';
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_portfolio-list/templates/parts/lightbox.php on line 9
zoom

Editorial

ახალი ნათელი პლანეტისკენ <3

ახალი ნათელი პლანეტისკენ <3

როცა შიში გლობალური პანდემია ხდება, ტელევიზია თუ სოციალური ქსელები გამუდმებით ავრცელებენ შხამს, რომელიც ავტომატურად თავდაცვის რეჟიმში გვაგდებს, სამყარო ცივი და უსამართლო გვეჩვენება და ვცდილობთ საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტოთ, როდესაც გამუდმებით შიშს განვიცდით, კოლექტიურად ვქნით დაძაბულობის, უნდობლობის და ძლადობის ციკლს და ვცდილობთ სხვადასხვა საშუალებებით რეალობას გავექცეთ. 

მე ამ ვირუსის წინააღმდეგ აცრას გთავაზობთ და მოგიყვებით ნათელ ამბებზე რომელიც ჩვენი პლანეტის გარშემო 2018 წლის განმავლობაში მოხდა <3 იმედია თვენ იმ ადამიანების რიცხვს არ მიეკუთვნებით ვისაც მარტო საქართველოს გაბრწყინება აინტერესებს და პლანეტას საკუთარ სახლად არ მიიჩნევს ; ) 

  • სინანგოაში, ეკვატორულ ამაზონში მცხოვრებმა კოფანის ხალხმა გაიმარჯვა სამართლებლივ ბრძოლაში მდინარე აგუარიკოს სათავეების დასაცავად, სადაც ანულირება მოახდინეს  52 კონცესიისა მაღაროს შესახებ და გაათავისუფლეს ტროპიკული ტყის 32,000 ჰექტარზე მეტი ფართობი. Amazon Frontlines
  • ჩინელების 90%-მა მხარი დაუჭირა აკრძალვას, სპილოს ძვლის მოპოვების შესახებ, რის შედეგადაც მასზე მოთხოვნა თითქმის განახევრდა და ბრაკონიერობა შემცირდა ისეთ ადგილებში, როგორიცაა კენია. WWF
  • ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, ნეპალში გარეული ვეფხვების პოპულაცია თითქმის გაორმაგდა, მადლობა ბუნების დამცველებს ძალისხმევისა და დაცული ტერიტორიების დაფინანსების გაზრდის გამო. Independent
  • ინდონეზიაში გაუტყეურება შემცირდა 60%-ით, ტორფის მიწების კულტივირების აკრძალვის, ახალი სასწავლო კამპანიებისა და უკეთესი სამართალდამცავების წყალობით. Ecowatch
  • გაერთიანებულმა ერებმა განაცხადა, რომ არქტიკის თავსა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ოზონის ხვრელი სრულიად გაქრება 2030 წლისთვის, დანარჩენ მსოფლიოში კი 2060 წლისთვის. Gizmodo
  • 10 მილიარდი დოლარი გაიგზავნა ბალიში მსოფლიო ოკეანის 14 მილიონი კვადრატული კილომეტრის დასაცავად. MongaBay
  • კალიფორნიაში, მსოფლიოს ყველაზე პატარა მელა ამოღებულ იქნა გადაშენებული სახეობების სიიდან, ეს იყო გადაშენებულ სახეობებში მყოფ ძუძუმწოვართა ყველაზე სწრაფი აღდგენა. Conservaca
  • 10 წლის განმავლობაში მიმდინარე დებატების შედეგათ 2018 წელს,  140 ქვეყანა დათანხმდა მოლაპარაკების დაწყებას ‘პარიზის შეთანხმება ოკეანისთვის’ შესახებ, ეს იყო პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება გადაჭარბებული თევზაობის შესაჩერებლად და ზღვის სიღრმეებში სიცოცხლის დასაცავად. National Geographic
  • ნიგერიამ განაცხადა, რომ მომავლი 3 ათწლეულის განმავლობაში დაირგვება 200 მილიონი ახალი ხე, რაც აფრიკის გარემოს დაცვის ისტორიაში  უდიდესი პოზიტიური ტრანსფორმაცია იქნება. Guardian
  • ესპანეთმა განაცხადა რომ, იგი შექმნის ახალ საზღვაო რეზერვს ვეშაპებისა და დელფინების ხმელთაშუაზღვისპირეთში მიგრაციისთვის და სამომავლოდ აკრძალავს ტერიტორიის ექსპლუატაციას ყველანაირი საწვავი წიაღისეულის მოსაპოვებლად. Associated Press
  • ბელიზის „ქმედითი“ ნაბიჯების შედეგად, UNESCO-მ საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოიღო, ბელიზის ბარიერული რიფი, რომელიც სიდიდით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. BBC
  • კოლუმბიამ ოფიციალურად 4,3 მილიონ ჰექტარით გააფართოვა სერანია დე ჩირიბიქუეტი (ცნობილი როგორც იაგუარების კოსმოსური სოფელი),რითიც იგი მსოფლიოს ყველაზე დიდი დაცული ტროპიკული ტყეების ეროვნული პარკი გახდა. WWF
  • მექსიკამ განაცხადა რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში იაგუარების პოპულარიზაცია 20% გაიზარდა.ასევე 14-მა ლათინურმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას 2030 წლისთვის დიდი კატების რეგიონალური კონსერვაციის პროგრამის განხორციელების შესახებ. Phys.org
  • ცენტრალური აფრიკის ტყეებში, მთის გორილების (გადაშენების პირას მყოფი სახობა) პოპულაცია 2010 წლამდე 25%-ით გაიზარდა. Reuters
  • კანადაში ხელი მოეწერა კიდევ ერთ შეთანხმებას უდიდესი დაცული წიწვოვანი ტყის შექმნის შესახებ (ეს ტერიტორია ბელგიის ზომას ორჯერ აღემატება). BBC
  • ჩილემ მიიღო ახალი კანონი, სანაპირო ზოლის გასწვრივ წყლის დაცვის, ცხრა საზღვაო რეზერვის შექმნისა და სახელმწიფო დაცვის ქვეშ არსებული ოკენის ტერიტორიის 4,3%-დან 42,4%-მდე გაზრდის შესახებ. BBC
  • სეიშელის კუნძულებმა,  უკანონო თევზჭერისგან თავის დასაცავად, ინდოეთის ოკეანეში შექმნა 130,000 კვადრატული კილომეტრის საზღვაო რეზერვი.  National Geographic
  • ახალი კალედონიამ განაცხადა რომ დაცვის ქვეშ აიყვანს მისი ოკეანური წყლების 28,000 კვადრატული კილომეტრს, მსოფლიოს ყველაზე ხელუხლებელი მარჯნის რიფების ჩათვლით. Forbes
  •  გლობალურად, ქოლერის ვაქცინის 25 მილიონი დოზა იქნა ადმინისტრირებული   Declaration on Ending Cholera პროექტის ფარგლებში და დაიწყო ისტორიაში უდიდესი ვაქცინაციისთვის მზადება  UNICEF
  • საფრანგეთში 2018 წელს  მწეველების მკვეთრი შემცირება გამოვლინდა, წინა წელთან შედარებით, მილიონზე ნაკლები მწეველია ხოლო ამერიკელებს შორის  სიგარეტის მოხმარებმ 1965 წლიდან დღემდე ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია. France /  Americans
  • რუანდა გახდა პირველი დაბალშემოსავლიანი ქვეყანა, სადაც  500-ზე მეტ კლინიკაში 3000 ექთანი მომზადდა რის შედეგადაც ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლოდა უფასო თვალის მოვლის სევრვისით ისარგებლონ. Global Citizen
  • ინდოეთში 2013 წლიდან დღემდე, მშოიბარობით გამოწვეული სიკვდილი  22%-ით შემცირდა . რაც იმას ნიშნავს რომ,  ყოველდღიურად 30 ადამიანით მეტი სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი, ვიდრე 5 წლის წინ.  The Wire
  • განა გახდა პირველი ქვეყანა სუბ-საჰარაში, რომელმაც აღმოფხვრა ტრაქომა. 2000 წელს 2,8 მილიონ ადამიანს (მოსახლეობის 15%-ს) სიბრმავე ემუქრებოდა. Devex
  • WHO-ს ცნობით, ევროპაში თინეიჯერების მიერ ალკოჰოლის მოხმარება საგრძნობლად შემცირდა, კონტინენტი რომელიც მსოფლიო მაშტაბით ალკოჰოლის მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. CNN
  • გლობალურად 2010 წლიდან,  აივი/შიდსის ინფექციის მაჩვენებელი 16%-ით შემცირდა ზრდასრულებში და 35%-ით ბავშვებში Undark
  • ამერიკაში 2018 წელს, ნიუ-იორკი და ვირჯინია გახდა პირველი ორი შტატი, რომლებმაც სკოლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სწავლება მოითხოვეს. CNN
  • მალაიზია გახდა პირველი ქვეყანა დასავლეთ წყნარ ოკეანეში, რომელმაც აღმოფხვრა დედიდან შვილზე აივი ინფექციის გადაცემა Malaymail
  • სამხრეთ აფრიკამ,  2012 წლის შემდეგ ახალი ინფექციების გავრცელება 44%-ით შეამცირა Telegraph
  • ჭიისებრი დაავადებები კენიაში 2012 წლდან დღემდე 33,4%-დან 3%-მდე შემცირდა.  Evidence Action
  • რუსეთში 2009 წლის შემდეგ თამბაქოს მოხმარება 20%-ით შემცირდა  ხოლო აკოჰოლის მოხმარება 2012 წლის შემდეგ შემცირდა 20%-ით. Straits Times
  • ტანზანიის მონაცემებით, მათ ბოლო ათ წელიწადში მალარიით სიკვდილი 50%-ით შეამცირეს ზრდასრულებში და 53%-ით ბავშვებში. Borgen 
  • WHO-მ პარაგვაი დაასახელა ამერიკის შემდეგ მეორე ქვეყანად, რომელმაც მალარიის აღმოფხვრა მოახდინა.  WHO
  • კოსტა რიკის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა იყო არაკონსტიტუციური და მთავრობას 18 თვე მისცა მის შესაცვლელად. BBC
  • ტუნისი გახდა პირველი არაბული ერი, რომელმაც აღიარა ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა,  მათ მოახერხეს ძველი ისლამური წესის გადალახვა. Dhaka Tribune
  • ნეპალი გახდა 54-ე ქვეყანა მსოფლიოში და პირველი ქვეყანა სამხრეთ აზიაში, რომელმაც მიიღო აკრძალვა ბავშვთა დასჯის შესახებ. End Corporal Punishment
  • „ეკონომისტმა“ აღნიშნა, რომ მსოფლიოში სუიციდის მაჩვენებელი 1994 წლიდან დღემდე 38%-ით შემცირდა ოთხი მილიონი სიცოცხლის გადარჩენით, რაც ოთხჯერ აღემატება ამ დროის განმავლობაში ბრძოლებში დაღუპულთა რიცხვს.  The Economist
  • UNDP-მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ინდოეთში 2005 წლის შემდეგ 271-მა მილიონმა ადამიანმა გადააბიჯა სიღარიბის ზღვარს, რაც იმას ნიშნავს რომ ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის განახევრდა. Times of India
  • ბანგლადეშმა განაცხადა, რომ 1990 წლის შემდეგ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 78%-ით შემცირდა. Kinder-World
  • 1990 წლის შემდეგ სუფთა საწვავსა და უკეთესი ჯანდაცვის წყალობით, ჩნინეთში რესპირაციული დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 70%-ით შემცირდა. Twitter
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში შავკანიანთა სიღარიბის მაჩვენებელი 41%-დან 18%-მდე დაეცა და მათი წილი საშუალო კლასსში გაიზარდა 38%-დან 57%-მდე. CNN
  • 2018 წლის მეორე ნახევარში 14%-ით შემცირდა მზის და 6%-ით ქარის ელექტროსადგურების ღირებულება. მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ახალი სუფთა ენერგიის მიღება ბევრად იაფია, ვიდრე ბინძური ენერგიისა. BNEF
  • რეპსოლი გახდა პირველი მსხვილი წიაღისეული საწვავის მწარმოებელი, რომელმაც უარი თქვა გაზისა და ნავთობის ძიებაზე.  Bloomberg
  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი რეკორდი დაამყარა ქვანახშირის ქარხნების დახურვაში, 22 ქარხნით 14 შტატში 15,4 გეგავატი ბინძური ენერგია სიბნელედ იქცა. Clean Technica
  • ირლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც უგულებელყო წიაღისეული საწვავი Guardian
  • მალაიზიამ გააუქმა სიკვდილით დასჯა ყველა დანაშაულისთვის და შეაჩერა ყველა ეგზეკუცია. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გამარჯვებაა ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის აზიაში. SMH
  • დანაშაულის რაოდენობა გერმანიაში 10%-ით დაეცა, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 30 წლის განმავლობაში. Washington Post
  • გერმანიამ გამოაცადა ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ნარჩენების გადამუშავების სქემა. მთავრობა გეგმავს მომავალი ოთხი წლის მანძილზე ნარჩენების გადამუშავება 36%-დან 63%-მდე გაზარდოს. DW
  • ევროპარლამენტმა სრულიად აკრძალა ერთჯერადი პლასტმასის კამოყენება, რაც საზღვაო ნარჩენების 70%-ს შეადგენს. ეს კანონი ძალაში 2021 წელს შევა. Independent
  • ჩინეთმა განაცხადა, რომ 2008 წლის აკრძალვის შემდეგ პლასტიკური ჩანთების გამოყენება 66%-ით შემცირდა და თავიდან იქნა აცილებული 40 მილიარდზე მეტი ჩანთის გამოყენება.
  • და ჩემთვის წლის ყველაზე აქტუალური პროექტი:  წყნარ ოკეანეში 600 მეტრიანი ნაკადია, რომელიც იყენებს წყლის ბუნებრივ ძალას და როგორც მტვერსასრუტი იწოვს ოკეანეში არსებულ პლასტმასის ნარჩენებს. პროცესს შეგიძლიათ თავად ადევნოთ თვალი. პროექტის შემქმნელი გუნდი ვარაუდობს რომ მომავალი 7 წლის განმავობაში მთლიანად გაწმენდს წყნარ ოკეანეს პლასტმასის ნარჩენებისგან  Ocean Cleanup

 

admin
admin@shen.ge
No Comments

Post A Comment