';
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_portfolio-list/templates/parts/lightbox.php on line 9
zoom

Editorial

ასტეროიდი ქალღმერთები

ასტეროიდი ქალღმერთები

ისტორიულად, კოსმოსურ სივრცეში პლანეტარული სხეულების აღმოჩენა, მათთვის სახელების მიცემა და მათი იდენტიფიცირება ადამიანის ცნობიერების ევოლუციურ ნახტომებსა და თანამდევ კულტურულ ცვლილებებს ემთხვევა. მაგალითად, 1781 წელს ურანისთანასწორობისა და თავისუფლების პლანეტისაღმოჩენამდე სულ ცოტა ხნით ადრე, კაცობრიობა ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციების მომსწრე გახდა. როცა 1846-ში მისტიციზმისა და ილუზიის პლანეტა ნეპტუნი აღმოაჩინეს, აღმოცენება იწყო ისეთმა იდეალისტურმა მოძრაობებმა, როგორიცაა ტრანსცენდენტალიზმი და სპირიტუალიზმი. 1930 წელს, მასობრივი ტრანსფორმაციის პლანეტის, პლუტონის იდენტიფიცირების კვალდაკვალ, კოლექტიური კეთილდღეობის განცდის გაჩენამ და ბირთვული ეპოქის ჩასახვამ კაცობრიობა სიკვდილსიცოცხლის არჩევანის პირისპირ დააყენა. ყოველი ახალი ციური სხეულის აღმოჩენა მოასწავებდა, რომ კაცობრიობა მზად იყო შესაბამისი პლანეტისთვის დამახასიათებელი არქეტიპული პრინციპის აქტივირებისა და ინტეგრირებისთვის

ასტეროიდებიდიდწილად მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის განთავსებული ციური სხეულების სარტყელი – 1800-იანების დასაწყისში აღმოაჩინეს. პირველ ოთხ იდენტიფიცირებულ ასტეროიდს სახელები დიდ ანტიკურ ქალღმერთთა საპატივცემულოდ დაარქვეს: ცერერა, პალას ათენა, იუნონა და ვესტა. მითოლოგიური თვალსაზრისით, ეს ქალღმერთები რანგით ღმერთებს, იუპიტერს, ნეპტუნსა და პლუტონს უტოლდებოდნენ. ვესტა, ცერერა და იუნონა იუპიტერის, ნეპტუნისა და პლუტონის დები იყვნენ, დაბადებულნი ტიტანი ღმერთი სატურნისა (კრონოსი) და რეას კავშირის შედეგად. ახალი ცის ღმერთის, იუპიტერის საყვარელი ქალიშვილი პალას ათენა კი იუპიტერმავე ჩასახა და იუპიტერისვე თავიდან დაიბადა. სიმბოლურად, ეს ოთხი ასტეროიდი არქეტიპული ფემინური პრინციპის ასპექტებს წარმოადგენს, რომლებიც დღეს მასობრივ ცნობიერებაში იჩენენ თავს (არქეტიპი აზროვნების უნივერსალური ფორმაა, პროტოტიპი, პირველყოფილი ხატი, რომელსაც ღრმად აქვს ფესვი გადგმული ადამიანთა კოლექტიურ ფსიქიკაში).

ვესტა

 

ასტეროიდებამდე, ფემინურობას ნატალურ რუკაში მხოლოდ მთვარე და ვენერა გამოხატავდნენ. სოციალურად მისაღები როლები ქალებისთვის იყო მთვარე, როგორც დედა, და ვენერა, როგორც პარტნიორი. ამ ინტერპრეტაციამ შეცვლა მე-19 საუკუნეში დაიწყო, ქალის სახელებიანი ოთხი ასტეროიდის აღმოჩენისა და ქალთა მოძრაობის აღმოცენებასთან ერთად, რომელსაც სიუზან . ენთონი და ელიზაბეთ ქეიდი სტენტონი ედგნენ სათავეში, და რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად. მაგრამ ამ ძალისხმევას ნაყოფი 1970-იანების დასაწყისამდე არ გამოუღია; ეს პერიოდი ელინორ ბაქის მიერ ასტეროიდთა პირველი ეფემერიდების გამოქვეყნებას ემთხვევა. იმ მომენტისთვის, ფემინური გამოხატულების ახალი ასპექტები სრულად შეჭრილიყო კაცობრიობის ცნობიერებაში. ქალებში ჩაისახა შემოქმედებისა და ინტელექტის იმგვარი შესაძლებლობები, რომელიც ცდებოდა დედისა და ცოლის ტრადიციულ როლებს. შედეგად, საზოგადოება მოწმე გახდა ქალების ფართო ინტეგრირებისა ისეთ დარგებში, როგორიცაა პოლიტიკა, ხელოვნება, განათლება, სპორტი და სხვა პროფესიული კარიერები. ეს, აგრეთვე, იყო პერიოდი, როცა ხელახლა აღმოაჩინეს ქალების ისტორია და ქალთა სპირიტუალობაში ქალღმერთი გააცოცხლეს.

ცერერა

ცერერა, პალას ათენა, იუნონა და ვესტა მიძინებული ფემინურობის ამ ახალ ხმებს განასახიერებენხმებს, რომლებიც ბოლო დროს გააქტიურდნენ და დღეს ძალაუფლებას, აღიარებას, სამართლიანობასა და თანასწორობას ითხოვენ ჩვენს საზოგადოებაში.

მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ ეს ფენომენი მარტო ქალებით არ შემოიფარგლება. ფემინური გამოხატულების ახალ ასპექტთა გამოღვიძებას თანაბრად მძლავრი გავლენა აქვს კაცებზეც. თუ ქალები თავიანთ ტრადიციულ როლთა გამოვლინებებს ცვლიან, კაცები რეაგირების ახალ მოდელებს იმუმაშავებენ ტრანსფორმირებული ქალებისთვის. ძველი მოდელები დღეს უკვე აღარაა მისაღები და კაცებს მოლოდინებისა და როლების ახალი კომპლექტები მოეთხოვებათ.

წარსულში, თავიანთივე ემოციის, ზრუნვისა და მგრძნობიარობის ფემინური თვისებების პროეცირებას კაცები ქალებზე ახდენდნენ. ასტეროიდების სახით წარმოდგენილი ფემინური ცენტრების ბოლოდროინდელი აქტივაციის კვალდაკვალ, კაცები ერთგვარ წნეხსა და წახალისებას განიცდიან, რომ თავადაც ,,ფლობდნენამ თვისებებს და ივითარებდნენ მათ. შესაბამისად, კაცების სულ უფრო მზარდი ოდენობა უარს ამბობს ,,მაჩოსსტერეოტიპულ იმიჯზე და აღიარებს და გამოხატავს თავის ინტუიციურ და მგრძნობიარე მე. დღეს,

პალას ათენა

ეს საკითხი მდედრობითისა და მამრობითის ჩარჩოს სცდება. ფემინურობის აღორძინება ცნობიერების გაფართოების ზოგადი მოძრაობის საძირკვლად იქცა, რომელიც ადამიანის ტვინშია ასახული. ფსიქოლოგთა თანახმად, ჩვენს ტვინს მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროების ფუნქციები გააჩნია. მარცხენა ნახევარსფერო ინფორმაციის სტრუქტურირებასა და ორგანიზებას წრფივი კონცეპტუალური ათვლის სისტემის ფარგლებში ახდენს. ეს რაციონალური ლოგიკური აქტივობა მასკულინური ან იან პოლუსია და ყველაზე მეტად თავს იჩენს თანამედროვეობის ანალიტიკურ, ტექნოლოგიურ ინტელექტუალიზმში. მეორე მხრივ, მარჯვენა ნახევარსფერო უკავშირდება და ამუშავებს მიზეზშედეგობრივ მიმართებებს მოკლებულ, გამოცდილებაზე დაფუძნებულ ინფორმაციას. მას ტვინის ინტუიციურ, არტისტულ და ფარდობით ნახევარსფეროდ მოიხსენიებენფემინურ ან ინ პოლუსად.

 

იუნონა

ასტეროიდები თავიანთი მითოლოგიური სახელწოდებებით გამოხატულ ფემინურ არქეტიპს შეესაბამებიან. არსებითად, ფემინურობა უკავშირდება სამყაროს ყოვლისმომცველ ძალას, რომელიც არის მიმღები, ნაყოფის მატარებელი და სიცოცხლის მიმცემი. გლობალურ დონეზე, ასტეროიდების აღმოჩენა იმ სამშობიარო ტკივილებს ეხმიანება, რომელსაც კაცობრიობა განიცდის ახლა, როცა მერწყულის ეპოქას ვუახლოვდებით.

 

ასტეროიდები და პლანეტარული ტრანსფორმაცია

 

მერწყული ჯგუფური აზროვნების და პლანეტარული ცნობიერების ნიშანია. ამჟამად, ჩვენ ვართ პერიოდში, რომელსაც ასტროლოგები ,,ეპოქალურ ტრანზიციასუწოდებენ. ეს ტრანზიცია თევზებისა და მერწყულის ეპოქებს შორის ინტენსიური ტრანსოფრმაციის ხანაა. ამ ფაზის დროს, 2200-წლიანი ციკლის ენერგიას მომავალი ეპოქის ენერგია ანაცვლებს. უკეთ რომ გავიგოთ, როგორ მოქმედებს ეს ტრანსფორმაცია, წარმოვიდგინოთ, რომ ენერგია, რომელიც ისტორიის ჩვენეულ გამოცდილებას ქმნის, მოგზაურობს ტალღაში, რომელსაც ჩვენ დროს ვუწოდებთ. მსგავს ტრანზიტულ პერიოდებში, ტალღის ამპლიტუდასა და სიხშირეში ცვლილება ხდება (იხ. სურათი 1-1). ზუსტად ისე, როგორც ოკეანეს აქვს ტალღების ციკლური რიტმი, ასეთივე ციკლები აქვს ისტორიასაც. როგორც ოკეანის გარკვეული ოდენობის ტალღები განსაკუთრებით დიდები არიან, ასევეა ისტორიაშიც: მის გარკვეულ მონაკვეთებში, ჩვენ ცვლილების ,,ექსტრა დიდტალღას ვიღებთ, რაც კვანტური ნახტომის სახელითაა ცნობილი. ინტენსივობის ამგვარ ცვლილებას საზოგადოება წნევის, დაძაბულობისა და ცვლილების ტემპის მატების სახით განიცდის იქამდე, ვიდრე საკმარისი ენერგია არ წარმოიშობა, რომ ცნობიერებაშიც მოხდეს კვანტური ნახტომის პროვოცირება.    

სურათი 1-1

 

ეს ფენომენი მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ჩვენს საზოგადოებრივ წესრიგში და ახალ კულტურულ გამოცდილებებს უკაფავს გზას. არა მხოლოდ ასტროლოგები, არამედ ფილოსოფოსებიცა და ადამიანური პოტენციალის თეორეტიკოსებიც თვლიან, რომ კაცობრიობის ცნობიერება კვანტური ნახტომის ზღვარზეა. მაგალითად, კომპიუტერი (რომელსაც მერწყული მართავს) ინფორმაციულ აფეთქებას მოასწავებს, რაც ფიზიკურად მოქმედებს ადამიანის ტვინის ინფომრაციის გადამამუშავებელ შესაძლებლობაზე. აქამდე, ადამიანები ალბათ ტვინის უჯრედთა სადღაც 13%- იყენებდნენ აქტიურად. ამ ინფორმაციული აფეთქების კვალდაკვალ, ზოგი ადამიანი ინფორმაციის გადამუშავებას იმ სიჩქარით იწყებს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ტვინის ამჟამინდელ შესაძლებლობებს. ისინი ახალ ცენტრებს ,,აღვიძებენ,“ ეს კი, თავის მხრივ, ელექტროქიმიურ დონეზე, აზროვნების იმგვარ ნეირონულ სტრუქტურებს ქმნის, რომლებიც ზრდის ტვინის ფსიქიკური ინფორმირებულობის უნარებს. ეს ცვლილებები და ტვინში მოქმედი ახალი ცენტრები შეესატყვისება ადამიანის ცნობიერებაში ასტეროიდების აღმოცენებას.

ჩვენ გლობალური ტრანსფორმაციის ისტორიულ ეპოქაში ვცხოვრობთ. რაც უფრო ვუახლოვდებით მერწყულის ხანას, კაცობრიობა, როგორც მთლიანი, მით მეტად განიცდის შესაძლებლობას, ხელახლა დაიბადოს კოლექტიურ ცნობიერში. ამ პერიოდში, ჩვენ შევძლებთ, გავაცნობიეროთ მერწყულის ძმობის, დობისა და პლანეტარული ოჯახის იდეალები ასევე მერწყულისეული დაბნეულობა, რომელიც თან ახლავს ანარქიას, ქაოსსა და თავზეხელაღებულ გაქცევას ახლისაკენ ძველის გონივრული ინტეგრაციის გარეშე; მოჭარბებული აქცენტი ინდივიდუალობაზე, რომელიც უარყოფს სხვებთან კავშირს.

ემოციური ტრანსფორმაციული კრიზისები ცვლიან ჩვენს ფსიქოსპირიტუალურ ვიბრაციებს ისე, რომ შესაძლებელი ხდება, ჩვენი ინდივიდუალური ინტენსივობა ჰარმონიაში მოვიყვანოთ სპირიტუალურ ბირთვთან, რომელიც მთელ სამყაროსთან რეზონირებს. ცერერას, პალას ათენას, იუნონასა და ვესტას პოზიციები ჩვენს ნატალურ რუკებში ასახავს ჩვენს პირად გზას, რითიც ამ ცვლილებებზე შეგვიძლია, ვიმოქმედოთ.ჩვენ ისტორიის ტრანზიტულ სტადიაზე ვართ. ასტროლოგებს კი ასტეროიდები იმიტომ სჭირდებათ, რომ ტრადიციული პლანეტები უბრალოდ ვერ ხსნიან ამ ახლად წარმოქმნილ საკითხებს. მიზეზი მარტივია: ეს საკითხები ზედმეტად ახალია (მართალია ისიც, რომ წარსულში, ცალკეულ ინდივიდებს, შეზღუდულ დონეზე, გამოუვლიათ ეს საკითხები, მაგრამ არა ისეთ მასობრივ დონეზე, როგორც დღეს ხდება). სწორედ ის ფაქტი, რომ ფემინურობასა და მასკულინობას შორის არსებულ ბალანსთან დაკავშირებული საკითხები ბევრისათვის, დღეს, მნიშვნელოვანია, ამ ტრანსფორმაციას როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ მოვლენად აქცევს.        

ასტეროიდები, როგორც პირადი ტრანსფორმაციის აგენტები

 

ფემინურობის პრინციპის არსის სიმბოლო მთვარეა. როგორც ფიზიკური მთვარის მოძრაობის ბუნება არის ციკლური და მისი ზრდაკლების ფაზები მიქცევათა მიმართულებაზე აისახება, ზუსტად ასევე უკავშირდება ასტეროიდი ქალღმერთების მთავარი მოძღვრებები წასვლამოსვლის ციკლებს. ეს ტრანსფორმაციის ციკლის სახელითაც არის ცნობილი. ასტეროიდები არა მარტო იმ ახალ არქეტიპულ პრინციპებს უკავშირდებიან, რომლებიც ამჟამად აქტივირებულია და ინტეგრირებული ფსიქიკაში, არამედ ისინი ინდივიდთა ტრანსფორმაციულ პროცესში აქტიური აგენტების ფუნქციასაც ასრულებენ.

ასტეროიდები მოქმედებენ, როგორც მაკავშირებელი რგოლები პიროვნულ და კოლექტიურ ცნობიერს შორის. ეს კავშირი სამი სიმბოლური სისტემით არის გამოხატული: ზოდიაქოს ნიშანთა ციკლით, პლანეტარული პოზიციებით მზის სისტემაში  და თანავარსკვლავედებით.

 

1) პირველი ფორმა ზოდიაქოს ნიშანთა ციკლის მეშვეობით ვლინდება.

ეზოთერულ დონეზე, ეს ციკლი ასახავს ადამიანის ცნობიერების ზრდასა და განვითარებას. ეს ევოლუციური პროცესი ვერძში იწყება ინდივიდუალიზირებული ცნობიერების დაბადებით – ,,მე“-თი, როგორც დამოუკიდებელი, უნიკალური, თავისუფალი ერთეულითდა მთავრდება თევზებში ინტუიციური ცოდნით, რომ ინდივიდი უფრო დიდი მთლიანის უჯრედოვანი კომპონენტია. შუაში არსებული ნიშნები გამოხატავენ პროგრესულ სტადიებს ვერძიდან თევზებისკენ.

პირველ ხუთ პიროვნულ ნიშანში, ვერძის ჩანასახოვანი ცხოვრების ნაპერწკალი გამოიხატება კუროს ფიზიკურ სხეულში, ტყუპების მენტალურ სხეულში, კიბოს ემოციურ სხეულში და სრულყოფილ ფორმას აღწევს ლომის შემოქმედებით ექსპრესიულობასა და რეპროდუქციულ ძალაში. ბოლო ოთხი კოლექტიური ნიშანიმშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული და თევზებიასახავენ ინდივიდის ფუნქციონირებას უფრო ფართო საზოგადოებრივ კონტექსტში. მშვილდოსანი უზრუნველყოფს წვდომას კოლექტიურ ცოდნასთან, თხის რქაკოლექტიურ სტრუქტურებში მონაწილეობასთან, მერწყულიკოლექტიურ იდეალებსა და ხედვებთან, ხოლო თევზებითანაგრძნობასა და ემპათიასთან, რაც ერთიანობის განცდიდან წარმოიქმნება.    

შუა ნიშნებიქალწული, სასწორი და მორიელიტრანსფორმაციული პროცესის ტრანზიტულ ნიშნებს წარმოადგენენ, პროცესისას, რომელსაც ინდივიდი ინდივიდუალიზირებული ცნობიერებიდან (ვერძილომი) კოლექტიურ ცნობიერში (მშვილდოსანითევზები) გადაჰყავს.

ქალწულში, განვითარებადი ერთეული სრულყოფილებასა და ინტეგრირებულობას პოულობს ისე, რომ შეუძლია, პარტნიორობის ნიშანში, სასწორში, შევიდეს, როგორც მთელი და სრულქმნილი ინდივიდი. სასწორში, პიროვნებას პირველად ეძლევა სხვა ადამიანის ცნობიერება. კომუნიკაცია, რომელიც მდგრად ინტერაქციას იწვევს, ქმნის საფუძველს ბოლო სახეცვლილებისა მორიელში, სადაც ,,მე“- პიროვნული შეგრძნება კვდება და ერთბაშად იძირება, ერწყმის და ეზავება სხვა ადამიანს. ,,მე“- ერთობა ,,ჩვენ“-თან იქცევა ხიდად მშვილოდსნით სიმბოლიზირებული კოლექტიური ცნობიერებისკენ (იხ. სურათი 1-2). 

ასტერეოიდებსცერერას, პალას ათენას, იუნონასა და ვესტასძლიერი მმართველი ასოციაციები აქვთ ქალწულის, სასწორისა და მორიელის ტრანზიტულ ნიშნებთან. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ისინი აქტიური აგენტების სახით მოქმედებენ ამ ნიშნებში, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს უწყობენ ტრანზიციას ინდივიდუალურიდან კოლექტიურ ცნობიერამდე

სურათი 1-2

 

2) ადამიანური გამოვლინების მეორე სიმბოლური ფორმა მზის სისტემის პლანეტების საშუალებით იჩენს თავს.

მზე, მერკური, ვენერა, მთვარე და მარსი პიროვნულ პლანეტებად არიან მიჩნეულნი, ვინაიდან ისინი იდენტობის, ინტელექტის, ღირებულებების, ემოციებისა და სწრაფვების პიროვნულ ასპექტებს მართავენ. იუპიტერი და სატურნი სოციალური პლანეტების სახით მოქმედებენ და განასახიერებენ იმ ეთიკასა და კანონებს, რომლითაც საზოგადოება ოპერირებს. ურანი, ნეპტუნი და პლუტონი გალაქტიკის უნივერსალური პლანეტები ან ელჩები არიან და ფარტომასშტაბიანი კოსმოსური ძალების მიმართ ვიბრირებენ. ასტეროიდები, მეტწილად, მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ სარტყელს იკავებენ, რითაც ფიზიკურ და სპირიტუალურ ხიდს ქმნიან, რომელიც პიროვნულს სოციალურსა და კოლექტიურთან აკავშირებს (იხ. სურათი 1-3). 

სურათი 1-3

 

3) ბოლო ფორმა თანავარსკვლავედებს იყენებს, რათა ევოლუციური პროცესის გრაფიკული გამოსახულება მოახდინოს. უფრო კონკრეტულად, გველის ორი თანავასრკვლავედისერპენსი და ჰიდრაქალწულის, სასწორისა და მორიელის ასტეროიდებთან ასოცირებულ თანავასრკვლავედთა ჯგუფების თითოეულ გვერდს გასდევს გასწვრივ. გველი, რომელიც ხშირად ქალღმერთ ცერერასთან, პალას ათენასთან, იუნონასა და ვესტასთან არის ასოცირებული, დიდი ხანია, ფემინური ტრანსფორმაციული ძალის მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევა (იხ. სურათი 1-4). 

სურათი 1-4

 

ამდენად, სამივე სისტემაში, – ნიშნების ციკლში, მზის სისტემის პლანეტებში და თანავარსკვლავედებში, – ასტეროიდებიცერერა, პალას ათენა, იუნონა და ვესტადა მათი შესაბამისი ნიშნებიქალწული, სასწორი და მორიელიქმნიან ტრანსფორმაციული პროცესის სტადიებს პიროვნულიდან კოლექტიურისკენ.

დღეს, ფემინური ფსიქიკური ცენტრების გააქტიურება დიდი ოდენობის არაცნობიერი არქეტიპული მასალის გამონთავისუფლებას იწვევს როგორც კაცებში, ისე ქალებში. სამწუხაროდ, ისტორიის მანძილზე ფემინური პრინციპის დათრგუნვა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ამ მასალის გამონთავისუფლება. წარმოიდგინეთ სინათლის სხივი, რომელიც დალაქავებული, ჭუჭყიანი ფანჯრის მინიდან იჭრება. როცა ფანჯარაში ვიყურებით, ეს ლაქები ხელს გვიშლის, სურათი მკაფიოდ დავინახოთ. ასევეა ფემინური ბუნების ჩვენეული სურათებისა და ხატების შემთხვევაშიც. ზემოხსენებულმა დათრგუნვამ დამახინჯებული წარმოდგენები და დამოკიდებულებები შექმნა და სწორედ მათ ფილტრში ექცევა ფემინურობის სუფთა ხატსახე. ამრიგად, ფემინურობის ჩვენეულ გამოცდილებათა ინტერპრეტაცია და კონცეფციები ზუსტად ამ არამკაფიო და ბუნდოვანი დამახინჯების გზით იქმნება.     

ქვეზღურბლოვანი განპირობების გავლენის გამო, თანამედროვე კაცებსა და ქალებს ტენდენცია აქვთ, ეს დამახინჯებელი არქეტიპული ფორმები პრაქტიკაში განახორციელონ. კლასიკური იუნონა შესანიშნავი მაგალითია. ლეგენდის თანახმად, იუნონა ეჭვიანი და შურისმაძიებელი ქალია. ეს კი ქალებს ერთგვარად უბიძგებს, თავისივე სქესის წარმომადგენლები პოტენციურ საფრთხედ ან მეტოქეებად აღიქვან. ამან, ასევე, ხელი შეუწყო შეხედულებას, რომ კაცებს აქვთ საკუთარი ტერიტორიის, მესაკუთრეობისა და ფლობის განცდა ,,თავიანთიქალების მიმართ, რაც, თავის მხრივ, კაცებში სხვა კაცებისადმი უნდობლობას იწვევს. იუნონა (ასევე ბერძნულ მითოლოგიაში ცნობილი როგორც ჰერა) ქალების განსაკუთრებული ქალღმერთი იყო და ქალებს შორის ქალური ურთიერთობებისა თუ სოლიდარობის გაღვივებას უწყობდა ხელს. უდავოდ ირონიულია, რომ საკუთარი სქესის წარმომადგენელთან ეს განსაკუთრებული კავშირი დამახინჯდა და ეჭვიანობის, კონკურენციისა და შურის სახე მიიღო (ამის მიზეზს მაშინ გავიგებთ, როცა იუნონას მითოლოგიას დეტალურად შევეხებით). ამ არქეტიპის ფსიქიკური ენერგია, დღეს, დამახინჯებულ მენტალურ იმიჯშია („ყალბი ღმერთი“) გამომწყვდეული. კერპის დამსხვრევას შეუძლია მასში არსებული ნამდვილი არქეტიპული ძალის გამონთავისუფლება. ერთერთი გზა, რითაც ეს შეიძლება, მოხდეს, ტრანსფორმაციის პროცესის მეშვეობითააგამოცდილებისა, რომელსაც ახლა უფრო დეტალურად გავეცნობით.

 

პიროვნული ტრანსფორმაციის სამი სტადია

 

ნებისმიერ ტრანსოფრმაციულ პროცესში, საჭიროა გარკვეული ძალა ან მომენტი, რათა დაიძლიოს არსებული ინერცია და ევოლუციური ციკლის მომდევნო სპირალისკენ წაგვიყვანოს. როგორც სურათ 1-1-დან ჩანს, ეპოქათა ცვლილების პლანეტარული ევოლუცია ძალას ფსიქიკური ენერგიის ტალღათა ვიბრაციის ინტენსიფიკაციისგან იღებს. ანალოგიურად, პიროვნულ ტრანსფორმაციაში, ძალა ემოციათა კომპრესირებისგან მიიღება.

მოდით, ზამბარის პარალელი მოვიშველიოთ. წარმოვიდგინოთ, რომ ვქაჩავთ მას ქვემოთ იქამდე, სანამ საკმარის ძალას არ იკრებს, რომ წინ გავარდეს. ეს ინტენსიფიკაცია ან კომპრესირების მოქმედება ტრანსფორმაციული პროცესის პირველი სტადიაა და ის ასტეროიდ ვესტას მიერ არის სიმბოლიზირებული, რომლის თვითკმარი ენერგია შინაგანი სამყაროსკენ გვიხმობს. ფსიქოლოგიურ დონეზე, ვესტას ემოციათა კომპრესირების სახით განვიცდით. ეს ხშირადგანშორების, დაკარგვის, დარდის, ტკივილის, სასოწარკვეთილების, წარუმატებლობის, ფრუსტრაციისა და უარყოფის მიზეზით – ,,ძირს დაცემადგანიცდება.

ტრანსფორმაციული პროცესის მეორე სტადიარღვევის სტადია ასტეროიდ პალას ათენათი არის სიმბოლიზირებული, რომელიც შემოქმედებითი ენერგიის გამოყენებას თაოსნობს. ამ ეტაპზე, ვესტას მიერ წარმოქმნილი კომპრესირებული ემოციური ენერგია გარღვევისა და შემზღუდავი სტრუქტურების ნგრევის სახეს იძენს. შედეგებმა არაერთი ფორმა შეიძლება, მიიღოს, იქნება ეს ურთიერთობის დასრულება, ოჯახის დანგრევა, სამსახურიდან წამოსვლა, რაიმე დამოკიდებულების ან ცხოვრების წესის შეცვლა თუ სხვა. ამ მომენტში, ინდივიდი თავისუფალ დინებაში მყოფი ენერგიის მოზღვავებას განიცდის, მაგრამ ამ ენერგიათა გაერთიანება არ ხდება. ცასა და მიწას შორის გამოკიდებულმა, ინდივიდმა, შესაძლოა, განიცადოს პანიკა, უმიზეზო შფოთვა ან ქაოსი. მეორე მხრივ, მას, შესაძლოა, განთავისუფლების განცდა დაეუფლოს ან სასიამოვნო მღელვარება ახალი შესაძლებლობების, ოცნებებისა და ხედვების გამო.

ტრანსფორმაციული პროცესის მესამე სტადიას განახლების სტადია ჰქვია და ასტეროიდ იუნონათია სიმბოლიზირებული, რომლის სწრაფვასაც ერთობისკენ იზოლაციიდან მონაწილეობისკენ მივყავართ. ახლა უკვე შეგვიძლია, განთავისუფლებულ ენერგიას სტრუქტურა შევუცვალოთ და გამოვიყენოთ ის ახალი ფორმების შესაქმნელად, რომლებიც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვან ზრდასა და უწყვეტ ექსპრესიას. ამ სტადიის დროს, ჩვენი პიროვნებათშორისი ცხოვრების ყველა ასპექტისამსახური, ურთიერთობები, ჯგუფები, რომლებთანაც ვასოცირდებით, საგანამანთლებლო ორგანიზაციები, რომლებშიც ვსწავლობთგანკურნებასა და განახლებას განიცდის.

ამას ცერერამდე მივყავართყველაზე დიდ და აღმოჩენილთაგან პირველ ასტეროიდამდე. ზოგი ასტრონომის მოსაზრებით, ცერერა, შესაძლოა, პლანეტის ბირთვი ყოფილიყო, სანამ ის აფეთქდებოდა და ასტეროიდებს შექმნიდა. ცერერადიდი დედამატრიცის სიმბოლოა, რომლიდანაც სხვა ასტეროიდები ოპერირებენ. ქალღმერთი ცერერა, თავისი მითოლოგიისა და ელეფსის მისტერიებში მონაწილეობით, დაბადების, სიკვდილისა და განახლების სიმბოლოა, რაც ყველა ასტეროიდის სახითაა წარმოდგენილი. ამ თვალსაზრისით, ცერერა მთელი ტრანსფორმაციული პროცესის საფუძველს უზრუნველყოფს.

როცა ინდივიდის რუკაში ასტეროიდული თემები ჭარბობს, ეს ნიშნავს, რომ ამ ინდივიდში ტრანსფორმაციული პრინციპის ძალა, სავარაუდოდ, წამყვანია. ხშირად, ასეთი ადამიანები ფართო საზოგადოებაში ერთგვარ ლოკომოტივებად გვევლინებიან და სწორედ მათი მეშვეობით ხდება ძველი, კრისტალიზებული სტრუქტურების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების დანგრევა, შემდეგ კი მათი განახლება და რეგენერაცია. შესაბამისად, მათ ცხოვრებაში არაა უცხო კრიზისები, რა დროსაც ინდივიდუალობა გამოწვევას უწყობს მასობრივი ცნობიერების კარგად გაკაფულ გზას.

ის დონე, რა დონითაც ასტეროიდებით წარმოდგენილი ფსიქოლოგიური საკითხები აღიარებულია ან განცდილია ინდივიდის ცხოვრებაში, მიუთითებს იმ დონეს, რა დონეზეც ის შევა ტრანსფორმაციულ პროცესში. ამ ტრანსფორმაციათა ცნობიერი განცდა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს პროცესი ინდივიდს საშუალებას აძლევს, ქალწულისასწორიმორიელის ტრანზიცია გაიაროს და ბოლო ოთხი ნიშნის კოლექტიურ ხედვაში შეადგას ფეხი. ეს უკანასკნელნი ინდივიდს ეხმარებიან, გასცდეს ცნობიერების საზღვრებს და განცალკევებულობის ილუზიის მიღმა არსებული რეალობა აღიქვას, იპოვოს ჭეშმარიტი ერთობა. ამ გზით, ინდივიდსა და მთელ კაცობრიობას გვერდიგვერდ შეუძლიათ განვითარება.

ამდენად, ასტეროიდი ქალღმერთები, პირდაპირი მნიშვნელობით, ,,ლოკომოტივებიარიან, ისინი როგორც აგენტები ასევე სიმბოლური გასაღებებიც არიან ჩვენი ტრანსფორმაციისთვის. ისინი იმ გამოცდილებებს/კრიზისებს განასახიერებენ, რომელთაც ტვინის ფუნქციონირებაში ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ და, საბოლოოდ, შეუძლიათ, ინდივიდი გახსნან უფრო კოლექტიურ ან კოსმოსურ სიხშირეებში ჩასართავად. სამყაროს ნაწილთა სახით, გარკვეული ვიბრაციული, პლანეტარული ცვლილებები ასტეროიდებისა ფემინურობის გამოღვიძების სიმბოლოსაც წარმოადგენსგამოღვიძებისა ღრმა თვლემიდან ყოველი ჩვენგანის ფსიქიკაში, რათა პლანეტარულ ბიოსფეროში წონასწორობა დამყარდეს. ცერერა, პალას ათენა, იუნონა და ვესტა, თავიანთი ძირეული გენერაციული თვისებებით, ,,ხიდზე გადამყვანებიარიან : ) რომელთაც კაცობრიობის თანასწორობის მერწყულისეულ იდეალამდე მივყავართ. ისინი იმ არქეტიპულ ხატებზე მიგვანიშნებენ, რომელთა გარეშეც ვერ შევძლებდით პიროვნულ ეგოსა და კოლექტიურ ცნობიერებას შორის ტრანზიციას. ერთობლივად, ეს ასტეროიდები ჯადოსნურ აგენტებს წარმოადგინენ, რომლებიც თითოეულ ჩვენთაგანს გვცვლიან. მათ ინიციაციის რიტუალების კარის გაღება შეუძლიათიმ გამოცდილებათა კარისა, რომლებიც, თავის მხრივ, უნივერსალური წვდომის კარებს გაგვიხსნიან.   

 

ავტორი: დემეტრა ჯორჯი “ასტეროიდი ქალღმერთები”

SHEN ©

  

  

admin
admin@shen.ge
No Comments

Post A Comment