29 Mar ანიმა და ანიმუსი
ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში სადაც იდეალისტური და ავტორიტარული ფასეულობებია სადაც ბავშვობიდან ცდილობენ მოგვაქციონ ყალიბში და თავში გვიტენიან ცხოვრებისეულ მოდელებს რომლებიც ავტომატურად ერთმანეთის ასლებად გვაქცევს. ბაღიდან, სკოლიდან ვართ კონკურენტულ გარემოში სადაც უნდა ვიყოთ ყველაზე საუკეთესონი, ვიგონებთ ათას კონკურსებს შეჯიბრებებს რომ ვითომ ‘მოტივაცია’ გავიჩინოთ და ვერ ვაცნობიერებთ თუ როგორ დამანგრეველად მოქმედებს ეს ყველაფერი ჩვენს ფსიქიკაზე, ვართ მუდმივ სტრესში რადგან ვფიქრობთ რომ უფრო მეტი უნდა მოვასწროთ არაფერი არ უნდა გამოვტოვოთ, არ დავკარგოთ დრო, მუდმივად თვალს ვადევნებთ სხვის ცხოვრებას და ამ რბოლაში გვავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – თუ ვინ ვართ ჩვენ!
ნუთუ მართლა შესაძლებელია ამ ხორცისმანქანაში გატარებული ცნობიერებით მოვიპოვოთ ინდივიდუალურობა და გავმთლიანდეთ?.. როგორ ვიპონოთ გზა უკან ჩვენი თავისკენ რომელიც სადღაც უნივერსტეტში ან სკოლისმეხებს შორის დავკარგეთ?? ჩვენ რომ ჯანმრთელი საზოგადოება ვიყოთ სკოლაში ინტელექტუალურ განვითარებაზე წინ ფსიქოლოგიურ განვითარებას დავყენებდით რაგდან თუ არ იცი რისგან შედგება და როგორ მუშაობს შენი ფსიკიკა ფაქტიურად წარმოდგენაც არ გაქვს რატომ გაჩნდი ამ სამყაროში და რა არის შენი დანიშნულება. და რაც არუნდა კარგად ერკვევოდე ზუსტ მეცნიერებებში მმუდმივად უკმარისობის გრძობა გექნება.
ეს მდგომარეობა კი მარტივად შეგვიძლია სიზმარს შევადაროთ. სიზმარშიც ხომ არ ვიცით საიდან აღმოვჩნდით კონკრეტულ სიტუაციაში სად მივდივართ და რა გვინდა საერთოდ : ) ხოდა ესე მთვარეულებივით დავდივართ ამ ულამაზეს სამყაროში ხან ერთ ეგრეგორს მივეკედლებით ხან მეორეს და გავდივართ ესე ავტოპილოტით ფინალში მუდმივად უმადურები, ერთმანეთის კონსუმერები და დედამიწის პარაზიტები.
ჩემს წინა სტატიაში უკვე ავღნიშნე კარლ გუსტავ იუნგის უდიდესი წვლილი სამეცნიერო სფეროში სულიერების სინთეზით, უმნიშვნელოვანესი კონცეფციების აღმოჩენის და დამკვიდრებისათვის. მან ათასობით ადამიანზე დაკვირვებით და მეცნიერული კვლევებით შეიმუშავა მოდელი რომელიც აღწერს ადამიანის იდივიდუაციის პროცესს. ინდივიდუაცია – ეს სულის ევოლუციის გზაა. გზა არქეტიპებით შეპყრობილობიდან მთლიანობის მიღწევამდე, როცა ცნობიერი და არაცნობიერი, პიროვნების ერთიან ბირთვში ერწყმის ერთმანეთს.
არქეტიპების არსის გაცნობიერება მათზე ძალაუფლებას გვაძლევს. არქეტიპული ხატ-სახეების ამოცნობისა და გაშიფვრის უნარში ვლინდება ადამიანის ფსიქიკის ორი, მანამდე დაყოფილი სფეროების კავშირი: ცნობიერის და ქვეცნობიერის. ქვეცნობიერის ენის გაგება წვდომას გვაძლევს მოვლენების და ცხოვრებისეული სიტუაციების ჭეშმარიტ მიზეზებთან, რომლებიც არქეტიპებშია დაშიფრული. ეს – შესაძლებლობაა გაცნობიერებული არჩევანისთვის, ანუ ინდივიდუალურობის გამოვლინებისთვის. იუნგის თვალსაზრისით, ინდივიდუალურობა – არქეტიპულობის ანტიპოდია. ვავლენთ რა ჩვენს ინდივიდუალურობას გაცნობიერებული არჩევანით, ჩვენ გავდივართ ქცევის შაბლონებიდან და ვავლენთ საკუთარ შემოქმედებით არსს.
‘დანტეს ბიატრიჩე, ისევე როგორც რუსთაველის ნესტან-დარეჯანი, სიმბოლოა დაკარგული სულის, შინაგანი ნაწილის, რომლის პოვნისა და რომელთან მისტიური შეერთების გარეშეც ვერც ერთი გმირი ვერ მიაღწევს უმაღლეს მდგომარეობას, ვერ იქცევა ერთ მთილან ინდივიდათ. ‘ინიციაცია-წერდა ზვიად გამსახურდია- არის არა მხოლოდ გზა ცხოვრების ხისკენ, ღვთაებრივი რეალობისკენ, არამედ აგრეთვე პირველადი ანდროგენის რეინტეგრაციისკენ, რაც ნიშნავს ადამიანის ორი საწყისის, ‘ანიმა’ და ‘ანიმუსის’ კვლავ შერწყმას.’
‘ანიმა’ და ‘ანიმუსი’ იუნგისეული ფიქიკის მოდელის მიხედვით არის ფემინური და მასკულინური არქეტიპები რომლებიც ჩვენი ქვეცნობიერის უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. ჩევნ ვიმართებით იმ არქეტიპით რომლის განვითარების დონესაც წარმოადგენს ჩვენი შინაგანი მეორე ნახევარი ანუ მამაკაცებისთვის ‘ანიმა’ ანუ მათი ფემინური მხარე და ქალებისთვის ‘ანიმუსი’ მათი მასკულინური მხარე.
იუნგი აღნიშნავს რომ ჩვენ სრულად უნდა მოვახდინოთ ჩვენი მეორე მხარის გაცნობიერება და ინტეგრირება და არ უნდა დავთრგუნოთ იგი რადგან დათგუნული ასპექტები გადაიქცევა ჩრდილად და ნეგატიურ ანიმათ ან ანიმუსად და პროექცირდება ჩვენს რეალობაში ანუ ჩვენ თუ დავთრგუნავთ ჩვენს მასკულინურ მხარეს ჩვენ ნეგატიურ ასპექტებს დავაპროექცირებთ მამაკაცებზე და თუ მამაკაცი დათრგუნავს მის ფემინურ მხარეს იგი მის რეალობაში მყოფ ქალებზე მოახდენს მისი ნეგატიური ანიმის პროექცირებას.
კარგად რომ გავიაზროთ ეს უმნიშვნელოვანესი კონცეფცია ვეცდები რაც შეიძლება სიღრმისეულად ავხსნა.
დავიწყოთ ‘ანიმით’ ფემიური ასპექტი მამაკაცში
მამაკაცი რომელსაც სრულად აქვს ინტეგრირებული საკუთარი ანიმა არის გაწონასწორებული არ აქვს მუდმივი ლოგიკურობის, თავშეკავების და კონტროლის მოთხოვნილება იგი კრეატიული, ემპათიური და მზრუნველია. იგი აუთენტური და გულწრფელია საკუთარ ემოციებში და ზოგადათ ღრმა და განვითარებულია როგორც პიროვნება.
მამაკაცი რომელსაც წარმოდგენაც არ აქვს მის შინაგან ფენიმურ მხარეზე და შესაბამისაც არც ინტეგრირებული აქვს მისი ასპექტები, შეეპყორბილია ანუ იმართება ‘ანიმას’ იმ ნეგატიური არქეტიპით, რა განვითარების ეტაპზეც იმფოფება. ასეთ მამაკაცი განიცდის სტაგნაციას, მას არ გააჩნია საკუთარ ემოციებთან წვდომა, არის მუდმივ დაბნეულობაში და ქაოსში, განიცდის შემოქმედებითი უნარების ნაკლებობას, ეშინია რისკებზე წასვლის.
‘ანიმას’ გააჩნია 4 განვითარების ეტაპი და შესაბამისი არქეტიპები
- განვითარების პირველ ეტაპზე მყოფი მამაკაცის ‘ანიმა’ ასოცირდება ‘ევას’ არქეტიპთან’ ეს ეტაპი არის სუფთა ბიოლოგიური ეტაპი მისი პირველადი შეხება ფემინურ ენერგიასთან რომელიც ასოცირდება დედასთან. ამ ეტაპზე მყოფი მამაკაცი ქალებს აღიქვავს მხოლოდ რეპროდუქციის ობიექტებათ. ამ არქეტიპით შეპყრობილ მამაკაცებს ხშირად აქვსთ დედის კომპლექსი, თუკი მათ აკლდათ დედის ზრუნვა ისინი დაეძებენ დედისნაირ ქალებს ან თუკი დედა ზედმეტად მზრუნველი იყო გაურბიან ქალებს რომლებიც იჩენენ ზედმეტ ზრუნვას. მათ არ გააჩნიათ მიმართულება ცხოვრებაში, თრგუნავენ საკუთარ ემოციებს და არიან გადაუწყვეტი, გაუბედავი, საკუთარ თავში დაურწმუნებული ადამიანები.
- მეორე ეტაპია რომანტიული ფაზა რომელსაც მართავს ‘ჰელენას’ არქეტიპი სადაც ქალები თავგადასავლების ძიების და სექუალური ფანტაზიების ობიქტები ხდებიან. განვითარების ამ ფაზაში მყოფ მამაკაცებს აკონტროლებენ ქალები პირველადი ინსტიქტებით, მიუხედავათ იმისა რომ ამ ეტაპზე მამაკაცს უკვე შეუძლია ქონდეს მიმართულება და მიზნები ისინი ემოციურად მოუმწიფლები არიან და ბევრ პრობლემებს განიცდიან.
- მესამე ეტაპია სიყვარულის ეტაპი რომელიც ეროტიულზე მაღლა დგას და სულიერ კავშირზეა ორიენტირებული მას მართავს ქალრმერთი ‘ქუან ინის’ ან ‘წმინდა მარიამის’ არქეტიპი. ამ ეტაპზე იგი უკვე არჩევს სქსუალურ ლტოლვას სიყვარულისგან, მას უჩნდება პატივისცემა ქალების მიმართ და შეუძლია მათთან მეგობრობა. ამ ეტაპზე მყოფი ანიმით შეპყრობილი მამაკაცი ახდენს ქალის საკრალიზებას, მას ცვხენია მისი აუთენტური სურვილების რადგან მუდმივად განსჯის საკუთარ თავს დოგმატური ცრურწმენებით. მიუხედავათ იმისა რომ ეს ეტაპი განვითარების მაღალი ეტაპია იგი არ გვაძლევს საკუთარ ქვეცნობიერთან წვდომის საშუალებას რადგან შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად აუცილებელია დოგმების მოშორება და სრული გახსნილობა. ამ ეტაპზე მყოფი მამაკაცი შესაძლოა გარესამყაროში ინტეგრირებულად გამოიყურებოდეს მაგრამ შინაგანად მას არ აქვს წვდომა სიბრძნესთან რომელიც მოდის მხოლოდ ‘ანიმას’ სრულად ინტეგრირებით
- მეოთხე ეტაპი რომელსაც მართავს ‘სოფიას’ არქეტიპი. სოფია სიბრძნის განსხეულების ეტაპია. მამაკაცი რომელიც ამ ეტაპზე იმყოფება ქალებს აღიქვავს როგორც უნიკალურ ქმნილებებს, მათში იგი ხედავს პარტნიორს და შინაგანად უკვე მას ეძლევა წვდომა საკუთარ ქვეცნობიერთან, რადგან სოფია არის დამაკავშირებელი ხიდი ქვეცნობირის და ცნობიერის შორის, შესაბამისად მას ეძლევა უნარი ინტეგრირება მოახდინოს და დაუკავშიროს საკუთარ ‘ლოგოსი’ ‘ეროსს’ რითიც იგი ხდება თვითმყოფადი გამთლიანებული არსება.
როგორ გავაცნობიეროთ საკუთარი ფემინური მხარე, განვავითაროთ და ინტეგრირება მოვახდინოთ რათა თავიდან ავიცილოთ ‘ანიმით’ შეპყობილობა? ანუ ნეგატიური ‘ანიმა’. პირველ რიგიში უნდა მივიღოთ და პატივი ვცეთ საკუთარ ემოციებს და აღვიქვათ ისინი როგორც მნიშვნელოვანი, რადგან ემოციები გვაძლევს მოტივაციას, ისინი ჩვენი ქვეცნობიერის მესინჯერები არიან. და როდესაც მათ ვერ გამოვხატავთ, იგნორირებას ვუკეთებთ ან სერიოზულად არ აღვიქვავთ და ვცდილობთ სხვადასხვა საშუალებებით დავაბუჟოთ, სწორედ ამის შედეგად ხდება ანიმით შეპყრობილობა. ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება შიდა სამუშაოებზე, ასე ვთქვათ მოახდინოთ ინტროსპექცია, დავკავდეთ მედიტაციით, თვითანალიზით, მნიშვნელოვანია დააკვირდეთ როგორ მოქმედებს საზოგადოებრივი მოლოდინები თქვენზე როგორც მამაკაცზე და გულწრფელადა დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა რა თვისებების მატარებელი ხართ და რას თრგუნავთ საზოგადოების აზრის გამო. ანიმასთან კავშირისთვის აუცილებელია აუთენტურობა. ძალიან ხშირად განუვითარებელი ანიმა მამაკაცებში ქალებს მხოლოდ სექსუალურ ობიექტებად აღიქვას, ეცადეთ დაუმეგობრდეთ ქალებს, მოუსმინოთ მათ. ანიმას ინტეგრირება წარმოვიდგინოთ როგორც მარილის დამატება კერძში. იგი უფრო აუნჯობესებს და აღრმავებს გემოს.
ახლაკი ‘ანიმუსის’ შესახებ მასკულინური ასპექტი ქალში
ქალი რომლესაც სრულად აქვს ინტეგრირებული საკუთარი ‘ანიმუსი’ გააჩნია საკუთარი მოსაზრებები და მიმართულება ცხოვრებაში, იგი სწორედ სახავს და აღწევს მიზნებს, მას შეუძლია გრძნობების და ემოციების ლოგიკურ ჭრილში დანახვა და გააზრება იგი იყენებს ‘ლოგოსს’ და აცნობიერებს საკუთარ შიდა სამყაროს. იგი შემოქმედებითია, ნაზი, დამთმობი და გონიერი.
ქალი რომელიც რეპრესირებას უკეთებს საკუთარ ანიმუსს და არ აქვს ინტეგრირებული და დაბალანსებული საკუთარი მასკულინური მხარე ასევე ხდება ‘ანიმუსით’ შეპყრობილი. ესეთმა ქალმა ყველაფერი უნდა იცოდეს, ყველას საქმეში ყოფს ცხვირს, მას ხისტი და უდრეკი შეხედულებები აქვს, იგი აგრესიულია და ყოველთვის უნდა იყოს ისე როგორც მას სურს, მუდმივად განსჯის სხვა ქალებს, იგი ყველას თავზე ახვევს საკუთარ შეხედულებებს და მიაჩნია რომ იგი ყოველთვის მართალია. ესეთი ქალები აბსოლიტურად მოწყვეტილი არიან საკუთარ ემოციებს ისინი ყველანაირი ხერხით მანიპულირებენ რომ მატერიალური სარგებელი მიიღონ, მათ არ შეუძლიათ გულწრფელი ურთიეთობები ადამიანებთან რადგან გრძნობები დაბლოკილი აქვთ და თითქოს უგულოები არიან. ‘ანიმუსით’ შეპყრებილი ქალები ხშირად ისტერიულები არიან. მოკლედ ეს არის ადამიანი რომელსაც აბსოლიტური კონტროლი უნდა გააჩნდეს ყველაფერზე.
‘ანიმუსის’ განვითარების 4 ეტაპი
- პირველი ეტაპზე ‘ანიმუსი’ ასოცირდება ძლიერ მამაკაცთან და მართავს ‘გმირის’ არქეტიპი, კაცი რომელიც დაიცავს და იზრუნებს მასზე. ამ ეტაპზე მყოფ ქალებს არანაირი კონტროლი არ გააჩნიათ საკუთარ ცხოვრებაზე და აღიქვავენ მამაკაცებს მხოლოდ როგორც პროვაიდერებს.
- მეორე ეტაპი ისევე როგორც კაცებში აქაც ‘ ანიმუსი’ რომანტიული ფაზაშია და მართავს ‘პოეტის’ ან ‘მუსიკოსის’ არქეტიპი. მიუხედავათ იმისა რომ ამ ეტაპზე ქალებს უკვე უნვითარდებთ საკუთარი შეხედულებები და აზრები ისინი მაინც თავისი ‘რჩეულის’ ან მამების გავლენის ქვეშ არიან.
- მესამე ეტაპზე მყოფ ‘ანიმუსს’ აკონტროლებს ‘მასწავლებილის’ არქეტიპი. ამ ეტაპზე ქალებს უკვე შინაგანი მამაკაცი უბიძგებს თავისუფლების და ინიციატივისკენ. სწორედ იგი მოქმედებს კულისებს მიღმა როცა ქალს უჩნდება სურვილი საკუთარი კარიერა და გეგმები გააჩნდეს, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ გააჩნია წვდომა საკუთარ ‘ანიმუსთან’ რომლეიც დაეხმარება მისი ფემინური სიბრძნიესთან კავშირიში და რეალიზებაში
- მეოთხე ეტაპია ანიმუსის სრული ინტეგრირების ფაზა და მას მართავს ‘ჰერმესის’ არქეტიპი – ღმერთის გზავნილი, სულიერი გიდი. ამ ეტაპზე ქალებს უკვე გააჩნიათ ღრმა ანალიზის უნარი, აქვთ მიმართულება და საკუთარი პრინციპები. აქვთ სრულად გაცნობიერებული პერსონა და ეგო. მათ უკვე შეუძლიათ საკუთარ ქაოტურ შემოქმედითობას ფორმა მიცენ და შესაბამისად მათ ეძლევათ მანიფესტაციის უნარი.
როგორ მივხვდეთ განვითარების რა ეტაპზეა ჩვენი ‘ ანიმუსი’ და გავაცნობიეროთ გვმართავს თუარა რომელიმე ზემოთხსენებული არქეტიპი და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ რომ ავიცილოთ ‘ანიმუსით’ შეპყრობილობა
პირველ რიგში უნდა გავერკვიოთ საკუთარ ღირებულებებში, თუ ბუნებრივათ ძალიან ემოციურები ვართ უნდა დავიწყოთ ჩვენი ემოციების გაანალიზება. ნათლად უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა ცხოვრებაში, შევძლოთ სტრატეგიის შემუშავება და მიზნების დასახვა. დავაკვირდეთ საკუთარ ემოციებს და რა მიმართულებებს გვიჩვენებენ ისინი. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ საკუთარი საზღვრები და თუკი რაიმე გაკეთება არ გვსურთ გამოხატოთ ზრდილობიანად. ასევე უნმიშვნელივანესია განვთავთავისუფლდეთ საკუთარი თავის ფასის მხოლოდ მამაკაცებისგან ყურადღების ცენტრში ყოფნით გასზღვრით. ხშირად ანიმუსით შეპყობილ ქალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მიმზვიდველი იყოს კაცებისთვის და უდიდეს ენერგიას უთმობენ ამ პროცესს და დრო აღარ რჩებათ რომ განივითარონ საკუთარი უნიკალური თვისებები.
ავტორი: ნინო ტოგონიძე
No Comments