდი ხნის წინ (ქრისტეშობამდე 225,000 წელს) აღმოაჩინეს დედამიწა და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს ჩვენს ანტიკურ ევოლუციაში, თუმცა აქედან წასვლის, ანუ ჩვენი წელთაღწრიცხვით მე-10 საუკუნის, შემდეგ, ჩვენი პლანეტის მდუმარე დამკვირვებლებად იქცნენ <3

პლეიადიელებს, ამჟამად, უკავიათ ადგილი გალაქტიკურ საბჭოში, რომელიც სამყაროს უმაღლეს ჭეშმარიტებას მეთვალყურეობს, და უცხოპლანეტელთა მშვიდობიან რასად რჩებიან. მართალია, თავიანთი მეგობრების, არქტურიანელების, მსგავსი სულიერი სიმაღლეებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ, ისინი განაგრძნობენ სულიერი მიზნების მისაღწევად საჭირო  უნარების განვითარებას. თუმცა ისინი ისეთ განვითარების საფეხურზე არიან რომ შესწევთ უნარი ჩვენს განზომილებაში უპრობლემოთ შემოვიდნენ და გავიდნენ.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, მთელი მათი ცივილიზაცია გსულია ჩვენი დრო და სივრციდან და ჩვენი წვდომის მიღმა არსებობენ. მათი ტრანსპორტირების მთავარი საშუალება გალაქტიკათშორისი კოსმოსური ხომალდებია, რომლებიც სხივური ხომალდების (Beamships) სახელითაც არიან ცნობილნი.

არქტურიანელები

დღევანდელი პლეიადელები ჰიბრიდულ რასას წარმოადგენენ: ადამიანთა მკვიდრი მოსახლეობისა, ვინც მუდამ ცხოვრობდა პლეიადების თანავარასკვლავედების პლანეტებზე და ლტოლვილებისა, რომლებიც პლანეტა ავალონიდან და ლირანელების ვარსკვლავური სისტემის სხვა პლანეტებიდან მოვიდნენ. ავალონი პირველი დოკუმენტირებული ადამიანთა სამყაროა, რომელმაც საზარელი ნგრევა განიცადა რეფტილიებისა და გრეიების ხელით. გალაქტიკური ომი ჩვენი გალაქტიკის შორეულ მხარეებში დაიწყო, რის შედეგადაც რეფტილიებმა სრულად გაანადგურეს ლირანელების მშობლიური პლანეტა ავალონი. იქიდან მოყოლებული, ბინადრებმა უსაფრთხო თავშესაფრის ძიება დაიწყეს შორეულ პლანეტებზე, რომელთაც დიდი მანძილი დააშორებდა რეფტილიების ძალაუფლებისა და კონტროლისაგან.

უსაფრთხო საცხოვრებლის ძიებაში, ლირანელები სამყაროში ცნობილ ყველაზე ძლევამოსილ რასას, არქტურიანელებს, გადააწყდნენ. სწორედ მას შემდეგ, შეიქმნა გალაქტიკური ფედერაცია, რათა უზრუნველყოფილიყო გარანტია, რომლის მეშვეობით, დაუშვებელი იქნებოდა პლანეტების სრული დესტრუქცია და გააკონტროლებდა რომ ძალთა ბალანსი ყოფილიყო პლანეტებზე რომლებსაც რეფტილიები და გრეიები აკონტროლებდნენ

ლირანელების (ავალონის ბინადრების) უმრავლესობამ თავი პლანეტა ერას შეაფარა, რომელიც პლეიადების თანავარასკვლავედშია განლაგებული. ამ პლანეტაზე, ლირანელები აქტურიანელების მიერ ნასწავლი მეთოდებით განვითარდნენ და იქცნენ რასად, რომელიც დღეს პლეიადელების სახელითაა ცნობილი. ზოგი პლეიადელი აქ, დედამიწაზეც აღმოჩნდა, მათი სურვილი იყო წარსულის ანტიკურ კულტურებთან დასახლება. ამიტომაა, რომ ზოგი დედამიწელი ძლიერ მიზიდულობას და ღრმა კავშირს გრძნობს კოსმოსურ სამყაროსთან (Starseed-ები)

ავალონი

ძირითადად, პლეადელები წარმოადგენენ ადამიანთა რასას, რომლებმაც დაკარგეს თავიანთ მშობლიურ პლანეტა – ავალონი, მათი მიზანია, მიაღწიონ სულიერების მაღალ დონეებს და ებრძოლონ „მარგინალი“ რასების დღის წესრიგს სამყაროს დადებითი ძალების მეშვეობით. მათი წარსული ისტორიიდან გამომდინარე, ისინი უპირისპირდებიან რასებს რომლებიც ნაკლებად განვითარებული პლანეტების დაპყრობას ცდილობენ.

დღესდრეობით, პლეადელები ფლობენ მოწინავე და განვითარებულ ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას აძლევს მათ დაიცვან თავიანთი ახალი პლანეტა  ერა რეფტილიებისგან (ისევე, როგორც გალაქტიკური სამშვიდობო შეთანხმებები, რომლებიც მიღებულ იქნა გალაქტიკური ფედერაციის მეშვეობით) ასევე გალაქტიკური ომის შემთხვევაში მათ ჰყავთ საბრძოლო კოსმიური კრუიზერები რომლებიც დამცავ ფარს გაუკეთებენ პლანეტა დედამიწას <3

 

როგორც ჩვენ ვიცით არაერთი დასახლებული ვარსკვლავია პლეაიდებში,

თითოეულ პლეადის ვარსკვლავურ სისტემას აქვს თავისი სპეციალობა(ები) :

 

  • ალციონ: ეს არის პლეადების  ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და მდებარეობს ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 440 სინათლის წლის მანძილზე. მისი აშკარა სიდიდეა +2.85 და ის მზეზე თითქმის 1000 – ჯერ უფრო კაშკაშა ვარსკვლავია, დაახლოებით 10 – ჯერ მეტი. პლეადის ცივილიზაციისა და მთავრობის ადგილი, სპეციალობა – შემოქმედება, მუსიკა, ადმინისტრაცია, ზოგადი და მრავალფეროვანი ინტერესები, კულტურა.

 

  • ატლასი: ეს არის პლეიადების მტევნის მეორე კაშკაშა ვარსკვლავი და მდებარეობს ალციონის მსგავსად 440 სინათლის წლის მანძილზე. მას აქვს აშკარა სიდიდე +3.62. სპეციალობა – ნავიგაცია და მოგზაურობა, ვარსკვლავების რუკა, ასტრონომია, მეცნიერება

 

  • ელექტრა: ეს არის მესამე ვარსკვლავი, თუ მას სიკაშკაშის დონის მიხედვით დავალაგებთ და ის ასევე მდებარეობს იმავე მანძილზე და დანარჩენი ორიდან. მისი აშკარა სიდიდეა +3.72. სპეციალობა – მოწინავე ტექნოლოგია, გამოგონებები, ვარსკვლავური კოდები, შაბლონების შემქმნელები და განმახორციელებლები

 

  • მაია: ეს არის ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომელსაც აქვს მოლურჯო-თეთრი ფერი და მდებარეობს დაახლოებით 440 სინათლის წლის მანძილზე, აშკარა სიდიდით + 3.87. სპეციალობა – სულიერი ცოდნის, უნივერსალური სამართლის, შამანიზმის, არქეოლოგიური პროექტები.

 

  • მეროპე: სიკაშკაშის მიხედვით იგი მეხუთეა და ეს არის ქვეგანყოფილებული ვარსკვლავი, რომელსაც აქვს მოლურჯო-თეთრი ფერი, რომლის აშკარა სიდიდე +4.14, დანარჩენებს შორის მეტნაკლებად მდებარეობს იმავე მანძილზე. სპეციალობა – პლეიდის ფსიქოლოგიურ-სულიერი განკურნების, ღვთაებრივი ფემინური ენერგიების საიდუმლოებების სახლი

 

  • აიგე: ეს არის ორობითი ვარსკვლავი, რომელსაც აქვს აშკარა სიდიდე + 4.29 და გარკვეულწილად უფრო ახლოს არის მზის სისტემასთან, 422 სინათლის წლის მანძილზე. სპეციალობა – ვარსკვლავური ფლოტის სარდლობა, მოწინავე ტექნოლოგია, ვარსკვლავების ძებნა, სამეცნიერო მოღვაწეობა

 

  • პლეიონე: ეს არის ვარსკვლავი, რომელიც დანარჩენების ანალოგიურ მანძილზეა და მზეზე დაახლოებით 190 ჯერ უფრო კაშკაშაა. მას აქვს 3.2 ჯერ მეტი რადიუსი და მისი ბრუნვის სიჩქარე დაახლოებით 100 ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე მზე.სპეციალობა – პლეიადური განსაწმენდი ვარსკვლავური სისტემა, დასვენება და განტვირთვა, სულიერი ჩაღრმავება და ჭვრეტა

 

პლეიადური კულტურა და გავლენა დედამიწაზე

 

პლეიადური და ჩვენი დამწერლობები ძალიან მსგავსია. ეს ფაქტი 11,157 წლის წინ იქნა აღნიშნული, დამწერლობის ეს ფორმა სწორედ აქ, დედამიწაზე შეიმუშავეს და შემდეგ წაიღეს შვიდ დასთან. დამწერლობის ეს ფორმა ჩვენი თანამედროვე ანბანების უმეტესობის მშობელია.

დედამიწის ყველა ენა ანტიკური პრე-შუმერული ენიდან, ტამილიდან, არის აღმოცენებული, რომელზეც ლირასა და პლეიადებში ლაპარაკობდნენ. პლეიადელებმა (ისევე, როგორც სხვა ჯგუფებმა) წარსულში შთამომავლები დატოვეს დედამიწაზე. ისინი ამბობენ რომ მზად არიან, დაგვეხმარონ, თუმცა არა იმდენად, რომ ჩვენი ევოლუცირი გზა შეცვალონ და, შედეგად, ჩვენს რასაზე გახდნენ პასუხისმგებელნი.

პლეიადელები კარგი ორატორები არიან, გამართულად ფლობენ ჩვენს ენებს და ბრწყინვალედ საუბრობენ როდესაც მსჯელობენ ჩვენს ისტორიაზე, მეცნიერებაზე და ა.შ. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად, თითქმის 10-ჯერ, აღემატება ჩვენსას. პლეიადელები არც მონეტარულ სისტემას იყენებენ არც რელიგიურს და არც პოლიტიკურს, ისინი ხაზგასმით აცხადებენ რომ პოლიტიკაც და რელიგიაც სინამდვილეში ერთიდაიგივეა.

 

განვითარებული ტექნოლოგია მათ საშუალებას აძლევთ, სამყაროს ნებისმიერ ადგილას სინათლის სიჩქარეზე სწრაფად იმოგზაურონ. მათ შესწევთ უნარი ოკეანეები და ზღვები წყალქვეშა ოპერაციებისთვის გამოიყენონ. ისინი ძაან განიცდიან რომ დღესდღობით ჩვენს მეცნიერებას ბოროტად ვიყენებთ რადგან დავკარგეთ სულიერი ცენტრი და ვერ ვიაზრებთ რამხელა მნიშვნელობა აქვს მეცნიერების და სულიერების ჰარმონიზებას. პლეიადელები, როგორც ჩვენთვის ყველაზე კეთილგანწყობილი რასა, ღელავენ, რომ ჩვენ ჩვენი უმეცრებით საკუთარ პლანეტასა და საკუთარ თავებს გავანადგურებთ.

 

პლეიადური სინათლის საბჭო

 

პლეიადური სინათლის საბჭო პირველი დიდი გალაქტიკური ომიდან დაახლოებით 200,000 წლის შემდეგ შეიქმნა. მაგ დროისთვის პლეიადურმა ცივივლიზაციამ აყვავება იწყო. არა მხოლოდ ოთხი მთავარი პლანეტა – ერა, სემჯასე, პტაა და კეცალი აყვავდა და განიცადა აღზევება, არამედ პლეიადელებმა დაიწყეს სხვადასხვა პლანეტის შესწავლა და ტერაფორმირება როგორც პლეიადების ვარსკვლავურ გროვაში ასევე მის ფარგლებს გარეთ.წორედ ამ დროს პლეიადელებმა შექმნეს პლეიადის სინათლის საბჭო (ასევე ცნობილი როგორც უმაღლესი საბჭო).

პლეიადიანების სინათლის საბჭო სულიერ, ტაქტიკურ და სამთავრობო ხელმძღვანელობას უწევს პლეიადებს. საბჭო შედგება 12 წევრისაგან თითო განყოფილებაში, ჯამში 12 განყოფილება ქმნის სულ 144 არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრს. განყოფილებებს შორის არის იერარქია, რისი მეშვეობითაც სინათლის დიდი საბჭო ხელმძღვანელობს პლანეტა – ერას.

საბჭო ასრულებს სხვადასხვა დავალებას, რომელიც აკონტროლებს პლეიადის ურთიერთობების დანარჩენ გალაქტიკასთან. პლეიადიანების სინათლის საბჭო არის სამყაროთა გალაქტიკური ფედერაციის არსებითი წევრი და უზარმაზარი გავლენა აქვს გალაქტიკური მთლიანობის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

 

 © SHEN

admin
admin@shen.ge
No Comments

Post A Comment